x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134680
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508874
"კახი, მოდი გავიხსენოთ ჩვენი წარსული... არა, მე არაფერი მქონია კახისთან" - ია ფარულავას გულწრფელი აღიარება

image


მსახიობი და გადაცემა "ფარული კონვერტის" სკანდალური წამყვანი ია ფარულავა დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს ვიდეომიმართვის საშუალებით გადაცემა "ფარულ კონვერტში" მონაწილეობის მისაღებად ეპატიჟება. ფარულავას თქმით, გადაცემა უკვე რამდენიმე დღეა თბილისის მერთან დაკავშირებას ცდილობს, რათა ის "ფარულ კონვერტში" დაპატიჟოს, თუმცა მისივე თქმით, კალაძე მათ ხმას არ სცემს და მათთან კონტაქტზე არ გადის.


"უკვე მერამდენე დღეა, "ფარული კონვერტი" ცდილობს კონტაქტზე გავიდეს კახისთან (კალაძე) და მოიწვიოს გადაცემაში. როგორ მინდოდა წინაასაახალწლო “კონვერტში” კახი მოსულიყო, მაგრამ ხმას არ გვცემს. ნეტავ, რატომ? – შერიგების ბრწყინვალე საშუალება იქნებოდა…


კახი, მოდი, მოდი გადაცემაში, გავიხსენოთ ჩვენი წარსული. არა, მე არაფერი მქონია კახისთან. მთელ თბილისს გადაურა კახიმ, ჩემს გარდა", – ამბობს ფარულავა ვიდეომიმართვაში.





0
1110
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1110