x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ალინა კაბაევას ყოფილ საქმროზე, შალვა მუსელიანზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული
image

საქმეზე დანარჩენი ბრალდებულები და მუსელიანის თანამზრახველები დაკავებული არიან და წინასწარი დაკავების საკანში იმყოფებიან.


ახალი გარემოებები გამოიკვეთა რუსეთის ეროვნული გვარდიდან 262 მილიონი რუბლის მოპარვის შესახებ, რომელიც თითქოსდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების უზრუნველყოფისთვის იყო გათვალისწინებული.


რეზონანსული შემთხვევა 2018-2019 წლებში მოხდა.



როგორც გამოძიებამ დაადგინა, ხუთმა მაღალჩინოსანმა, ხელშეკრულებით გათვალსიწინებული თანხის 10%-ის ანაზღაურების სანაცვლოდ, რუსეთის გვარდიისთვის შეიძინა უხარისხო, ჩამოფასებული თოვლმავლები, ყველგანმავლები და კატერები რა დროსაც ამ ტექნიკის შესყიდვაზე აშკარად გაბერილი ფასები იყო მითითებული.


ექსპლუატაციის მცდელობის შედეგად ტექნიკის კორპუსები გაიბზარა, რის გამოც მათი შემდგომი გამოყენება შეუძლებელი გახდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ თაღლითობის ორგანიზატორი წარმოშობით ქუთაისელი, პოლკოვნიკი შალვა მუსელიანი იყო, რომელიც იმ დროს ეკავა როსგვარდიის არასაუწყებო დაცვის განყოფილების ანალიზისა და ღონისძიებების შემუშავების განყოფილების უფროსის თანამდებობა.


შალვა მუსელიანიზე ამჟამად საერთაშორისო ძებნაშაა გამოცხადბეული, ხოლო დანარჩენი ბრალდებულები დაკავებული არიან და წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.


მუსელიანის შესახებ ცნობილია, რომ ის რუსეთის ყველაზე ცნობილი ტანმოვარჯიშეს, ალინა კაბაევას ყოფილი საქმროა. თუმცა, რამდენიმე წლის ურთიერთობის შემდეგ, მილიციონერი და მსოფლიო დონის ტანმოვარჯიშე 2004 წელს მაინც დაშორდა ერთმანეთს, მიუხედავად შალვას ხმამაღალი განცხადებებისა მომავალი ქორწინების შესახებ.

image


წყვილის დაშორების სავარაუდო მიზეზი გახდა შალვას ღალატი მსახიობ ანა გორშკოვასთან.


მუსელიანმა ეროვნული გვარდია 2019 წელს დატოვა, რის შემდეგაც უძრავი ქონების გაქირავება დაიწყო.


რაც შეეხება ალინა კაბაევას, 2008 წლიდან ვრცელდება ჭორები მის და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ურთიერთობის შესახებ, რომელიც დღემდე გრძელდება, მეტიც ცოტა ხნის წინ რუსულმა საინფორმაციო გამოცემა General SVR Telegram-მა დაზვერვის ოფიცერზე დაყრდნობით გავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს კაბაევა ისევ ორსულად არის.


მასში ნათქვამია: ”პუტინმა გაარკვია, რომ მისი საყვარელი კვლავ ორსულად არის - და, როგორც ჩანს, ეს არ იყო დაგეგმილი".


მაისის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა პუტინის ყოფილ მეუღლეს ლუდმილა პუტინას, პრეზიდენტის ნათესავებს, ალინა კაბაევას და მის ბებიას.

0
306
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0