x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134030
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ეს უხერხული მომენტი: ვარსკვლავების ყველაზე უცნაური და სასაცილო საქორწინო ფოტოები

image


რაც არ უნდა თქვათ, ქორწილის ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მომენტი მაინც - ფოტოსესიაა, და სულ არ აქვს მნიშვნელობა როგორია ბანკეტი, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ სტუმრებს ისიც კი არ ემახსოვრებათ კონკრეტულად თუ რა მიირთვეს თქვენს სადღესასწაულო სუფრაზე, მაგრამ აი, სამახსოვრო ფოტოები კი სამუდამოდ დარჩება, თუ არ გსურთ ისეთ სასაცილო სიტუაციებში საკუთარი თავის ხილვა როგორშიც ეს ცნობილი სელებრითები აღმოჩნდნენ, მაშინ წინასწარ დაკვირვებით შეარჩიეთ როგორც თქვენი საქორწინო სამოსი, ასევე პოზები ფოტოებისთვის! თუ ფიქრობთ რომ მდიდარი და ცნობილი ადამიანების საქორწინო ცერემონიები ყოველგვარი ხარვეზების გარეშე ტარდება, ცდებით. ამ ყოველივეს დასტურად კი, წარმოგიდგენთ ვარსკვლავური ქორწილების ყველაზე უცნაურ და სასაცილო ფოტოებს, რომლებიც თქვენს ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს.





სელინ დიონი


image


1994 წელს სელინ დიონი მონრეალის ღვთისმშობლის ტაძარში ცოლად საკუთარ მენეჯერს, რენე ანჯელილის გაჰყვა. მომღერალმა გადაწყვიტა, რომ მისთვის მხოლოდ ფატა საკმარისი არ იქნებოდა და საკუთარ ქორწილში სამკილოგრამიანი საქორწინო თავსაბურავით გამოცხადდა.


image


2000 წელს წყვილმა საქორწინო ცერემონია ლას-ვეგასის ეკლესიაში კვლავ გაიმეორა, რომელიც ლეგენდარული მომღერლისთვის საგანგებოდ, მეჩეთად გადაკეთდა, რადგან სელინს სურდა "ათას ერთი ღამედან" არაბთა მეფის ცოლად ეგრძნო თავი, მაგრამ რატომღაც ის ისევ ჰელოუინის კოსტიუმში აღმოჩნდა.






პიტერ ანდრე



image


პიტერ ანდრე 2005 წლის ამ ფოტოსესიის დროს აშკარა უხერხულობას განიცდიდა, რაც ან საცოლის კაბის მოცულობით იყო გამოწვეული, რომლის წყალობითაც ის საკუთარ რჩეულს ახლოსაც კი ვერ ეკარებოდა, ანდაც მას შეყვარებულის ტიარის გამო რცხვენოდა. გამორიცხული არ არის, რომ მას საერთოდ არ ესმოდა, ორთვიანი ურთიერთობის შემდეგ ამ ქორწინებას როგორ დათანხმდა.






კეილი კუოკო


image


მიუხედავად იმისა, რომ კეილი კუოკო რაიან სვიტინგს დიდი ხნის წინ დაშორდა, მსახიობის თაყვანისმცემლებს მაინც მოსვენებას არ აძლევს ის ფაქტი თუ რას აკეთებს ჩოგბურთელი ამ 2013 წლის ფოტოზე. შესაძლოა პატარძლისთვის მას საქორწინო წვივსაკრავის მოხსნა სურდა, მაგრამ ვერ იპოვა და ამის გამო განაწყენდა?






კიმ კარდაშიანი



image


სავარაუდოდ, კიმ კარდაშიანი კრის ჰამფრისთან გადაღებული ამ ფოტოს გამო აშკარად უხერხულობას განიცდის, რადგან რეალითი- შოუს ვარსკვლავის მზერა მხოლოდ ერთ რამეზე მიანიშნებს: "დიახ, მე ის როგორც იქნა დავიქორწინე!". სამწუხაროა, რომ კიმი და კრისი ამ მხიარული წვეულებიდან ერთმანეთს მხოლოდ 72 დღის შემდეგ დაშორდნენ.






კრისტინა აგილერა


image


როგორც ჩანს, კრისტინა აგილერა ერთ-ერთია იმ პატარძლებს შორის, ვისთვისაც კადრში ეფექტურად გამოჩენა პრინციპულად მნიშვნელოვანია, ამიტომაც მომღერალი თავის რჩეულ ჯორდან ბრეტმანს ყურადღებას საერთოდ არ აქცევს, რომელიც მისი კაბის კალთებში გახვეული მის კოცნას ამოდ ლამობს.







ვიქტორია და დევიდ ბექჰემები



image


ვიქტორია ბექჰემის მზერაში ცხადად იკითხება: "რითი ვფიქრობდი, როცა ჩვეულებრივი თაიგულის ნაცვლად ამ იკებანას ვარჩევდი?!"






ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი



image


სამეფო ოჯახი 2011 წლის ამ ფოტოს ინტერნეტსივრციდან გაქრობაზე ალბათ ყველაზე მეტად ოცნებობს. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რა დაუვარდა ქეით მიდლტონს ასეთი ძვირფასი ბუკინგემის სასახლის აივანზე, რომ მან საკუთარ თავს ათასობით ადამიანის წინაშე დაჯდომის უფლება მისცა და რატომ არ შეეცადა საცოლის დახმარებას პრინცი უილიამი.






ოზი ოსბორნი


image


სოციალური ქსელის მომხმარებლები დღემდე კამათობენ თუ ვინ გააფუჭა 1982 წელს გადაღებული ეს ფოტო. ეს ან შერონი გახლავთ, რომელმაც თვალები ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში დახუჭა, ან ოზი ოსბორნი, რომელმაც სტილისტთან დროულად ვიზიტი ვერ მოახერხა.






შერილ კოული


image


შერილ კოულმა არა მხოლოდ თავისი გარეგნობით, არამედ მარცხენა ხელის საშუალებითაც ფეხბურთელ ეშლი კოულის თაყვანისმცემელ გოგონებს თვალნათლივ უჩვენა რომ სპორტსმენი ახლა უკვე მხოლოდ მას ეკუთვნოდა. სავარაუდოდ, სწორედ ამას უკავშირდება პატარძლის ზოგიერთი მეგობრის სახეზე ნაძალადევი ღიმილიც.






მელ ბი და ჯიმი გულზარი


image


არა, ეს 1920-იანი წლების სტილში "Spice Girls"-ის ვიდეო კლიპის გადაღება ნამდვილად არ გახლავთ, ეს არის ფოტო მელანი ბისა და ჯიმი გულზარის ქორწილიდან, რომელიც აშკარად უკმაყოფილოა იმით რომ პატარძალს მის ნაცვლად ემა ბანტონი ეხუტება.



0
1746
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1746