x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
რუსეთმა გარდაცვლილ ჯონ მაკკეინს რუსეთში ჩასვლა აუკრძალა
image

რუსეთის „შავ სიაში“ შედის აშშ-ის სულ მცირე ხუთი გარდაცვლილი მოქალაქე, რომლებსაც რუსეთში შესვლა სამუდამოდ აქვს აკრძალული. ამას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სია ადასტურებს.


აღსანიშნავია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ იცის მათი დაღუპვის შესახებ, მაგრამ საჭიროდ მიიჩნევს სანქციების რეჟიმის შენარჩუნებას. სანქცირებულ 963 ამერიკელს შორის ხუთი ადამიანია მონიშნული „გარდაცვლილი“, ხოლო მათი გვარის გასწვრიბ გარდაცვალების თარიღიც კი არის მითითებული.


რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ მათ მიმართ მოქმედებს „რუსეთში შესვლის სამუდამოდ აკრძალვა".



კერძოდ, რუსეთში ვიზიტი ეკრძალება ყოფილ სენატორ ჯონ მაკკეინს (გარდაიცვალა 2018 წელს), ყოფილ კონგრესმენ ელსი ჰესტინგსს (გარდაიცვალა 2021 წელს), CIA-ს დირექტორის ყოფილ პირველ მოადგილეს მელისი დრისკოს, ყოფილ მოსამართლე სტივენ ო'ნილს, ყოფილ ამერიკელ სამხედროს ჯერემი სივიტსს რომელიც ამ წლის დასაწყისში გარდაიცვალა.


როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ რუსეთში შესვლა სამუდამოდ აეკრძალათ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის და მისი ვაჟ ჰანტერს, ცნობილი მსახიობი მორგან ფრიმანს და "ფეისბუქის" შემქმნელ მარკ ცუკერბერგს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის „საპასუხო ზომები ანტირუსული სანქციების წინააღმდეგ, რომელსაც მუდმივად აწესებს შეერთებული შტატები“.


გასულ თვეში რუსეთმა "შავ სიაში" შეიყვანა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და დიდი ბრიტანეთის მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები.


მათი ცნობით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტის წევრებს და რიგ პოლიტიკოსებს რუსეთში ჩასვლა აეკრძალებათ.


მოსკოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს შავ სიაში მოხვდა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლიზ ტრასი, ასევე ვიცე-პრემიერი დომინიკ რააბი, თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი და სხვები.


ნუსხაში ასევე არის დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეიც.

1
49
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
49
  
ისეთი სიხალისით ავრცელებთ ამ ინფორმაციას,გეგონება აფხაზეთს და სამაჩაბლოს ვიბრუნებთ. ჩამორჩენილობაზე აკეთებთ აქცენტს და ეგრეც არის,მარა არაფერს წყვეტს ეგ ამბავი. გერმანული წარმოშეობის ტომებიც ჩამორჩენილები იყვნენ,მარა მსოფლიოს ისტორიის ერთერთი უძილიერესი იპერია გაიგდეს ფეხებ ქვეშ,შეუშალა ხელი ჩამორჩენილობამ? ისე შეუშლის ხელს რუსეთს ხელს რაიმე დასცეს ამერიკული ბანაკი. საუკუნეების მანძილზე რუსეთთან პაექრობდე და მაინც შეცდომას უშვებდე,არც მეორე მხარის სიჭკვიანეზე მეტყველებს. ასე რუსეთი გაიძულებს,რომ იფიქრო მასზე,აზრზე არ არიან არაფრის და უპირატესობა გაქვს,ხოდა სოწრედ ასეთ დროს იმარჯვებს რუსი. ჯონ მაქკეინი რო გარდაცვილია პაპუა ახალ გვინეაზე გაიგეს კაციჭამიებმა და რუსეთის მთავრობას არ აქვს ამაზე ინფორმაცია ხო? მესმის,რომ დიდი სურვილია ქვეყანაში და ბევრს სჯერა,მარა არაა ეგრე.
0 1 1