x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ახლა არ დამცინოთ და... " - ნახეთ, რა პოსტს ავრცელებს ია ფარულავა

image


მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და საკუთარ ფეისბუქმეგობრებს ერთი ასეთი კითხვით მიმართავს.


"ახლა არ დამცინოთ და ეს მწვანე პასპორტი რომელია მე რომ ვერაფრით დავრეგისტრირდი ისაა თუ რამე ახალია კიდევ? ჩემს მეგობარს დაუწერა ტელეფონმა ნამეტანი ძველი აიფონი გაქვთ და ამ აპლიკაციას ვერ გადმოწერთო"- წერს ია ფარულავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე, რომლის სტატუსსაც სოციალური ქსელის მომხმარებელთა მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, უმრავლესობა მათგანი იგივე პრობლემას უჩიოდა და აღნიშნავდა რომ მწვანე პასპორტის გადმოსაწერი აპლიკაციით ასევე მათთაც ვერ ისარგებლეს. შეგახსნებთ, რომ Georgia e-health აპლიკაცია ე.წ. მწვანე პასპორტისთვის ძველი მოდელის ტელეფონებზე უბრალოდ შეუთავსებელია.


ცნობისთვის, Georgia e-Health – ასე ჰქვია ე.წ. მწვანე პასპორტების აპლიკაციას, რომელიც 17 ნოემბრიდან ამოქმედდა. სწორედ 17-იდან შეურთდა საქართველო ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სივრცეს (EU Gateway-ის ქვეყნები) რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატები ვაქცინაციის, ინფექციის გადატანის და PCR ტესტირების შესახებ, აღნიშნულ ერთიან სივრცეში ჩაერთვება.


Georgia e-Health-ის აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც App store-ში, ისე Google store-ზეც. აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ თქვენ უნდა გაიროთ რეგისტრაცია და ვაქცინაციასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია ავტომატურად აისახება. პროგრამაში გამოჩნდება პჯრ ტესტირებისა და კოვიდ-ინფექციის გადატანის შესახებ ინფორმაციაც.





0
557
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
557