x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"რაჭული დათვის ნოკაუტი" - დღეს ბესო ხიდეშელს 74 წელი შეუსრულდებოდა
image3 ივლისს დაბადებიდან 74 წელი შეუსრულდებოდა შესანიშნავ ქართველ მსახიობს ბესო ხიდაშელს, რომელმაც მაყურებელს თავი დაამახოვრა ისეთი კინოროლებით, როგორიცაა "სამკაული სატრფოსთვის"(1970) "ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა"(1977)“. „დათა თუთაშხია“(1978)"გამოაღეთ ფანჯრები"(1981) „მონანიება“(1984) “ და რა თქმა უნდა "რაჭა, ჩემი სიყვარული"-1977 წელი.


მსახიობი სამწუხაროდ ნაადრევად გარდაიცვალა 2001 წელს, 53 წლის ასაკში.


ყველას გახსოვთ ალბათ, სცენა რაჭა ჩემი სიყვარულიდან, როდესაც ბადრი კაკაბაძის გმირს(ზაური) ბესო ხიდეშელის გმირი (ალიკო "მუტრუკი") დარინას თვალწინ თავის მოწონების მიზნით ყასიდად უნდა ეცემა, როგორც ბადრი კაკაბაძე იხსენებს ბესო ხიდეშელს დარტყმა საკმაოდ ნატურალური გამოუვიდა:


"გახსოვთ სცენა, ბესომ რომ გამარტყა? ვიცოდი, რომ უნდა დაერტყა და მომზადებული ვხვდებოდი, ინსტინქტურად თავს ვწევდი. ფილმის რეჟისორს, თემურ ფალავანდიშვილს გაუფრთხილებია: მაგი დარტყმას მარჯვენა ყბაში ელოდება და მარცხენაში უთავაზეო. მომიქნია და რა მომიქნია, იმ ცხონებულმა ბესო ხიდაშელმა ზომა-წონა არაფერში იცოდა, მართლა რაჭული დათვი იყო. გვარიანად შემაჟრიალა, როგორც რეჟისორს სურდა, ზუსტად იმგვარად. ისე ბუნებრივად გამოვიდა, რომ მეტი დუბლი აღარც გადაუღიათ."(ნახე ვიდეო)



imageბესო ხიდეშელმა მაყურებელს კიდევ ერთი გმირით დაამახსოვრა თავი- ნუნუკას სასიძოს ეპიზოდური როლი მოკლემეტრაჟიან ფილმში "ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა".




0
1028
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1028
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0