x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ლეგენდარული კარლოს სანტანა სცენაზე ცუდად გახდა და ძირს დაეცა(ვიდეო)
imageლეგენდარული მექსიკური წარმოშობის ამერიკელი გიტარისტი კარლოს სანტანა მიჩიგანის შტატის ქალაქ დეტროიტთან ღია ცის ქვეშ გამართული კონცერტის დროს ცუდად გახდა და სცენაზე დაეცა.


74 წლის მამაკაცს სამედიცინო პერსონალმა პირველი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა, ის მოგვიანებით გადაიყვანეს ადგილობრივი საავადმყოფოსში, მას ამჟამად კვლევებს უტარებენ.

მოგვიანებით სანტანამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა სტატუსი, მან აღნიშნა "დაავიწყდა ჭამა და წყლის დალევა" და "სწორედ ამის გამო გაუწყლოება დამემართა და გონება დავკარგეო".

მისმა მენეჯერმა მაიკლ ვრიონისმა განაცხადა, რომ მუსიკოსი თავს კარგად გრძნობს. თუმცა, მენეჯერმა დაამატა, რომ შოუ, რომელიც დაგეგმილი იყო დღეს 6 ივლისს ბურგეტსთაუნში, პენსილვანია, გაუქმებულია და გაიმართება მოგვიანებით.


გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ უტარებენ პირველ დამხარებას კლარკსონის Pine Knob მუსიკალური თეატრის სცენაზე.


გიტარისტი და მისი ბენდი Santana ჩრდილოეთ ამერიკაში თავიანთი Miraculous Supernatural შოუთი ტურნეს ატარებენ.


სანტანამ პირველი პოპულარობა მოიპოვა 1960-იან და 70-იან წლებში, იგი ითვლება როკ-ენ-როლისა და ლათინური ჯაზის შერწყმის პიონერად.


ჯგუფის ყველაზე დიდი ჰიტებია Black Magic Woman, The Game of Love და Oye Como Va. უფრო გვიანდელი, ახალი საუკუნის მიჯნაზე ჩაწერა ალბომი Supernatural, რომელიც მულტიპლატინური გახდა, მასში ჟღერს ისეთი ჰიტები, როგორიცაა „Smooth“და Maria Maria“,

გასულ თებერვალში, სანტანამ და ჯგუფის სხვა წევრებმა Covid-19 გადაიტანეს, რის ფგამოც იძულებულები გახდნენ რამდენიმე შოუ გამოეტევებინათ.


0
200
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0