x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კორტნი კარდაშიანმა და ტრევის ბარკერმა სასიყვარულო შოუ მოაწყვეს
image

კორტნი კარდაშიანმა და მისმა მეუღლემ ტრევის ბარკერმა სასიყვარულო შოუ მოაწყვეს პარასკევს, იტალიაში, პორტოფინოში, რესტორან Puny-ში საქორწილო ვახშმის წინ.


Blink-182-ის 46 წლის დრამერი ვნებიანად ულოკაბვადა შუბლს რეალითი შოუს 43 წლის ვარსკვლავს, შემდეგ კი უკნიდან მოეხვია ნაზად აკოცა.

image


შეყვარებულები ამჟამად იმყოფებიან იტალიაში და ემზადებიან საქორწილო ღონისძიებისთვის, რომელიც ამ შაბათ-კვირას არის დაგეგმილი, მას შემდეგ რაც ისინი გასულ კვირას კანონიერად დაქორწინდნენ სანტა ბარბარას სასამართლოს შენობაში.


კორტნი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, მან გამჭვირვალე წითელ კაბაში გამოწყობილმა გამოამზეურა თავის უზადო ფიგურა, რომელსაც მან შეუხამა ამავე ფერის ბეწვის მოსასხამი და ქუსლიანი ფეხსაცმელი.

image

შავთმიან ლამაზმანს ელეგანტურად დამაგრებულ თმის წნულზე რამდენიმე ღერი სახეზე ჰქონდა ჩამოშლილი.


კორტნის ხელში შამპანურის ბოკალი ეჭირა ირგვლივ ღიმილს აფრქვევდა. შავ კოსტუმში გამოწყობილ ტრევისს კი ტატუების გადავსებულ მელნისფერი კანს უზარმაზარი ვერცხლის ჯაჭვი და შავი სათვალე ავსებდა.

image

imageimage

მათ ვახშამს შეუერთდნენ კორტნის დები: კიმი 41 წლის, ხლოი- 37-ის კენდალი- 26 -ის და კაილი-24-ის, ასევე დედამისი, 66 წლის კრის ჯენერი, .

image

კორტნიმ ასევე ჩამოიყვანა თავისი შვილები მეისონი- 12 წლის, პენელოპა-9-ის და რაინი-7-ის რომლებსაც ის თავის ყოფილ პარტნიორისგან, 38 წლის სკოტ დისიკისგან ჰყავს, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებაზე არ იყო მიწვეული.

image

ამ განსაკუთრებული ზეიმისთვის ტრევისმაც ჩამოიყვანა თავისი შვილები, ვაჟი ლენდონი- 18 წლის და ქალიშვილი ალაბამა, 16 წლის.

image

წყარომ, რომელმაც გამოცემა People-ს ესაუბრა თქვა : ” შეგიძლიათ იგრძნოთ მთელი სიყვარული. ყველა ძალიან ხალისით აღნიშნავს კორტნისა და ტრევისის დაქორწინებას."


image

რაც შეეხება გემრიელ ვახშამს, წყარომ დაამატა: „მათ აქვთ სპეციალური მენიუ იტალიური ღვინით, კერძოდ მომზადებული trofie al pesto, ზღვის ქორჭილა და ყავის პარფეი. მენიუ გულის ფორმისაა."

0
245
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
245
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0