x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
რატომ უნდა იყოლიოს სახლში კატა ყველამ და განსაკუთრებით – მამაკაცებმა?

რატომღაც მიღებულია აზრი ომის შესახებ, რომ კატები, ძაღლებისგან განსხვავებით, ნაკლებად ერთგულები არიან, რომ არ საჭიროებენ პატრონის მოფერებას და საერთოდ, ადამიანი მათთვის, მხოლოდ მომსახურე პერსონალია, რომელიც ვალდებულია აჭამოს, აბანაოს და ტუალეტში ქვიშა გამოუცვალოს. სინამდვილეში კი, კატები ძალიან ხშირად ხდებიან ადამიანების ყველაზე ერთგული მეგობრები – შეეკითხეთ ნებისმიერ «ფისომოყვარულს», და ის აუცილებლად დაგიდასტურებთ ამ ფაქტს. ამ სტატიაში კი, 15 მიზეზს გაგაცნობთ იმის შესახებ, თუ რატომ უნდა აიყვანოთ კატა, იმ შემთხვევაში, თუ ჯერ კიდევ არ აგიყვანიათ.


image


1. კატებთან ურთიერთობა, კარგი თერაპიაა

კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ კატები პატრონებს რთულ სიტუაციებში ეხმარებიან, თუნდაც ისეთ რთულში, როგორიც უახლოესი ადამიანის დაკარგვაა. კატები ადამიანს ეხმარებიან რთული პერიოდის უფრო სწრაფად გადალახვაში და ათავისუფლებენ მას ფიზიკური ტკივილის ზოგიერთი სიმპტომისგან. ხანდახან სასარგებლოა საკუთარი განცდების ისეთი ვინმესთვის გაზიარება, რომელიც მშვიდად მოგისმენთ და არ გაგკიცხავთ და დარდიც შეგიმსუბუქდებად.


2. კატები ამცირებენ ინფარქტის რისკს

მინისოტას უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერები, 10 წლის მანძილზე აწარმოებდნენ დაკვირვებას გულით დაავადებულ ადამიანებზე. კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ კატები ამცირებენ სტრესის დონეს, რაც თავის მხრივ, იწვევს ინფარქტის რისკის 40%-ით შემცირება.


3. კატები იდეალური კომპანიონები არიან

არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ კატები, ისეთი კარგი კომპანიონები არ არიან, როგორც ძაღლები. შვეიცარიელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სახლში კატის არსებობის შემთხვევაში, ისეთივე განწყობა იქმნება, როგორიც წარმოიქმნება რომანტიკული ურთიერთობის დროს: კატა ცდილობს კონტაქტის ინიცირებას, ისინი მისდამი გამოჩენილ სითბოს და სიყვარულს იმახსოვრებენ და შემდგ უკან უბრუნებენ პატრონს.


4. კატა, შეიძლება გახდეს, ბავშვის საუკეთესო მეგობარი

ერთ-ერთ გამოკითხვაში ისეთი ბავშვები მონაწილეობდნენ, რომლებიც კატებთან ერთად, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ. გამოკითხულთა 81% თქვა, რომ ურჩევნიათ თავიაანთი განცდების შესახებ კატებს მოუყვნენ, ვიდრე მშობლებს ან მეგობრებს. ხოლო 87% -მა კი განაცხადა, რომ კატა «მათი საუკეთესო მეგობარია».


5. ბავშვები, რომლებიც კატებთან ერთად ცხოვრობენ, ნაკლებად აცდენენ სკოლას

ბავშვები, რომლებსაც სახლში კატა ჰყავთ, ნაკლებად ავადდებიან სხვადასხვა სახის ინფექციური დაავადებებით, რადგან მათი იმუნური სისტემა უფრო მაღალია, ვიდრე იმ ბავშვების, ვისაც კატა არა ჰყავს.


6. კატები ამცირებენ ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში

კანადელმა მეცნიერებმა, ხანგრძლივი კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ კატები ამცირებენ ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში. მაგრამ, თუ კატა გყავთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავადაც არ უნდა იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.


7. კატები დეპრესიის კარგი მკურნალები არიან

კატის პატრონებისადმი სიყვარულმა, მეცნიერები იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ამ ცხოველებს შეუძლიათ, ადამიანის უმძიმესი დეპრესიიდან გამოყვანა. იმის ცოდნა რომ ვიღაცას უყვარხარ, თუნდაც ეს კატა იყოს, სირთულეებთან ბრძოლას უფრო ეფექტურს ხდის.


8. კატები ეხმარებიან აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს

კვლევამ რომელიც კვისლენდის უნივერსიტეტში (ავსტრალია) ტარდებოდა აჩვენა, რომ აუტიზმით დაავადებულ ბავშვები, რომლებსაც აქვთ კატებთან კონტაქტი, უფრო ხშირად იღიმებიან და ლაპარაკობენ, ვიდრე ისინი, ვისაც ასეთი კონტაქტი არა აქვთ.


9. თუ გინდათ რომ ბედნიერი იყოთ, კატას უნდა მოეფეროთ

როდესაც ადამიანი კატას ეფერება, მის ორგანიზმში ოქსიტოცინის ჰორმონის დონე მატულობს. ეს არის ჰორმონი, რომელიც შეხებით აქტივირდება და ადამიანებში ნდობის, ერთგულების, დიდსულოვნების, სინაზის და ბედნიერების შეგრძნებას აჩენს.


10. კატის კრუტუნს სამკურნალო ეფექტი აქვს

კატები 20-დან 140 ჰერცის სიხშირის დიაპაზონში კრუტუნებენ, რაც დადებითად მოქმედებს ზოგიერთი დაავადების მკურნალობის დროს. კრუტუნი ამცირებს ორგანიზმში დაძაბულობას, ხელს უწყობს მოტეხილობის და ოპერაციის შემდგომ შეხორცების პროცესს და არეგულირებს არტერიულ წნევას.


11. კატები ამცირებენ სტრესს

მისურის უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კატა მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესს. ექსპერიმენტში 240 ოჯახი მონაწილეობდა, ისინი ისეთ დავალებებს იღებდნენ, რომლებიც მათ სტრესულ სიტუაციებში აგდებდთ. ის ოჯახები, რომლებიც ექსპერიმენტში საკუთარი კატებით მონაწილეობდნენ, უფრო კარგად უმკლავდებოდნენ დაძაბულ სიტუაციებს, ვიდრე ისინი, ვისაც კატა არა ჰყავდათ.


12. კატები ამაღლებენ მამაკაცების მიმზიდველობას

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარტოხელა მამაკაცების 90% ბევრად უფრო მიმზიდველად გამოიყურებიან, ვიდრე ისინი, ვისაც კატები არ უყვართ.


13. კატები ხელს უშლიან ასთმისა და ალერგიის განვითარებას ბავშვებში

ბავშვები, რომლებიც ადრეული ასაკიდან კატებთან ერთად იზრდებიან, იმუნიტეტი გამოუმუშავდებათ ასთმის წინააღმდეგ. ეს პროცესი უკავშირდება ორგანიზმში ისეთი ანტისხეულების გამომუშავებას, რომლებიც ბავშვის ორგანიზმში ასთნის განვითარებას, არანაირ შანსს არ უტოვებენ.


14. კატების მფლობელები უფრო ემპათიურები არიან

(ემპათია – ადამიანის უნარი უთანაგრძნოს სხვებს და გაიგოს მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა) ბავშვები, რომლებიც კატებთან ერთად იზრდებიან, უფრო მგრძნობიარეები არიან. მათ ყოველთვის აინტერესებთ, თუ რას ფიქრობენ სხვები მათ ქმედებაბზე, რაც უადვილებთ სხვა ადამიანებთან კონტაქტში შესვლას და ურთიერთობას.


15. კატები ეხმარებიან ალცჰეიმერით დაავადებულ ადამიანებს

თუ ასეთი დაავადების მქონე ადამიანთან კატა ცხოვრობს, ისინი უფრო ნაკლებად ნერვიულები არიან. კატები ამ დაავადების მქონე ადამიანებისთვის შესაფერის შინაურ ცხოველად ითვლებიან კიდევ იმიტომ, რომ მათ ნაკლები მოვლა უნდათ, ვიდრე სხვა ცხოველებს.


image

არხის სხვა სიახლეები:


image


1. ვინ და როგორ მოპარა ედუარდ შევარდნაძეს ოქროს საათი – ქურდობის დაუჯერებელი ისტორია

2. 10 საინტერესო ფაქტი იაპონიის შესახებ

3. ვეფხვის წელი: რა უნდა იყოს 2022 წლის საახალწლი სუფრაზე

4. მაიკლ ჯექსონი ნამდვილად ზეადამიანი იყო!.. და ამის სამეცნიერო მტკიცებულება არსებობს

5. 12 მოულოდნელი ფაქტი ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ, რომელიც ბევრმა არ იცის

6. «მომავალ წელს სულს მოვითქვავთ»... რა იწინასწარმეტყველა ვანგამ და ნოსტრადამუსმა 2022 წლის შესახებ

0
897
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
897
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0