x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
"დღეს დიდი უბედურების დღე გაგვითენდა..."- რას წერს ბაია პატარაია ?

image

პოლონეთში ზუგდიდელი ახალგაზრდა ქალი ქმარმა მოკლა. ცოლ-ქმარი პოლონეთში ემიგრაციაში სამ შვილთან ერთად ცხოვრობდა.


"საფარის" ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას ინფორმაციით, ზუგდიდელმა ქალმა, რომელიც პოლონეთში ქმარმა მოკლა, გარდაცვალებამდე ორგანიზაციას დახმარების თხოვნით მიმართა. ქალი ყვებოდა, რომ ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა.


"დღეს საფარი/Sapari დიდი უბედურების დღე გაგვითენდა. პოლონეთში ქალი რომ მოკლა ქმარმა, მაგ გოგოს დახმარებას ჩვენ ვცდილობდით აქედან და ვერ დავეხმარეთ...


ჩვენ თანამშრომელთან Tamuna Lukava სთან გავიდა ჯერ კონტაქტზე, როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და თამუნამ ასწავლა მტკიცებულებების შეგროვება. შაბათს მისწერა თამუნას, რომ ისევ ნაცემი იყო და ამჯერად პოლიციის გამოძახება სურდა, მაგრამ არ იცოდა, როგორ.



ჩვენ მოვძებნეთ პოლონეთში ქართველი გოგო, რომელმაც გამოიძახა პოლიცია მის ნაცვლად, რაღაც მოშორებულ ქალაქში ცხოვრობდა. პოლონეთის პოლიცია მივიდა და წავიდა, თარჯიმანი იპოვნე და შენით მოდიო...


მერე უკვე დავიწყეთ საელჩოში რეკვა და ჩვენ შსს-ში. საელჩო გამოდგა სრულიად უმაქნისი და უუნარო. აქაურმა შსს-მ პოლიციის ატაშე ჩართო საქმეში და ახლა თავიდან მივიდა იგივე ეკიპაჟი მაგრამ გადაიყვანეს ეს გოგო, თარჯიმანიც დაახვედრეს, მოკლედ გაესაუბრნენ და დავრწმუნდით, რომ მსხვერპლი ხარო. გამოუშვეს შინ, მერე ქმარიც გამოჩნდა, დააკავეს ის კაცი. გაგვიხარდა ჩვენ, მაგრამ გამოუშვეს ის კაცი. დავიწყეთ ისევ რეკვები, რომ ქალი კვლავ საფრთხეშია, ავაწრიალეთ ისევ ყველა. ორშაბათს გვქონდა ბოლოს კავშირი ამ გოგოსთან, ოთხშაბათს მოუკლავს ქმარს, ორივე საქართველოს მოქალაქე იყო...


დილიდან ყველა ვტირით... იქნებ რაღაც კიდე შეგვეძლო იმ შაბათ-კვირას, მაგრამ გვქონდა პოლიციის იმედი, ამაოდ...


დავაყენებთ პოლონეთის პასუხისმგებლობის საკითხს სტრასბურგში, აქედანაც მოვახერხებთ მაგას, მაგრამ იმ გოგოს რა გააცოცხლებს?


არ შეიძლება მოძალადეების ასე დაუსჯელად გამოშვება და რისკების არშეფასება, მაგრამ ესმის ეს ვინმეს ან აქ, ან იქ? ვაიმე, რა დღე გაგვითენდა...


დამატება: რაც არ უნდა გიჟობად მოეჩვენოს ვინმეს, დღეიდან მე მოვითხოვ ფემიციდის ცალკე მუხლად გამოყოფას სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის ერთ-ერთი სასჯელიც უვადო პატიმრობა იქნება!"- წერს ბაია პატარაია.

0
123
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0