x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჟურნალისტებს მიეცით სასამართლოზე დასწრების უფლება"- ამბობს სააკაშვილი, რომელმაც თავადვე აკრძალა ეს
image


ბრალდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს მიმართავს და სასამართლო დარბაზში ნებისმიერი პოლიტიკური მიმდინარეობის ჟურნალისტების შემოშვებას ითხოვს.

.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო დარბაზში ჩემი კოლეგების ნახვა. მაგრამ, ამჯერად მივმართავ სასამართლოს, რომ დარბაზში შემოუშვან ნებისმიერი პოლიტიკური მიმდინარეობის ჟურნალისტები, თუნდაც აპარატურის გარეშე, რათა საკუთარი თვალით ნახონ ეს ისტორიულად სამარცხვინო პროცესი და შეძლონ ადგილზე ჩამოუყალიბდეთ საკუთარი შთაბეჭდილება“, - აღნიშნულია ექსპრეზიდენტის წერილში.
.
მესამე პრეზიდენტის თქმით, მის წინააღმდეგ ბრალდებები უსაფუძვლოა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.


.

„დღეს, მადლობელი ვარ შესაძლებლობისთვის, მიმემართა ჩვენი ხალხისთვის. ყველამ იცის, რომ საქმეები ჩემ წინააღმდეგ შეთითხნილია და მე ციხეში არ უნდა ვიჯდე და კარგად დოკუმენტირებული ფაქტების შემდეგ საერთაშორისო პრაქტიკით დაუყოვნებლივ უნდა გავთავისუფლდე.

.

დღის ანეკდოტი კი ისაა, რომ სანამ მიტინგის დარბევის ბრალდებით მასამართლებდნენ, „ქართული ოცნება“ დიდი აზარტით არბევდა სასამართლოსთან მიტინგს და სრულიად უსამართლოდ აპატიმრებდა მონაწილეებს, მათ შორის, ჩემს მეგობარ გიგი უგულავას, რომელსაც მხოლოდ რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს მარნეულში.

.

რაც არ უნდა ქნას „ოცნებამ“, დღეს უკვე პირისპირ ჩავხედე თვალებში მათ შიშს და გარდაუვალ დამარცხებას. ეჭვი არ მეპარება, ქართველი ხალხი მალე დაასრულებს ივანიშვილის რეჟიმს!

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, არც ერთი ნაბიჯი უკან!“, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

,

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა.
.
მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
.
18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა.
, 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.
მორიგი სასამართლო პროცესი 2 დეკემბერს არის ჩანიშნული.
ექსპრეზიდენტი პროცესზე ვრცელი სიტყვით გამოვიდა.
0
41
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0