x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
მაია ასათიანი გამარტავს, რატომ აღარ ჩანს ტელევიზიაში
image


"ეხლა ვფიქრობდი რამდენი ხანია თქვენთვის არ მითქვამს საღამო მშვიდობისა, დაახლოებით, ექვს თვეზე მეტი იქნება. ძალიან ბევრი მწერთ და ერთი ხანობა არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ იმდენად ბევრი მესიჯი მომდის კითხვით, რატომ არ გადის "პროფილი "ეთერში, რომ გადავწყვიტე ეს ვიდეო ჩამეწერა.


ისე გამოვიდა, რომ მომიწია დროებითი პაუზის აღება, 15 წლიდან ვმუშაობ და წელს მაისში 30 წელი გახდება, რაც ჟურნალისტად ვმუშაობ და რაც ეთერში ვარ.ამიტომ მივეცი ჩემ თავს უფლება ცოტა ხანი დამესვენა, შესაბამისად "პროფილიც" და ყველა ის გადაცემაც, რომელსაც პროფილის ჯგუფი ამზადებდა, ეთერში არ გადის. მოგვიწია უბრალოდ ასე, სამწუხაროდ..


ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას და ძალიან ბევრი წერილები მომდის კითხვით-როდის დავბრუნდები... დავბრუნდები აუცილებლად, იმიტომ რომ მე ტელევიზიის გარეშე არ შემიძლია, მე ვცოცხლობ 25-ჯერ წამში, დავბრუნდები აუცილებლად, უბრალოდ მომიწია ჩემგან დამოუკიდებელი ფაქტორების გამო ეთერიდან წასვლა. მიყვარხართ ძალიან და მადლობა რომ აქ ხართ ჩემთან ერთად..



P.S ისე რა მაგის პასუხია და როგორ მოგწონთ ჩემი ლინზები?"-ამბობს მაია ასათიანი ვიდეომიმართვაში.

image



მაია ასათიანის საავტორო გადაცემა "პროფილი" სადაც მასში მოწვეული ცნობადი და უცნობი სტუმრები საუბრობდნენ თავიანთ მძიმე, სევდიან თუ მხიარულ ცხოვრებისეულ ისტორიებზე 2007 წლიდან ტელეკომპანია "მზის" ეთერიდან იღებს სათავეს, 2008 წლიდან გადაცემა "რუსთავი-2"-ის ეთერში გადიოდა 2021 წლის მარტამდე, რის შემდეგაც მასთან ერთად "შორენას ეფექტიც" დაიხურა და გადაცემების გუნდმა არხი დატოვა.


ამავე წლის აპრილში, მოლაპარაკებების შემდეგ, „პროფილმა“ და „შორენას ეფექტმა“ TV პირველის ეთერში განაგრძო მაუწყებლობა, თუმცა როგორც გაირკვა, 4 აგვისტოს პირველი სეზონის დახურვის შემდეგ მაია ასათიანი მაყურებელს სექტემბრამდე დაემშვიდობა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ტელეწამყვანმა შემოქმედებით ჯგუფთან ერთად TV პირველი ოფიციალურად დატოვა და აგერ უკვე 6 თვეა არცერთი ტელევიზიის ეთერში აღარ გამოჩენილან.

0
802
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
802
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0