x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134380
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
10 დაუჯერებელი ფაქტი ცნობილი ადამიანების შესახებ, რომლებიც შოკში ჩაგაგდებთ

image


ამ პიროვნებებს ჩვენ ვიცნობთ როგორც გენიოსებს თავიანთ სფეროში, რომლებმაც გავლენა მოახდინეს ადამიანთა უზარმაზარ მასებზე და წარუშლელი კვალი დატოვეს ისტორიაში, თუმცა მათი პირადი ცხოვრება არც ისეთი შთამბეჭდავია როგორც ის მიღწევები, რომლებიც საზოგადოების შინაშე ფართოდ არის წარმოდგენილი. გთავაზობთ ცნობილი ადამიანების შესახებ 10 ამაზრზენ ფაქტს, რომლის დაჯერებაც ერთი შეხედვით, საკმაოდ რთულია.


image


1.ყველა დროის ერთი–ერთი ყველაზე პოპულარული ინგლისელი მწერალი ჩარლზ დიკენსი ცოლს, რომელმაც მას 10 შვილი გაუჩინა, მხოლოდ იმიტომ გაშორდა რომ 18 წლის მსახიობი გოგონა შეუყვარდა, შემდეგ კი რამდენიმე გაზეთში წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ის ცოლს მათ დაშორებაში ადანაშაულებდა და მას სულელს, ავადმყოფურად - დეპრესიულსა და ცუდ დედას უწოდებდა.


image


2. ამერიკელი ბიზნესმენი და "ავტომობილების მეფედ" აღიარებული ჰენრი ფორდი ნაცისტების მიმართ სიმპათიას გამოხატავდა და ებრაელების წინააღმდეგ ცრურწმენებს ქმნიდა. მან რამდენიმე წიგნიც კი გამოაქვეყნა, რომლებიც ანტისემიტიზმის თემას ეხებოდა.


image


3. საბავშვო წიგნების - "ლორაქსისა" და "როგორ მოიპარა გრინჩმა შობა"-ს ავტორი დოქტორი სიუზი ავადმყოფ ცოლს ღალატობდა, რომელიც კიბოთი და დეპრესიით იტანჯებოდა. მეუღლის თვითმკვლელობიდან რამდენიმე თვეში კი ის თავის საყვარელზე დაქორწინდა.


image


4. ადამიანები ფიქრობენ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდესს გამომგონებელს თომას ედისონს ბევრი გამოგონება ეკუთვნის, თუმცა სინამდვილეში მან თავად ძალიან ცოტა რამ გამოიგონა. მეცნიერს ადამიანების მცირე ჯგუფით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავდა, რომლებსაც იდეებისთვის გროშებს უხდიდა, შემდეგ მათ იდეებს აპატენტებდა და საკუთარ გამოგონებად ასაღებდა. ედისონი ასევე აცხადებდა, რომ მას ფორმალური განათლება არ ჰქონდა, თუმცა ეს ასე არ არის. მაგალითად, ის არ იყო ნათურის გამომგონებელი, თუმცა მან და მისმა "გამოგონების ქარხანამ" იდეალური ვარვარის ძაფის საპოვნელად უამრავი მასალა მოიძია. ბუნებრივია, ედისონმა გამოგონება თავად მიიწერა.


image


5. 1969 წლის 18 ივლისის საღამოს, ჩაპაკვიდიკის კუნძულზე გამართული წვეულებიდან მომავალმა ამერიკელმა სენატორმა, ტედ კენედიმ საჭე ვერ დაიმაორჩილა და მგზავრთან ერთად მანქანით ხიდიდან წყალში გადავარდა, თავად ავტომობილიდან გადმოძვრა და შემთხვევის ადგილი დატოვა. პოლიტიკოსი სასტუმროს ნომერში დაბრუნდა, დასაძინებლად გაემართა და პოლიციას მომხდარის შესახებ 9 საათის განმავლობაში არ შეატყობინა. მგზავრი დაიხრჩო, ტედს კი 2 თვით თავისუფლების აღკვეთა ისიც პირობითი მიესაჯა. ექსპერტიზამ დაადგინა რომ მას ინციდენტის შესახებ დროულად რომ შეეტყობინებინა, მგზავრის გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა: გოგონა რამდენიმე საათის განმავლობაში მანქანაში ცოცხალი იყო და მხოლოდ მაშინ გარდაიცვალა, როდესაც ჩაკეტილ სივრცეში ჟანგბადის მარაგი ამოიწურა.


image


6. ამერიკელ დრამატურგსა და პროზაიკოსს, არტურ მილერს დაუნის სინდრომის მქონე ვაჟი შეეძინა, რომელიც დაბადებიდან ერთ კვირაში მან ფსიქიატრიულ კლინიკაში ჩააბარა. მწერალი შვილს არასდროს ნახულობდა, მეტიც, მილერს ის თავის მოგონებებშიც კი არ მოუხსენებია.


image


7. 1943 წელს ბენგალიაში შიმშილობის დროს კანადამ, ამერიკამ და ავსტრალიამ უინსტონ ჩერჩილს ინდოეთში ხორბლის ექსპორტი შესთავაზა, რაზეც ბრიტანელმა სახელმწიფო მოღვაწემ განაცხადა რომ ინდოეთს საკმარისი საკვები მარაგი ჰქონდა, ამიტომ შეთავაზებული პროდუქტის რაოდენობა მან ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, ტუნისის კამპანიისთვის გადაგზავნა, მაშინ შიმშილით ინდოეთის 3 მილიონი მოქალაქე დაიღუპა.


image


8. შეერთებული შტატების 22-ე პრეზიდენტმა, გროვერ კლივლენდმა გოგონა გააუპატიურა და მას მოკვლითაც კი დაემუქრა თუკი ამის შესახებ ის ხელისუფლებას მოუყვებოდა, მას შემდეგ კი რაც გოგონამ შვილი გააჩინა კლივლენდმა ის საჯაროდ დაამცირა.


image


9. ცნობილმა ესპანელმა მხატვარმა პაბლო პიკასომ თავისი პირველი ცოლი ნერვულ აშლილობამდე მიიყვანა, ასევე მას ჰყავდა რამდენიმე საყვარელიც, რომელთაგან ერთმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ორი კი - გაგიჟდა.


image


10. ლეგენდარული ბრიტანული როკ-ჯგუფის -"The Beatles"- ის წევრმა და მისმა ერთ-ერთმა დამაარსებელმა, ჯონ ლენონმა თავადვე აღიარა რომ ის სასტიკი ადამიანი იყო. მუსიკოსი ცოლს სცემდა და საკუთარი ვაჟიშვილის, ჯულიანის მიმართაც ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ძალადობას მიმართავდა.





0
252
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
252