x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პაპარაცებმაც კი ძლივს იცნეს: ნახეთ, როგორ გამოიყურება წონაში მომატებული ლანა დელ რეი
image


ზოგს, კარანტინის დროს, მთელი დღეების განმავლობაში სახლში გამოკეტილსა და ტელევიზორის ყურებაში გართულს გემრიელობების მირთმევისგან თავის შეკავება საკმაოდ გაუჭირდა, შესაბამისად, იდეალური ფორმებიც დაკარგა და დეპრესიასაც მიეცა, ზოგმა კი პირიქით, ლოქდაუნის პერიოდი საკუთარ თავსა და სხეულზე სამუშაოდ ეფექტურად გამოიყენა და პანდემიის დროს უწინდელთან შედარებით ბევრად უკეთეს ფორმაშიც ჩადგა.


image


მეტამორფოზები ვარსკვლავებს შორისაც მოხდა, მაგალითად, ცოტა ხნის წინ, პაპარაცებმა ცნობილი ამერიკელი მომღერალი ლანა დელ რეი სასურსათო მაღაზიის წინ სრულიად მოულოდნელად "გამოიჭირეს", მუსიკის ისტორიაში ყველაზე ამოუცნობ ქალად წოდებული ვარსკვლავის ინტერნეტსივრცეში ვირუსივით გავრცელებულმა ფოტოებმა ყველა შოკში ჩააგდო.


image


სახლიდან გასასვლელად ლანამ ყველაზე მოკლე, ჯინსის შორტი შეარჩია, რომელიც მის ფიგურას საერთოდ არ უხდებოდა, თუმცა ყველაზე მეტად რაც მის ერთგულ თაყვანისმცემლებს გაუკვირდათ იყო არა მომღერლის მომატებული ზედმეტი 10 კგ-ი, არამედ მის ფეხებზე ცელულიტის სრული არარსებობა.


image


"ნუთუ ეს შესაძლებელია?", "ნამდვილი ჯადოქრობაა!" - არ წყდებოდა სოციალურ ქსელში გაოცებული ფანების კომენტარები, თუმცა მათ შორის იყვნენ ისეთებიც ვინც საყვარელ მომღერალს ძველი ფორმების დაბრუნებასა და წონაში დაკლებას ურჩევდა, რადგან მათი თქმით, ერთერთი ყველაზე გაყიდვადი სოლო არტისტი და უამრავი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი ადრე ბევრად უკეთ გამოიყურებოდა.


image


შეგახსენებთ, რომ 36 წლის ამერიკელი მომღერლისა და სიმღერების ავტორის მეექვსე ალბომმა - "Norman Fucking Rockwell!"-მა კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა და"გრემის" დაჯილდოვებაზე "წლის ალბომის" კატეგორიაშიც ორჯერ იქნა ნომინირებული. 2019 წელს დელ რეიმ სინგლები "Doin' Time" და "Don't Call Me Angel" გამოუშვა, რომელიც მან არიანა გრანდესთან და მაილი საირუსთან ერთად ჩაწერა, სიმღერა საბოლოოდ, ფილმ "ჩარლის ანგელოზების" (2019) საუნდტრეკშიც შევიდა. მოგვიანებით, 2021 წელს დღის სინათლე ლანა დელ რეის კიდევ ორმა ალბომმა - "Chemtrails Over the Country Club" და "Blue Banisters"-მა იხილა.




0
413
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
413