x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
იაპონელმა მეცნიერებმა გამოიგონეს პირბადე, რომელიც კორონავირუსის აღმოჩენის შემთხვევაში, ანათებს!

პირბადეკიოტოს უნივერსიტეტში, სირაქლემას ანტისხეულებისგან შექმნეს პირბადეები, რომლებსაც კორონავირუსის გამოვლენა შეუძლიათ და როცა მას აღმოაჩენენ სინათლეს გამოსცემენ.

პირბადის შექმნის მიზანია, ადამიანებისთვის მარტივად ამოსაცნობი იყოს კოვიდი და მისი სწრაფად გავრცელება შეფერხდეს.

პირბადეში მოთავსებულია სპეციალური ფილტრი, რომელიც კორონავირუსის დაფიქსირების შემთხვევაში ანათებს. უკვე ჩატარდა, შესაბამისი კვლევები და ახალი გამოგონების ეფექტიანობა მათ შედეგად უკვე დადასტურებულია.

კიოტოს უნივერსიტეტის მკვლევართა ლიდერი იასუჰირო ცუკამოტო ამბობს, რომ მას ამგვარი ფილტრის შექმნის იდეა, სირაქლემებზე დაკვირვების შედეგად მოუვიდა.

"სირაქლემები თავიანთი ძლიერი იმუნური სისტემის გამო, უაღრესად მდგრადები არიან კორონავირუსის მიმართ.ამან მიბიძგა მათი ანტისხეულების გამოკვლევა დამეწყო.

თუ ერთდჯერადი ნიღბის ქვეშ, სირაქლემას ანტისხეულებიან ფილტრს გამოვიყენებთ, იმ ადამიანებს, რომლებიც ასიმპტომურები არიან, მაგრამ ვირუსს აქტიურად ავრცელებენ, ადრეულ, სტადიაზევე ვუმკურნალებთ", - ამბობს ის.

image

"ეს მოსახერხებელი და იაფიანი საშუალებაა, რომელიც კორონავირუსისგან სხეულში შეღწევისგან დაგვიცავს", - ამატებს იასუჰირო ცუკამოტო.

მკვლევარს იმედი აქვს, რომ მსგავსი ტექნიკის საშუალებით, სხვა ვირუსებისგანაც მოვახერხებთ თავის დაცვას. ჯერჯერობით, სირაქლემას ანტისხეულებიანი ფილტრები მხოლოდ, ულტრაიისფერი გამოსხივების ფონზე ასხივებენ.

0
67
2-ს მოსწონს
ავტორი:თამარი კობახიძე
თამარი კობახიძე
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0