x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ვიდეო: კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ვულკანური ამოფრქვევა დაფიქსირდა

image
ბრიტანელმა მკვლევარებმა ბატას უნივერსიტეტიდან წყალქვეშა ვულკანის ჰუნგა-ტონგა-ჰუნგა-ჰააპაის ამოფრქვევას, რომელიც 2022 წლის 14-დან 15 იანვრამდე გაგრძელდა წყნარ ოკეანეში, ყველაზე მძლავრი ამოფრქვევა უწოდეს კაცობრიობის ისტორიაში. იტყობინება ჟურნალი Nature პორტალ EurekAlert-ზე დაყრდნობით.


ვულკანი ამოიფრქვა. ამოფრქვევის თანმხლები სიმძლავრე 10 მეგატონა ტროტილი იყო, ანუ 600 ჰიროსიმის სიმძლავრის. გამოთავისუფლებულმა სითბომ მილიონობით ტონა წყალი აადუღა.




image




პირველმა ამოფრქვევამ ფერფლი 58 კილომეტრის სიმაღლეზე აწია. სულ რაღაც 30 წუთში ფერფლმა მიაღწია მეზოსფეროს, იმ რეგიონს, სადაც მეტეორები, დედამიწის ატმოსფეროში შედიან, ამუხრუჭებენ და ფეთქდებიან. ვულკანი ზედიზედ 12 საათის განმავლობაში არყევდა ატმოსფეროსა და ზღვის ფსკერს. ის მთელ წყნარ ოკეანეში იგრძნობოდა.




აფეთქების ტალღამ დედამიწას ექვსჯერ შემოუარა და მიაღწია უპრეცედენტო სიჩქარეს - 320 მეტრს წამში - თეორიულად შესაძლებელ ზღვარს ახლოს. ამავდროულად, GLD360 გლობალური სისტემის დეტექტორებმა, რომელიც ატმოსფეროში ელექტრულ მოვლენებს აკონტროლებს, რეაგირება მოახდინეს ჰუნგა-ტონგა-ჰუნგა-ჰააპაის მიერ გამოწვეულ 590 000 ელვაზე. დამყარდა რეკორდი, რომელმაც თითქმის გააორმაგა წინა - 340 000 ელვა, ანაკ-კრაკატაუს ამოფრქვევა 2018 წელს ინდონეზიაში.



მოკლედ, კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა უფრო ძლიერი კატაკლიზმი.



image



ჯერჯერობით ვულკანს დედამიწისთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მოუტანია. აპოკალიფსი არ მომხდარა.


დაახლოებით 400 ათასი ტონა გოგირდის დიოქსიდი გამოიყო სტრატოსფეროში. მეცნიერები თვლიან, რომ ასეთი რაოდენობა არ გამოიწვევს გლობალურ აცივებას. ფერფლის სვეტს, რომელიც წყალზე მაღლა ავიდა, რამდენიმე კილომეტრი დააკლდა, რათა „ბირთვული ზამთარი“გამოეწვია მთელს მსოფლიოში.



აფეთქებამ გამოიწვია სხვადასხვა ინტენსივობის ცუნამი ახალ ზელანდიაში, იაპონიაში, შეერთებულ შტატებში, ჩილეში, პერუში და რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში. ტონგაში - ვულკანის უშუალო სიახლოვეს - ტალღამ 20 მეტრს მიაღწია, ნუკუალალოფში, სამეფოს დედაქალაქში 2 მეტრის სიმაღლეზე ავიდა.



სულ დაშავდა 25 ადამიანი. ზოგან იყო ნგრევა. ტონგას მეფე ტუპოუ VI-ის ევაკუაცია ყოველი შემთხვევისთვის მოხდა.



ამოფრქვევის შედეგად ფერფლი გავრცელდა ტონგას არქიპელაგის მთავარ კუნძულზე - ტონგატაპუში და დაბლოკა მზე ცოტა ხნით. თავად აფეთქება რამდენიმე ათასი კილომეტრის რადიუსში გაისმა. მაგალითად, ალასკაშიც იყო ხმა.



0
172
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0