x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
"უმძიმესი დღე ჩემთვის… ასეთი ტრაგიკული, არასდროს ყოფილა"- რას წერს ნიკა გვარამია

image


"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ყოფილი კულტურის მინისტრის, აწ გარდაცვლილი ნიკა რურუას შესახებ ემოციურ პოსტს ავრცელებს და წერს.


"დღეს ამ ქვეყნის საუკეთესო კულტურის მინისტრის, ჩემი ძალიან კარგი მეგობრის, სერიოზული მასშტაბის მოაზროვნის, და, რაც ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მთავარი და მისაბაძი იყო მასში – კაცის, რომელმაც საკუთარი თავი ხელახლა გამოიგონა/შექმნა – ნიკა რურუას გარდაცვალების დღეა.


უმძიმესი დღე ჩემთვის, პირველ რიგში მისი დაკარგვის გამო, და მეორე – როგორც მისი ოჯახის, მეგობრების და ჩვენი საერთო წრისთვის ამ სიკვდილის პირველი მაცნისთვის (ტელევიზიის დირექტორები ხომ ყველაფერს პირველები იგებენ). ასეთი ტრაგიკული, პირველობა არასდროს ყოფილა.


და რაოდენ სიმბოლურია, რაოდენ ნიშანდობლივია და რაოდენ ხაზს უსვამს მის მასშტაბს, მოქმედი კულტურის მინისტრის გუშინდელი კატასტროფა",
– წერს ნიკა გვარამია "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ ნიკა რურუას გარდაცვალებიდან დღეს ზუსტად 3 წელი შესრულდა. კულტურის ყოფილი მინისტრი 2018 წლის 4 დეკემბერს 50 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.





0
386
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
386