x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"ხოდა, ბოდიში და, არავის გადაუღუნოთ!" - ვის მიმართავს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია პუტინის მხარდამჭერთა აქციას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:


"რა მარტივია არჩევანი ბნელსა და ნათელს შორის, უმარტივესი. შარშანდელი სისხლიანი 5 ივლისის ერთი წლის თავზე, ხვალინდელი აქციის წინ, ისევ გამოყარეს ქუჩაში მოძალადეები. უკვე იმდენად დიდი ვარ, მიედ-მოედეს გარეშე შემიძლია ვთქვა, რასაც ვფიქრობ…


ხოდა, ბოდიში და, როგორც თქვენი დარგის სპეციალისტი რიჟვაძე იტყოდა, არავის გადაუღუნოთ! ხვალ, 3 ივლისს ვიკრიბებით რუსთაველზე! წინ ევროპისკენ! შინ ევროპისკენ✌️✌️✌️"- ვკითხულობთ ტელეწამყვანის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან რადიკალების საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც პუტინის მომხრეებმა ევროკავშირის დროშა საჯაროდ დახიეს და დაწვეს, რის შემდეგაც უკვე ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს. მოქალაქეები ფანჯრებიდან და მანქანებიდან შუა ვაკეში მორბენალი პუტინისტების მისამართით შეურაცხმყოფელ შეძახილებს არ იშურებდნენ.



0
321
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
321