x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"ვერ დავმალავ, ძალიან მიხარია" - რას ამბობს გიორგი გაბუნია?

image

გიორგი გაბუნია აშშ-ის საელჩოს მიერ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძე პროგრამიდან ამორიცხვას ეხმაურება.


"მე თუ მკითხავთ, მსგავსი მოსამართლეები ერთი ტრენინგიდან კი არა, მსგავსი პროგრამებიდან სამუდამოდ უნდა ამოიღონ. როდესაც ასეთი გრძელი ისტორია გაქვს პოლიტიკური გადაწყვეტილებების, როგორიც ჩხიკვაძეს: გვარამიას საქმე, უგულავას საქმე, ოქრუაშვილის საქმე, ახალაიას საქმე - ეს ხომ შემთხვევითი არ არის. ასეთ ადამიანებს საერთოდ არ უნდა მიეცეთ ამერიკის და დასავლეთის ფულით დაფინანსებულ პროგრამებში მონაწილეობის უფლება და მე თუ მკითხავთ, ამ ქვეყნებში საერთოდ შესვლის უფლებაც უნდა აეკრძალოს. ეს რაც მოხდა ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით, ჩვენ დასაბუთებულად არ ვიცით, მაგრამ შემთხვევითი არ არის. თუ ეს სიმართლეა და სწორედ ამ მიზეზით მოხსნა საელჩომ ის პროგრამიდან, ეს გარკვეულწილად სანქციაა, რასაც ჩვენ ვითხოვდით კიდევაც. მიხარია, რომ ასეთი პრაქტიკული ნაბიჯით გაუშვა სიგნალი მოსამართლეებისა და ქართული ოცნებისადმი. ვისურვებდი, ნამდვილი სანქციებიც დაედოთ ასეთ მოსამართლეებს, რადგან იმსახურებენ", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.


"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩომ ამორიცხა პროგრამიდან, რომლის ფარგლებშიც ის ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღეში მიემგზავრებოდა.

1
299
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
299
  
2022, 3 ივნისი, 19:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1