x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ გადაარჩინა 14 მგელმა იელოუსტონის ეროვნული პარკი

image

ეკოლოგების სამუშაო წარმოუდგენლად საინტერესოა, მაგრამ მათი ჰიპოთეზები ხშირად უნდა შემოწმდეს პრაქტიკაში. ეს შეიძლება იყოს საშიში, მაგრამ არა იელოუსტოუნის (Yellowstone) შემთხვევაში. იქ სერიოზული ეკოლოგიური პრობლემა მოგვარდა მგლების მეშვეობით!

1995 წელს იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში თოთხმეტი მგელი გაუშვეს. შვიდ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში იქ მტაცებლები არ იყვნენ, გასული საუკუნის დასაწყისში პირუტყვს ყურადღებით აკვირდებოდნენ, ეს ყველაფერი ხალხის უსაფრთხოებისა და ბალახისმჭამელთა სახეობების შესანარჩუნებლად ხდებოდა.

მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დადგა, როცა ბალახისმჭამელების ბუნებრივი მტრები გაქრნენ. პარკი ფაქტიურად აივსო ირმებით, რომლებიც უკონტროლოდ მრავლდებოდნენ, რამაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა პარკის ფლორას.
image

ეკოლოგებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ პატარა ხროვა შეძლებდა პრობლემის მოგვარებას პარკის მთელს ტერიტორიაზე. მაგრამ თანდათან ირმებმა დაიწყეს იმ ადგილების მიტოვება, სადაც მგლები ბინადრობდნენ. ამან მცენარეებს "ამოსუნთქვის" საშუალება მისცა, ანუ ფლორა თანდათან აღდგა. გამოთვლებმა აჩვენა, რომ ექვს წელიწადში ხეების რაოდენობა ხუთჯერ გაიზარდა!

ახალი ხეების გამოჩენამ, რომლებიც ადრე უბრალოდ ტყდებოდნენ ან ირმები ჭამდნენ, განაპირობა ის, რომ პარკში თახვები გამოჩნდნენ. მათ დაიწყეს ახალგაზრდა მცენარეების გამოყენება კაშხლების შესაქმნელად. ამან შეცვალა ადგილობრივი მდინარეების დინება და მიიპყრო თევზის ახალი სახეობების, მუშკრატების და იხვების ყურადღება.

მდინარეები დასტაბილურდა, რამაც მოულოდნელად გადაჭრა სანაპირო ზოლის ეროზიის პრობლემა. ვინ იფიქრებდა, რომ ათეულნახევარი მგელი შეძლებდა გამკლავებოდა იელოუსტონის ამ გლობალურ პრობლემას?!
image

ახლა შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი პარკის ფართობი 898, 3 ათასი ჰექტარია. მგლების პირველი პატარა ხროვის გამოჩენის წყალობით აქ შემცირდა ტურების რაოდენობა პატარა მღრღნელებისა კი გაიზარდა. ამან მოიზიდა მტაცებელი ფრინველების ახალ სახეობები.

დათვებიც დაინტერესდნენ პარკით, ცდილობდნენ მგლების ხროვისთვის წაერთმიათ ნადავლი და კენკრა ეჭამათ - დიდი ჩლიქოსნების რაოდენობის შემცირების შემდეგ, მათმა რიცხვმა გაცილებით იმატა.

საერთო ჯამში პარკში ფაუნის 60-მდე განსხვავებული წარმომადგენელია. და მგლების დამსახურება, რომლებიც ეკოლოგებმა თავიანთ ბუნებრივ ჰაბიტატში დააბრუნეს ათწლეულების არყოფნის შემდეგ, უბრალოდ უზარმაზარია!


ასევე იხილეთ:

ლობო: მოუხელთებელი მგლის გასაოცარი ამბავი

ალასკაზე მეტყევე მგელს მთელი ზამთარი კვებავდა: 4 წლის შემდეგ მგელი ოჯახთან ერთად დაბრუნდა


0
720
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
720
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0