x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ქრთამი, მეძავები და სახელმწიფო საიდუმლოების გაყიდვა: აშშ-ს საზღვაო ძალებში კორუფციული სკანდალი გრძელდება
image

აშშ-ში საზღვაო ძალების ოფიცრები როკ ვარსკვლავებივით ცხოვრობდნენ.


სტივენ შედმა, აშშ-ის მეშვიდე ფლოტილის უფროსმა ოფიცერმა, რომელიც ბაზირებდა ოკინავაში(იაპონია), აღიარა, რომ კონტრაქტორ ლეონარდ გლენისგან 250, 000 დოლარის ნაღდი ფული და მეძავები მიიღო საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის სანაცვლოდ.


სტივენ შედი არის მესამე ოფიცერი, რომელიც ბრალდებულია კორუფციაში და აღიარა დანაშაული. დიდი ალბათობით ის არ იქნება უკანასკნელი.




მალაიზელი ლეონარდ ფრენსის გლენი, (მთავარ ფოტოზე მარცხნივ)მეტსახელად "მსუქანი ლეონარდი"(Fat Leonard), ორი მეტრის სიმაღლის და 130 კილოგრამი წონის, ხელმძღვანელობდა აზიურ თავდაცვის კომპანიას და მეშვიდე ფლოტის ოფიცრების დახმარებით, აშშ-ს სამხედრო უწეყებიდან მოხერხა დაახლოებით 35 მილიონი აშშ დოლარის თაღლითური გზით მითვისება.



პატივი უნდა მივაგოთ გლენს - გულუხვად უზიარებდა ფლოტის მაღალჩინოსნებს ქრთამს სამხედრო საიდუმლოების სანაცვლოდ, ქირაობდა ოთახებს მსოფლიოს ყველაზე მდიდრულ სასტუმროებში, აწყობდა გრანდიოზულ სექს-წვეულებებს ელიტარული მეძავების თანხლებით . თავად "მსუქანი ლეონარდის" თქმით, საზღვაო ოფიცრები, რომლებთანაც ის თანამშრომლობდა, „როკ-ვარსკვლავებივით“ ცხოვრობდნენ.


image

გლენმა ისაუბრა აღვირახსნილ ორგიაზე, რომელიც მან მეძავებთან ერთად გამართა ხუთვარსკვლავიან სასტუმროში: ფილიპინების დედაქალაქ მანილაში : ოფიცრების გასახარად მან იქირავა 4000$-იანი ნომერი ოთახი ღამეში, რომელშიც მეორე მსოფლიო ომის დროს ცხოვრობდა და მუშაობდა ამერიკელი გენერალი დუგლას მაკარტური.


აპარტამენტში რომელიც სათუთად ასახავდა გენერლის დროინდელ სამახსოვრო ნივთებს, რომელსაც, "მსუქანი ლეონარდის" თქმით, ოფიცრები სიამოვნებით იყენებდნენ სიყვარულის ქურუმებთან გართობისთვის.

imageფოტოზე: დუგლას მაკარტური თავის ცნობილი ჩიბუხით



აშშ-ს საზღვაო ძალებთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალი აშშ-ს საზღვაო ძალების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილად ითვლება:


ამ საქმეში ცხრა მაღალი რანგის ოფიცერია გარეული, რომელთაგან ნაწილმა უკვე აღიარა დანაშაული. გლენი 2013 წელს დააკავეს, ოფიცრები კი რამდენიმე წლის შემდეგ. მთლიანად დაკავებულია 31 სამხედრო.


თავად "მსუქანი ლეონარდი", რომელსაც ახლახან თირკმლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, თქვა, რომ არავისზე ხელის დაფარებას არა აპირებს.


-მე ვადგენდი საჩუქრების სიას, მეძავების მოყვარულთა სიას, იმათ სიას, ვინც ფულს იღებდა. ყველაფერი ეს გავითვალისწინე.-განაცხადა "მსუქანმა ლეონარდმა".


image

ასევე დაგაინტერესებთ

ჯარიდან გაქცეული ჩრდილოეთ კორეელი ქალის სულისშემძვრელი ისტორია ნათლად ავლენს იმ ტკივილს, რომელსაც განიცდიან ქალები კიმ ჩენ ინის არმიაში, მათ შორის სექსუალური ძალადობა, აბორტი ანესთეზიის გარეშე და შიმშილამდე მისული რაციონი. ყოფილმა ჯარისკაცმა, რომელმაც ჯენიფერ კიმით გაგვეცნო, აღნიშნა რომ...


ესპანეთში აღმოაჩინეს ადოლფ ჰიტლერის დეპეშა, სადაც მას, როგორც ჩანს, პირველად უჩნდება ეჭვები მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შესახებ. დაბეჭდილი წერილი გაგზავნილია 1942 წლის 2 იანვარს, რამდენიმე დღით ადრე, სანამ ნაცისტები მოსკოვის მისადგომებთან საბჭოთა კავშირთან ბრძოლაში დამარცხდებოდნენ, -ომის მნიშვ...


ქალის სილამაზის დახმარებით ინფორმაციის შეგროვება და ადამიანურ სისუსტეებზე თამაში ეფექტური ტექნიკაა, რომელსაც მსოფლიოში მრავალი სადაზვერვო სამსახური იყენებს. აქ ყველაზე მძლავრ იარაღად ცნობილი თაფლის ხაფანგი ითვლება, რომელშიც ბევრი ცნობილი პიროვნება გაება. მსხვერპლნი ვერ ეწინააღმდეგებოდნენ ჯაშუშების სილამაზეს თუ მომხიბვლელობას დ...


შესაძლოა 1983 წლის 26 სექტემბერი ყოფილიყო მსოფლიო ისტორიაში არა მხოლოდ ყველაზე მძიმე თარიღი, არამედ რადიკალურად შეეცვალა სამყაროს მომავალი ცხოვრება, რომ არა საბჭოთა ოფიცრის საღი განსჯა და გაბედული გადაწყვეტილება, რამაც 38 წლის წინ მსოფლიო ბირთვული კატასტროფისგან იხსნა. 1983 წელს ცივი ომმა აშშ-ს და საბჭოთა კავშირს შორის პიკს მიაღწია, ერთი თ...


200 წლის წინ, 1821 წლის 7 აგვისტოს მოხდა ნავარინოს ხოცვაჟლეტა, რა დროსაც ბერძენი მემბოხეების მხრიდან განხორციელდა თურქული გარნიზონისა და სამოქალაქო მოსახლეობის სასტიკი ხოცვა-ჟლეტვა. ევროპულ ჟურნალისტიკაში და ლიტერატურაში ნავარინოს ხოცვა -ჟლეტის ისტორია პირველად გამოჩნდა აღწერილი მოვლენებიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, ...

0
94
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0