x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"არც სამსახური მადარდებს, არც საჭმელ-სასმელი, შენთან ერთად ვიომებ ბოლომდე!!" - ვის მიმართავს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი და თოქ - შოუ "რეაქციის" წამყვანი, ინგა გრიგოლია ავთანდილ წერეთლის მიერ სასამართლოსთვის ჩვენების მიცემის ფაქტს, ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ეხმაურება და "ტვ პირველის" დირექტორს ვატო წერეთელს სრულ თანადგომასა და მხარდაჭერას უცხადებს.


"Vato Tsereteli ჩემი ვატო!!! ხომ იცი და ხომ გახსოვს შენი მტერი რომ ჩემი მტერია და შენი ოჯახის მტერი - ჩემი ოჯახის! ასეთი მეგობრობა ვიცით ჩვენ! ფიზიკურად ვერ, მაგრამ გულით ვარ მაგ სასამართლო პროცესზე და ბოლომდე ვიომებ იმ პოლიტიკური ანგარიშსწორების წინააღმდეგ, რასაც ტვ“პირველის“ არსებობის გამო უკეთებენ შენს ოჯახს! არც სამსახური მადარდებს, არც საჭმელ-სასმელი, შენთან ერთად ვიომებ ბოლომდე!!" - წერს ინგა გრიგოლია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.


"ტვ პირველის" დირექტორის ვატო წერეთლის თქმით, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი პირადად ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, რომელიც ამ გზით ცდილობს მის ოჯახსა და ტელევიზიაზე შური იძიოს.



ვატო წერეთლის განცხადებით, მამამისს, ავთანდილ წერეთელს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გამგზავრება ესაჭიროება, რის უფლებასაც მას პროკურატურა უკვე 4 დღეა არ აძლევს.



"6 თვის უკან მამას უმძიმესი ოპერაცია გავუკეთეთ თირკმელზე, ჰქონდა კიბო. ახლა გვიწევს ისევ გასვლა ქვეყნის გარეთ. 4 დღის წინ მივმართეთ პროკურატურას რომ მისცენ საშუალება გავიდეს სამკურნალოდ. 4 დღეა პროკურატურა პასუხსაც არ გვცემს. ეს არის პირდაპირ, ბიძინა ივანიშვილის შურისძიება ჩემს ოჯახზე. მას უნდა ჩემი ოჯახის წევრის ლეტალური შედეგი დადგეს. თქვენ გახსოვთ, რამდენიმე ხნის უკან იმდენი ატარეს სასამართლო დარბაზში, ადამიანი გულის შეტევით საავადმყოფოში მოხვდა. ეს რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიებაა ჩემს ოჯახზე, მე დავადასტურებ", – ამბობს ვატო წერეთელი.



0
1379
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1379