x
აბორტი,მართვა და გართულებები
სპონტანურად ან ხელოვნურად გესტაციის 22 კვირის ვადამდე ორსულობის შეწყვეტას - აბორტი ეწოდება. ლათინურად aboriri - გამოძევებას ნიშნავს.მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებით - სპონტანური აბორტი გულისხმობს 500 გრ - მდე ემბრიონის ან ნაყოფის გამოძევებას საშვილოსნოდან.ძველ საქართველოში მუცლის მოშლა მკაცრად ისჯებოდა. ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულის თანახმად (ბერძნული სამართლის ქართული ვერსია, მუხლი 76, 77) ქალს, რომელიც რაიმე წამლით მუცელში შვილს მოიკლავდა, სასჯელად დროებითი ექსორია ენიშნებოდა, ქმარი მას მაშინვე უნდა გაშორებოდა. მუცლის მოსაშლელი წამლის მიმცემს, თუ იგი ღარიბი იყო მეფისგან შეპყრობა, ცემა და გამაწბილებელი სასჯელი (გაკრეჭა, ვირზე შესმა და სხვა) მოელოდა, ხოლო თუ მდიდარი — დარბევა და გაძევება. თუ წამლის მიღების შემდეგ ქალი მოკვდებოდა, დამნაშავეს თავს მოჰკვეთდნენ.ხელოვნური აბორტი უარყოფითად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე, მის ფსიქიკაზე, ნერვულ სისტემაზე, ხშირად იწვევს გართულებას, სასქესო ორგანოების ანთებას, ჰორმონული ფუნქციისა და მენსტრუალური ციკლის მოშლას, ნაადრევ სიბერესა და უშვილობას (ქალის უშვილობის ყველა მიზეზის 30%). განსაკუთრებით მავნეა აბორტი პირველი ორსულობის დროს; სპონტანური აბორტი ვითარდება ქალის ორგანიზმზე ან ნაყოფზე უშუალო ზემოქმედების გარეშე;თვითნებითი აბორტი კლინიკურად დადასტურებული ორსულობების 8-20 % შემთხვევაში გვხვდება;თუ ქალს ჰყავს შვილი, თვითნებითი აბორტის განვითარების ალბათობა 5 % შეადგენსსპონტანური აბორტის 80 % გესტაციის 12 კვირამდე ხდება.image

ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა 12 კვირაზე მეტი ვადის ორსულობისას შესაძლებელია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების საფუძველზე, რომელიც განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.სამედიცინო ჩვენებების შემთხვევაში, 12 კვირაზე მეტი ვადის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის საკითხი განიხილება კომისიურად, პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომით. კომისია იქმნება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით, რომლის შემადგენლობაში ამავე დაწესებულების მთავარი ექიმისა (კლინიკური დირექტორი ან მენეჯერი) და იურისტის გარდა, აუცილებელი წესით მონაწილეობს 2 მეან-გინეკოლოგი და ექიმისპეციალისტი (რომლის კომპეტენციასაც განეკუთვნება ორსულის ავადმყოფობა). კომისიის სხდომა ფორმდება ოქმის სახით.image

ფარმაკოლოგიური პრეპარატებით ორსულობიის ტერმინაციას - მედიკამენტოზური, ანუ „არა-ქირურგიული აბორტი“ ჰქვია.ოსმოტური დილატატორები - სინთეზური ან წყალმცენარეებისგან (ლამინარია) მიღებული მოკლე, წვრილი ჩხირები საშვილოსნოს ყელში მოთავსებისას ტენიანდება, ჯირჯვდება და იწვევს საშვილოსნოს ყელის შიდა პირის გრადუალურ გაფართოვებას.ქირურგიულ მეთოდებს მიეკუთვნება ტრანსცერვიკალური მიდგომით საშვილოსნოს ყელის დილატაცია, კიურეtაჟი და ვაკუუმასპირაცია.imageარსებობს აბორტის რამდენიმე სახე:

მოსალოდნელი, გარდაუვალი, არასრული/სრული და არშემდგარი აბორტი.


ახლა მინდა გესაუბროთ სპონტანური აბორტის განვითარების სტადიებზე: მოსალოდნელი აბორტი იწყება სუსტი შეტევითი ხასიათის ტკივილით მუცლის ქვემო ნაწილში და მცირეოდენი სისხლიანი გამონადენით;დაწყებითი აბორტის დროს ტკივილი და სისხლდენა მატულობს ორივე შემთხვევაში ავადმყოფს ესაჭიროება წოლითი რეჟიმი, სრული სიმშვიდე, ჰორმონოთერაპია, ვიტამინებით მკურნალობა. დროული მკურნალობით ზოგჯერ შესაძლებელი ხდება ორსულობის შენარჩუნება. თუ მიღებული ზომების მიუხედავად სისხლდენა და ტკივილი ძლიერდება და იწყება საშვილოსნოდან სანაყოფო კვერცხის ნაწილების გამოყოფა (არასრული აბორტი), აუცილებელია საშვილოსნოს ღრუში დიაგნოსტირებული ნარჩენების გამოტუმბვა/გამოფხეკა.დასრულებული აბორტის დროს სანაყოფო კვერცხი თავისთავად მთლიანად გამოიყოფა საშვილოსნოდან, სისხლდენა წყდება და საშვილოსნო იკუმშება.მრავალჯერ განმეორებულ სპანტანურ აბორტს ჩვეული აბორტი ეწოდება.ჩვეული აბორტისას აუცილებელია: აბორტული მასალის გენეტიკური კვლევა, ორივე პარტნიორის კარიოტიპირება - ციტოგენეტიკური კვლევა, ქალის ჰორმონალური პროფილის და საშვილოსნოს მდგომარეობის განსაზღვრა და გენეტიკური და შეძენილი თრობოფილიის გამორიცხვა - ანტიკარდიოლიპინური ანტისხეულების და მგლურას ანტიკოაგულანტის განსაზღვრა დედის სისხლში.

imageქორიონალური გონადოტროპინის როლი ორსულობის პროგნოზირებაში: ორსულობის პირველ ტრიმესტრში ქორიონალური გონადოტროპინი - HCG -ნორმალურად განვითარებადი ორსულობის დროს ყოველ 48 სთ-ში ორმაგდება; HCG>1 500 IU/L -შესაძლებელია ექტოპიური ორსულობის იდენტიფიცირება ტრანსვაგინალურ ულტრაბგერითი სკანირებისას; HCG <1 000 IU/L - პლატო - შესაძლოა როგორც გაურკვევლი ლოკალიზაციის ორსულობის ასევე შეწყვეტილი საშვილოსნოს შიდა ორსულობის დროს.

სპონტანურ აბორტზე საუბრის დროს აუციელებელია ვიცოდეთ რისკ-ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია მის განვითარებასთან.ესენია: გვიანი რეპროდუქციული ასაკი, წინა თვითნებითი აბორტი, მედიკამენტების და ნივთიერებების მავნე ზეგავლენა (თამბაქოს და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება), ქალის ასაკის მატებასთან ერთად იზრდება თვითნებითი აბორტის ალბათობა: 30 წელი - 9-17%, 35 წელი - 20 %, 40 წელი - 40 %, 45 წელი - 80 %.რაც შეეხება ეტიოლოგიურ ფაქტორებს: გენეტიკური ფაქტორები, ტრისომიები (ედვარდსი, დაუნი, პატაუ), მონოსომიები (X -ქრომოსომის - შერშევსკი-ტერნერის სინდრომი), ტრიპლოიდია და ტეტრაპლოიდია, ტრანსლოკაციები. imageგარდა ამისა, აბორტის ეტიოლოგიურ ფაქტორებზე საუბარის დროს მნიშვნელოვანია განვიხილოთ ენდოკრინოლოგიური დარღვევებიც, რრომლებსაც საკმად დიდი როლი უკავიათ მის გამოწვევაში. ესენია: იმუნოლოგიური ფაქტორები(აუტოიმუნური დაავადებები), თანდაყოლილი თრომბოფილია, შეძენილი თრომბოფილია, HLA -სისტემაში შეუთავსებლობა, ტოქსიური და მავნე აგნტების ზემოქმედებით განპირობებული(ნიკოტინი, ტყვია, დარიშხანი, ბენზოლი, ფორმალდეჰიდი, პესტიციდები, ვერცხლისწყალი, კადმიუმი), ფსიქოეომციური დარღვევები.

imageაბორტის გაკეთებამდე აუციელებელია შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება, რომ ყველაფერმა კარგად და გართულებების გარეშე ჩაიაროს. ამ გამოკვლევების სიაში შედის- ფიზიკალური გამოკვლევა (ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, მენსტრუალური ციკლის შეფასება, ორსულობის ვადის განსაზღვრა), მცირე მენჯის ღრუს გამოკვლევა (ბიმანუალური და სარკეებით გასინჯვა), ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა (ორსულობის დადასტურებისა და გესტაციური ვადის განსაზღვრის მიზნით), ჰემოგლობინის ან ჰემატოკრიტის განსაზღვრა (ანემიის ნიშნების არსებობისას).

მოსახლეობა ხშირად მიმართავს მედიკამენტოზურ-არაქირურგიულ აბორტს. ისევე, როგორც ნებისმიერ მანიპულაციასა და ქმედებას, მასაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები და ასევე გააჩნია კონკრეტული სახის ეფექტურობა.ხელოვნური აბორტის ეფექტურობა კი შემდგომში მდგომარეობს: მედიკამენტური აბორტის შემდეგ ქირურგიული (ვაკუუმასპირაცია) ჩარევა შეიძლება საჭირო გახდეს 2-8 %. ქალი მზად უნდა იყოს მედიკამენტური აბორტის წარუმატებლობის შემთხვევაში ქირურგიული ჩარევისათვის.დილატაცია და კიურეტაჟი (D&C) კეთდება მხოლოდ მაშინ, როცა არ არის ვაკუუმასპირაციის ან მედიკამენტური აბორტის ჩატარების შესაძლებლობა. ვაკუუმ-ასპირაციით D&C-ის ჩანაცვლება აუმჯობესებს პროცედურის უსაფრთხოებასა და მომსახურების ხარისხს, ვინაიდან D&C ნაკლებად უსაფრთხოა, უფრო მეტად მტკივნეულია ქალისათვის და დაკავშირებულია გართულებათა 2-3-ჯერ უფრო მაღალ მაჩვენებლებთან;imageმედიკამნეტოზური აბორტი გულისხმობს:მქირურგიული მანიპულციის თავიდან არიდებას, ახდენს აბორტის პროცესის იმიტაციას, კონროლირდება ქალის მიერ, ტარდება სახლის პირობებში და არ მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას, დრო სჭირდება აბორტის დასრულებისთვის (საათებიდან რამოდენიმე დღემდე), დრო შეიძლება იყოს არაპროგნოზირებადი, ქალებს აქვთ სისხლდენა და შეკუმშვითი ხასაითის ტიკივილი მუცლის არეში, პოტენციურად სხვა გვერდითი მოვლენებიდან ხშირია გულისრევა, ღებინება, შეიძლება საჭირო გახდეს უფრო მეტჯერ კლინიკაში ვიზიტი, ვიდრე ვაკუუმასპირაციისას.მედიკამანტოზური აბორტი შეიძლება აღმოჩნდეს პრიორიტეტული კიურეტაჟათან შედარებით, მაშინ როცა: ძლიერ ჭარბი წონის მქონე ქალებისთვის, საშვილოსნოს განვითარების ანომალიების და ლეიომიომების არსებობისას, საშვილოსნოს ყელზე წარსულში გადატანილი ქირურგიული ჩარევების შემთხვევაში, თუ ქალს სურს თავიდან აიცილოს ქირურგიული ჩარევა და მაშინ, თუ მენჯის გამოკვლევა არ არის შესაძლებელი ან არასასურველია.თუმცა, არსებობს გარკვეული შემთხვევები, როდესაც უკუნაჩვენებია მედიკამენტოზური აბორტის ჩატარება:
აბსოლიტური უკუჩვენებები: უკვე დადასტურებული ალერგიული რეაქცია ერთ – ერთ პრეპარატზე (მიფეპრისტონი/ მიზოპროსტოლი), თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობა, დადასტურებული ან საეჭვო ექტოპიური (საშვილოსნოსგარე) ორსულობა.
საჭიროა სიფრთხილე შემდეგი კლინიკური შემთხვევებისას:
კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი თერაპია (მათ შორის მწვავე არაკონტროლირებადი ასთმა), ჰემორაგიული დარღვევები, მძიმე ანემია, წარსულში არსებული გულის დაავადება ან გულსისხლძარღვთა დაავედებების არსებობის მაღალი ალბათობა და ღრუში არსებული საშვილოსნოს შიდა სპირალი (მედიკამენტოზური აბორტის დაწყებამდე აუცილებელია სპირალის ამოღება).imageარსებობს ფაქტორები, რომლებიც არ წარმოადგენს მედიკამენტური აბორტის უკუჩვენებას, მაგრამ გათვალისწინებული უნდა იქნას მის გამოყენებამდე, ესენია:ძუძუთი კვება არ წარმოადგენს მედიკამენტური აბორტის უკუჩვენებას, ამიტომ ის შეიძლება შეუწყვეტლად გაგრძელდეს. მიუხედავად იმისა, რომ მცირე რაოდენობით მიფეპრისტონი და მიზოპროსტოლი შეიძლება გადავიდეს დედის რძეში, გვერდითი კლინიკური ეფექტი ახალშობილებში აღწერილი არ არის. ძუძუთი კვების დაწყება რეკომენდირებულია მიზოპროსტოლის მიღებიდან 4 საათის შემდეგ.საშვილოსნოს განვითარების პათოლოგიები არ წარმოადგენს მედიკამენტური აბორტის უკუჩვენებას. რიგ შემთხვევებში (მაგ. ორრქიანი საშვილოსნო), ქირურგიული ჩარევა რთულია და მედიკამენტური აბორტი წარმოადგენს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის ოპტიმალურ მეთოდს. · ტყუპი ნაყოფით ორსულობა არ არის მედიკამენტური აბორტის უკუჩვენება.ნაწიბური საშვილოსნოზე არ წარმოადგენს მედიკამენტური აბორტის უკუჩვენებას. ამასთან, გართულებების რისკი ქირურგიული ჩარევისას გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე მედიკამენტური აბორტის დროს. თუმცა, მეორე ტრიმესტრის აბორტის დროს ძალიან მცირე პროცენტში შესაძლებელია განვითარდეს საშვილოსნოს გახევა, რომლის რისკები წინასწარ უნდა შეაფასოს ექიმმა.

imageაბორტზე საუბარის დროს, აუცილებლად უნდა განვიხილოთ ქირურგიული აბორტიც.ქირურგიული აბორტის დროს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა ხდება ქირურგიული ჩარევის გზით.ვაკუუმ-ასპირაცია არის ქირურგიული აბორტის მეთოდი, რომლის დროს საშვილოსნოს ღრუს შიგთავსის ევაკუაცია ხდება პლასტიკური ან მეტალის ასპირაციული კანულით, რომელიც დაკავშირებულია ვაკუუმის წყაროსთან; არსებობს ვაკუუმ-ასპირაციის ელექტრო და მანუალური მეთოდები:მანუალური ვაკუუმ ასპირაციის (MVA) დროს ვაკუუმი იქმნება ხელით მოქმედებაში მოყვანილი პლასტიკური ასპირატორით ან შპრიცით, რომლის მოცულობა არის 60 მლ. არსებული ასპირატორები გათვლილია სხვადასხვა ზომის (4-12 მმ დიამეტრის) კანულის გამოყენებაზე3 ; ·ელექტრო ვაკუუმ-ასპირაციის (EVA) დროს გამოიყენება ელექტრო ვაკუუმის ტუმბო/ელექტრო შემწოვი, რომელიც გათვლილია სხვადასხვა ზომის პლასტიკურ კანულაზე, 12-16 მმ დიამეტრის დიაპაზონით.დილატაცია და კიურეტაჟი (D&C) არის მექანიკური გამაფართოებლების ან ფარმაკოლოგიური საშუალებებით საშვილოსნოს ყელის გაფართოებისა და ბასრი მეტალის კიურეტის გამოყენებით საშვილოსნოს კედლების გამოფხეკის პროცედურა.imageქირურგიული კიურეტაჟის ჩვენებებია: პაციენტის სურვილი, მეტრორაგია, ჰემოდინამიური არასტაბილურობა, საშვილოსნოში აბორტის შემდგომი ნარჩენების არსებობა. ეჭვი გესტაციურ ტროფობლასტურ დაავადებაზე.დაუსრულებელი აბორტისას ვაკუუმასპირაციის უპირატესობა ქირურგიულ გამოფხეკვასთან შედარებით:პროცედურის ჩატარებისათვის დროის ნაკლები ხანგრძლივობა, ნაკლები ტკივილი, სისხლის ნაკლები დანაკარგი.ქირურგიულ კიურეტაჟს შემდგომში შესაძლოა გარრკვეული სახის გართულებები მოჰყვეს. ეს გართულებები შეიძლება იყოს: პერფორაცია, ჰემორაგია, საშვილოსნოს შიდა ადჰეზიის (აშერმანის სინდრომის) განვითარება, ინტრა-აბდომინალური ტრავმირება.image

სწრაფი პროცედურაა, სრული აბორტი მარტივად გადამოწმებადია, გამოძევებული მასალის შეფასებით, ტარდება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში, შესაძლებელია პროცედურის დასრულებისთანავე - საშვილოსნოს შიდა სპირალის მოთავსება კონტრაცეფციის მიზნით, მოითხოვს ქირურგიული ინსტრუმენტების და აპარატურის გამოყენებას, საშვილოსნოს ან საშვილოსნოს ყელის ტრავმირების რისკი მიზერულია, აბორტის დრო კონტროლირებადია.

ვაკუუმასპირაცია სასურველია ჩატარდეს შემდეგ სიტუაციებში: მედიკამენტოზური აბორტის უკუჩვენებისას და თუ აბორტის ჩატარების დრო ლიმიტირებულია.


0
26
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ობგაიძე
სალომე ობგაიძე
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0