x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"მომავალ გარემოსდამცველ ლიდერთა სკოლის" გახსნის ღონისძიება გაიმართა

image

ორგანიზაციების საქართველოს მწვანეთა მოძრაობის (დედამიწის მეგობრები-საქართველო), „ევროპული ახალგაზრდული ცენტრისა“ და თსუ-ს მდგრადი განვითარების ჰაბის (SDG Student Hub TSU) მიერ ორგანიზებული „მომავალ გარემოსდამცველ ლიდერთა სკოლის“ გახსნის ღონისძიება გაიმართა.

„მომავალ გარემოსდამცველ ლიდერთა სკოლის“ პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის გარემოსდაცვითი პოლიტიკის სწავლებას, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და აღნიშნული მიმართულებით მათი ჩართულობის ხელშეწყობას. ამავდროულად, სასწავლო პროგრამის მიზანია განავითაროს ახალგაზრდების უნარები გარემოს დაცვის მართვის მიმართულებით, რათა ყველამ შეძლოს და გამოიყენოს საკუთარი უფლება-მიიღოს აქტიური მონაწილეობა პოლიტიკის ფორმირებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

პროგრამა, რომელიც მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება, მოიცავს ინტენსიური ტრენინგების, ლექცია-სემინარების ციკლსა და პრაქტიკული აქტივობების კურსს. პროექტში მონაწილეობას იღებს 30 ახალგაზრდა, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებილიდან.

ღონისძიება ონლაინ ფორმატში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“, ორგანიზაცია „ევროპული ახალგაზრდული ცენტრისა“ და თსუ-ს მდგრადი განვითარების ჰაბის წარმომადგენლებმა.

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:ლევან აკობია
ლევან აკობია
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0