x
ქალის რეპროდუქციული საკითხვები
ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, მდედრობითი სქესის წარმომადგენლები წარმოადგენენ შეზღუდულ რესურსს ადამიანის რეპროდუქციაში. საზოგადოდ, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში ციკლური ანუ პერიოდული ოვულაცია მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს – მენარქედან (პირველი მენსტრუაციიდან) მენოპაუზამდე (კლიმაქტერიულ პერიოდამდე). ამ დროის განმავლობაში, ორსულობის ან რაიმე ფარმაკოლოგიური ზემოქმედების არარსებობის შემთხვევაში, დაახლოებით 10, 000 საკვერცხის ფოლიკული არის დაკომპლექტებული, რომელთაგანაც 500 არის არჩეული უშუალოდ ოვულაციისათვის.ბიომეტრიული მეცნიერება და სამეანო საქმიანობა მჭიდროდ გადაჯაჭვულია ადამიანის რეპროდუქციის საკითხებთან როგორიცაა: სქესობრივი მომწიფება, გონადური – სასქესო ჯირკვლის ფუნქცია, გამეტას გამოთავისუფლება და ტრანსპორტირება, საკვერცხის განაყოფიერება, ზიგოტის დაყოფა, ბლასტოციტის ტრანსპორტირება და იპლანტაცია, ორსულობის ფორმირება, ემბრრიონული, ჩანასახოვანი განვითარება, მშობიარობა, მშოიარობის შემდგომი ეტაპი, ძუძუთი კვება და გონადური ფიზიოლოგიური დაბერება. მნიშვნელოვანია ყველა ის პათოლოგია, რომელიც გავლენას ახდენს რომელიმე ამ პროცესზე. კლინიკური მეანები ვალდებულნი არიან, რომ შეხება ჰქონდეთ ქალთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველა ამ ასპექტთან.დღესდღეობით, ზოგიერთ ქვეყანაში, მოსახლეობის გაორმაგების პერიოდი არის მნიშვნელოვნად ნაკლები, ვიდრე 20 წლის წინ. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობამ 7 მილიარდს გადააჭარბა. ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი ნათლად აჩვენებს, რომ აქ მაღალია არასასურველი ორსულობის შემთხვევები თინეიჯერი გოგონებში. დღესდღეობით კონტროლირებადია ადამიანის რეპროდუქტიულობა და სქესობრივად გადამდები დაავადებების გავრცელება სხვადასხვა ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების -კონტრაცეპტივებისგამოყენებით.ექიმები, მკვლევარები, დემოგრაფები და ანთროპოლოგები ღრმად დაინტერესებულნი არიან რეპროდუქციული ბიოლოგიური მეცნიერებით, რასაც, თავის მხრივ, რეპროდუქციულ წონასწორობამდე მივყავართ: სქესობრივი მომწიფების ასაკი, ებრიონული და ჩანასახოვანი სიკვდილიანობა, ახალშობილთა, ნაყოფის ანტე და ინტრანატალური სიკვდილიანობა და ლაქტაციის, ამენორეის (მენსტრუაციის არარსებობა 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში) ხანგრძლივობა.image

დიდი მნიშვნელობის მქონეა რეპროდუქციული ბიოლოგია, მედიცინა, მეანობა, ჩვეულებრივ ამოიცნობს და ანალიზს აკეთებს ქალთა რეპროდუქციული ასაკის ენდოკრინოლოგიური, ფიზიოლოგიური და ანატომიური დანახარჯების შესახებ, რათა შესაფერისი გარანტირება მისცეს განმეორებითი ორსულობის შესაძლებლობის. მენსტრუალური ციკლი, მენსტრუალური ციკლის ჰორმონების ფიზიოლოგიური ცვლილება, თანმხლები მორფოლოგიური და რეპროდუქციული ტრაქტთან ერთად, თავის მხრივ, პასუხისმგებელია საკვერცხის სქესობრივი სტეროიდული ჰორმონების მოქმედებაზე, რომელიც უზრუნველყოფს – ოვულაცის, განაყოფიერებას და იმპლანტაციას, რაც, წარმოადგენს ორსულობის საფუძველს.ოვულაცია: საკვერცხის უმთავრესი ფუნქცია: ჩვეულებრივ, ერთი კვერცხუჯრედი გამოთავისუფლდება ოვულაციისას ყოველ თვეში. ეს პროცესი როგორც წესი, მეორდება ყოველ 24–25 დღეში ერთხელ, მენარქედან ანუ პირველი მენსტრუაციიდან მენოპაუზამდე – კლიმაქტერიულ პერიოდამდე, დაახლოებით 35–40 წლის განმავლობაში, მანამ სანამ ორსულობა არ დადგება. საკვერცხის ციკლის ენდოკრინული მოვლენები ოპტიმიზირებულია საიმისოდ, რომ შექმნას ჰორმონული გარემო, რაც, თავის მხრივ, აუმჯობესებს და ხელს უწყობს ოვულაციას. მენსტრუალური ციკლის ენდოკრინული ცვლილებები ოპტიმალურია ენდომეტრიუმის რეგენერაციისთვის, რეგენერაციის მთავარი მიზანია, რომ მოამზადოს საშვილოსნო შემდგომი ორსულობისთვისimage

მომწიფებული ფოლიკულის ძირითად ფუნქციად მიიჩნევა გამომუშავებული ესტროგენის სომატური ეფექტი რომელიც თავის მხრივ არეგულირებს საკვერცხე-ჰიპოფიზ-ჰიპოთალამუსის ფუნქციას, ფოლიკულური მომწიფებას, რაც სრულდება ოვულაციისას.არ არსებობს რაიმე ფიზიოლოგიური მექანიზმი რომლის მიხედვითაც სომატური ქსოვილები მოქმედებს საკვერცხის ესტროგენის რეგულაციის პროცესში, მათ შორის არც ესტროგენ დამოკიდებული ქსოვილები- მკერდი, საშვილოსნო, ძვლს, კანი, ღვიძლი და საშო.მენსტრუალური ციკლის განმავლობაში ესტროგენის დონის ცვლილება მნიშვნელოვანია ქალის რეპროდუქციული ბიოლოგიისთვის და რაციონალური თერაპიული პრაქტიკის შემუშავებისთვის, როდესაც განიხილება ესტროგენის მიღების საკითხი იმ ქალებში, რომელთაც აღენიშნებათ სასქესო ჯირკვლის დაქვეითებული მოქმედება.მდედრობითი სქესის რეპროდუქციული ფუნქცია ფიზიოლოგიური კუთხით: საკვერცხის ფუნქციას წარმოადგენს კვერცხუჯრედის წარმოქმნა და გამოშვება ციკლურ ინტერვალებში. თუ ეს წარმატებით სრულდება, საკვერცხის ფუნქციის სხვა დანარჩენი ასპექტები – ჰიპოთალამურ–ჰიპოფიზარული თანამონაწილეობის ჩათვლით არის ნორმაში. ფალოპის მილები კი უზრუნველყოფენ სპერმატოზოიდის, კვერცხუჯრედისა და ზოგოტის ტრანსპორტირებასა რითიც ხელს უწყობენ კვერცხუჯრედის განაყოფიერებას. ენდომეტიუმი არის ოპტიმალური ადგილი ბლასტოცისტის იმპლანტაციისათვის. ბლასტოციტის საშვილოსნოს ღრუში იმპლანტაცია და მის შემდგომი რიგი მექანიზმები უზრუნველყოფს ნაყოფის განვითარებას, რეპროდუქციული სისტემის ფუნქციას წარმოადგენს ორსულობის ეტაპების წარმატებით განხორციელება და, შემდგომში, ნაყოფის საკვებით მომარაგება და განვითარება.image

დღესდღეობით, რეპროდუქციული ფუნქციის რეგულირება საიმისოდ, რომ დადგეს თუ არ დადგეს ორსულობა, თითოეული მდედრობითი სქესის არჩევანსა და პრეროგატივას წარმოადგენს. მათ შეუძლიათ აკონტროლონ მომავალი, და შესაბამისად, თავიანთი რეპროდუქციული ფუნქცია. ქალებს აქვთ უფლება, რომ აირჩიონ სტერილურობა, უნაყოფობა პერიოდული პროგესტერონის მასობრივი სეკრეციის ენდოკრინოპათიის გარეშე, რაც საჭიროებს და, თავის მხრივ, განაპირობებს მენსტრუაციის დარღვევას. თითოეულმა ქალმა უნდა აირჩიოს თუ როდის სურს ან არ სურს ორსულობა.ამ დრომდე, ნაყოფი მიჩნეული იყო და წარმოადგენდა ფეხმძიმობის პასიურ თანამგზავრს. ნაყოფი უზრუნველყოფილია დაცვით გარე გარემოსგან და ჰარმონიაში იმყოფება. ჩასახვის პერიოდიდან მოყოლებული, მოლეკულური კავშირი ყალიბდება მშობლისა და ნაყოფის ქსოვილებს შორის. ქიმიური ბიძგი იმპლანტაციისათვის წარმოქმნილია ტროფობლასტისა და ბლასტოცისტის პროდუქციით. ენდომეტრიუმის ინვაზია, სისხლძარღვების წარმოქმნა და პლაცენტის განვითარება იმპლანტაციის პროცესში იმყოფება ტროფობლასტის ბიოაქტიური პროდუქტების აქტიური ხელმძღვანელობით.ორსულობის დედობრივი შეცნობა განპირობებულია ტროპობლასტის მოქმედებით, ჩანასახის სემიალოგენური ქსოვილების იმუნოლოგიური შეგუება მოდულირებულია ტროპობლასტებით. ორსულობის შენარჩუნება ორკესტრირებულია იმ წვლილით, რაც ჩანასახს, ნაყოფს შეაქვს სტეროიდული ჰორმონების ფორმირებაში ტროპობლასტში. ორსულობის ფიზიოლოგიური ცვლილებები განპირობებულია პლაცენტის მიერ ფორმირებული და სეკრეცირებული პროდუქტიდან. აქ არსებობს ბიომოლეკულური დონე, რაც მოიცავს სიგნალის გადაცემას დედისა და ნაყოფის ქსოვილებს შორის. ორსულობს ნარჩუნდება იმ შემთხვევაში თუ დედის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური ძვრები ადაპტირებულია ნაყოფის ზრდისა და განვითარებისვის. imageუძველეს ფიზიოლოგიურ სისტემატიზაციას შორის უმნიშვნელოვანესია ორსულობის დედობრივი შეგრძნება და ნაყოფსა და დედას შორის კომუნიკაცია. ფიზიოლოგიურად, ორსულობის დედობრივი შეგრძნება და აღქმა განპირობებულია ნაყოფის მიერ შეტანილი წვლილით ორსულობის შენარჩუნებაში. ნაყოფის ქსოვილების მიერ შეტანილი წვლილი ორსულობის წარმატებით დასრულებაში არის უმნიშვნელოვანესი. ეს მნიშვნელოვანია ნაყოფის როლის განსაზღვრაში, მშობიარობის სტიმულირებაში. ორსულობის დედობრივი შეგრძნება მოიცავს რიგ პროცესებს.ორსულობა წარმოადგენს ფიზიოლოგიურ მდგომარეობას. ორსულობის სწორი დიაგნოსტიკა უმთავრესი და გადამწყვეტია. ექიმებისთვის, რეპროდუქციული ასაკის მართვა, ორსულობის დადგომის აღმოჩენა არის გადამწყვეტი, რათა დაისვას შესაფერისი და ადეკვატური დიაგნოზი და მკურნალობა ყველა დაავადების პროცესისთვის. ორსულობის ფიზიოლოგიური ცვლილებელი ადვილად შესამჩნევია. ორსულობის დიაგნოზი, ჩვეულებრივ, ადვილი დასასმელია. ფარმაკოლოგიურმა ან პათოფიზიოლოგიურმა პროცესებმა შესაძლოა გამოიწვიოს ენდოკრინული ან ანატომიური ცვლილებები..ზოგჯერ, შეცდომა შეიძლება იქნეს დაშვებული დიაგნოზის დასმისას პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში, მანამ სანამ საშვილოსნო ჯერ კიდევ მენჯის არეშია. საშვილოსნოს გადიდებამ შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს. ენდოკრინოლოგიური, ფიზიოლოგიური და ანატომიური ცვლილებები იძლევა უტყუარ ნიშნებსა და სიმპტომებს, რაც ადასტურებს ორსულობას და მის მტკიცებულებას წარმოადგენს. ეს სიმპტომები და ნიშნები სამ ჯგუფად იყოფა: სავარაუდო, ორსულობის შესაძლო ან უტყუარი ნიშნები.image


ორსულობის სავარაუდო მტკიცებულება: ორსულობის სავარაუდო ნიშნები მოიცავს: მუცლის ღრუს გადიდება, საშვილოსნოს ზომის, ფორმისა კონსისტენციის ცვლილება, ანატომიური ცვლილებები საშვილოსნოს ყელში, Braxton Hicks – ს შეკუმშვა, ნაყოფის რხევა საშვილოსნოში, ნაყოფის ფიზიკური მონახაზი და ენდოკრინული ტესტების დადებითი პასუხები, რაც ადასტურებს hCG – ს (ქორიონიული გონადოტროპინი) შარდში ან სისხლის შრატში;ორსულობის უტყუარი ნიშნები: ორსულობის სამი დადებითი ნიშანი: ნაყოფის გულის ცემის აღმოჩენა მკაფიოდ. ნაყოფის აქტიური მოძრაობების აღქმა და შეცნობა ექიმის მიერ. ემბრიონისა და ნაყოფის ამოცნობა ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე ექოგრაფიული ტექნიკის საშუალებით, ან რადიოგრაფიულად.გისურვებთ ბედნიერ ორსულობას დედობას!

0
17
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ობგაიძე
სალომე ობგაიძე
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0