x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133853
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
შვედმა მეცნიერმა ისაუბრა, თუ რისგან მოკვდება კაცობრიობა
image
განკითხვის დღის ექვსი შესაძლო სცენარი გაანალიზა შვედმა ფუტურისტმა კარიმ ჯებარიმ.


- კლიმატური კრიზისი - ის თვლის, რომ გლობალური დათბობა, რომელსაც შეუძლია მრავალი პრობლემის შექმნა ადამიანებისთვის, პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის კაცობრიობის არსებობას. ფატალური შედეგები შეიძლება მოჰყვეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პლანეტაზე კლიმატი იგივე გახდება, რაც ვენერაზე, სადაც ზედაპირის ტემპერატურა 400 გრადუს ცელსიუსს აღემატება. თუმცა, არ არსებობს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ეს შეიძლება მოხდეს, დაასკვნა ფუტურისტმა.



- ვულკანური ამოფრქვევა - მეცნიერის აზრით, კაცობრიობა ვერ მოკვდება ვულკანური ამოფრქვევის გამო. დედამიწაზე ცნობილია 20-მდე ეგრეთ წოდებული სუპერვულკანი. მათი ამოფრქვევები 100 000 წელიწადში ერთხელ ხდება. დედამიწის ქერქიდან გამომავალი ლავა ანადგურებს მთელ სიცოცხლეს ირგვლივ.


”კლიმატის ცვლილება, რომელიც სუპერვულკანებმა გამოიწვია ისტორიაში, გაცილებით ნელი იყო, ვიდრე კლიმატის ცვლილება, რომელსაც ჩვენ თვითონ ვიწვევთ ახლა.” - თქვა ჯებარიმ.




- პანდემია - ის თვლის, რომ ადამიანიდან ადამიანზე გადამდები დაავადებები მართლაც საშიშია. ამავდროულად, მეცნიერს ყველაზე მეტად ის აშინებს, რომ ადამიანებს შეუძლიათ გააგრძელონ აქტიური ცხოვრება და სხვები დაინფიცირონ, ასეთი დაავადებაა, მაგალითად შიდსი.



სანამ არსებობს სამედიცინო კვლევებისა და ჰიგიენის ეკონომიკური რესურსები, პანდემიის კონტროლი შესაძლებელია, მაგრამ თუ პირობები შეიცვლება, კაცობრიობას უფრო გაუჭირდება თავის დაცვა, აღნიშნა მეცნიერმა.



- ომი - ფუტურისტის აზრით, აპოკალიფსის ყველაზე სავარაუდო მიზეზია. ეს შეიძლება დაიწყოს მცირე ტაქტიკური ბირთვული აფეთქებით და გამოიწვიოს გლობალური კონფლიქტი, რასაც მოჰყვება ბირთვული ზამთარი. პლანეტაზე საშუალო ტემპერატურა შეიძლება დაეცეს 10-20 გრადუსით. სიცივის პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს ათწლეულის განმავლობაში, რაც კატასტროფულ გავლენას მოახდენს სოფლის მეურნეობაზე.



- ხელოვნური ინტელექტი - ჯებარიმ აღნიშნა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოიწვიოს კაცობრიობის სიკვდილი. არსებულ ტექნოლოგიებს არ აქვთ ადამიანზე უკეთესი გახდომის პოტენციალი. სანამ ასეთი საფრთხე გამოჩნდება, მეცნიერებს შეიძლება ჰქონდეთ დრო, რომ შექმნან სისტემა, რომელიც არ დაუშვებს ხელოვნურ ინტელექტის კონტროლიდან გასვლას.



- კოსმოსი - ფუტურისტმა თქვა, რომ მიწიერებს აქვთ ასტეროიდის მიერ განადგურების რისკი, თუმცა, მეცნიერებმა მოკლევადიან პერიოდში ასეთი შესაძლებლობა გამორიცხეს. ასევე არსებობს უფრო ფანტასტიკური სცენარი: უცხოპლანეტელების გამოჩენა, რომლებიც შეიძლება არც ისე მეგობრული იყვნენ, რაც კონფლიქტს გამოიწვევს. მაშინ შედეგები შეიძლება ფატალური იყოს დედამიწელებისთვის.- იუწყება ფინური პორტალი.


ექსპერტმა ისაუბრა დედამიწისთვის კოსმოსური ნარჩენებისგან საფრთხეზე. დედამიწის ორბიტაზე დაახლოებით შვიდი ათასი ტონა კოსმოსური ნამსხვრევებია განთავსებული.

0
777
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
777
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0