x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134468
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
კოვიდით დედოფლისწყაროში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
image


კოვიდგართულებით დედოფლისწყაროში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ის დედოფლისწყაროს საავადმყოფოში მკურნალობდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვაქცინირებული არც ის იყო. ამ თვეში ეს უკვე მეექვსე გარდაცვლილია.


როგორც დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე, მთავარი ეპიდემიოლოგი ლალი ალადაშვილი დედოფლისწყაროს ტელევიზიას ეუბნება, გარდაცვლილია ქალაქ დედოფლისწყაროში მცხოვრები 80 წლის ქალბატონი. ალადაშვილი ადასტურებს, რომ კოვიდსაწინააღმდეგო აცრა ჩატარებული არც მას ჰქონია.


ეს დედოფლისწყაროში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით გარდაცვალების უკვე 68-ე შემთხვევაა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ ყველა გარდაცვლილი აუცრელია და დედოფლისწყაროს მასშტაბით აცრილი პაციენტის გარდაცვალების არცერთი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.



ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სულ 62 პაციენტი გარდაიცვალა, 1 იანვრიდან დღემდე კი 6 კოვიდ გარდაცვალება დაფიქსირდა.


შეგახსენებთ, ასევე კორონავირუსული ინფექციის გართულებით, 1 თვიანი მკურნალობის შემდეგ, 46 წელის ასაკში გარდაიცვალა ხორნაბუჯის, ჰერეთისა და ნეკრესის ეპისკოპოსი დიმიტრი კაპანაძე, რომელიც ასევე არ იყო ვაქცინირებული. წმინდა სინოდის წევრი იმავდროულად ნეკრესის ეპარქიის დროებითი მმართველი იყო, რადგან მეუფე სერგი ჩეკურიშვილი 4 თვის წინ ასევე კორონავირუსმა იმსხვერპლა. მეუფე დიმიტრის დედოფლისწყაროს საკათედრო ტაძრის ეზოში 27 იანვარს დაკრძალავენ.


3 იანვარს დედოფლისწყაროს კულტურის ღვაწლმოსილი მუშაკი ნელი გობეჯიშვილი ასევე კოვიდგართულებით გარდაიცვალა, ვაქცინაცია არც მას ჰქონდა ჩატარებული.

0
125
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0