x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"ახლა ვნახე, ღმერთო, რა სირცხვილია!" - რამ აღაშფოთა ინგა გრიგოლია

image


ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია აღშფოთებას ვერ მალავს და "ფეისბუქის" პირად გვერდზე იმ ვიდეოს აზიარებს, სადაც ცხადად ჩანს თუ როგორ არ აძლევენ ეროვნული მუზეუმის შენობაში შესვლის უფლებას მის აწ უკვე ყოფილ თანამშრომელს, ისტორიკოსს, იულონ გაგოშიძეს, რომელმაც მის კედლებში 64 წელი გაატარა:


"ახლა ვნახე ეს????????????რა სირცხვილია! ღმერთო, რა სირცხვილია! იულონ გაგოშიძეს უწყობენ ამას თანამედროვე ბორის ძნელაძეები????" - წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ეროვნული მუზეუმიდან 40-მდე ადამიანი გაათავისუფლეს. მოტივად კი რეორგანიზაცია დასახელდა. მუზეუმის გათავისუფლებული თანამშრომლები დავის დაწყებას აპირებენ და აცხადებენ, რომ წულუკიანი მისთვის არასასურველ კადრებს იშორებს.


"წულუკიანი გვაბრუნებს საბჭოთა კავშირში, არა რეპრესიებს" – ამ ლოზუნგით ეროვნულ მუზეუმთან აქცია გაიმართა. პროტესტის პარალელურად კი მუზეუმში გამოფენა "ფერები აფხაზეთიდან" მიმდინარეობდა, რომელსაც მინისტრი, თეა წულუკიანი მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდა, სწორედ იქ ლამობდა შესვლას იულონ გაგოშიძეც, თუმცა დაცვამ მას ამის საშუალება არ მისცა.






0
425
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
425