x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508447
ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური პატიმრობიდან გათავისუფლდა
image


თელავის რაიონულმა სასამართლომ 16 აგვისტოს, წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური და კიდევ ერთი ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

.

სასამართლომ დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე დღეს იმსჯელა. ბრალდების მხარე, ორივე დაკავებულის მიმართ პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, მოთხოვნას შემდეგი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხეებზე ისაუბრა.


.

მოსამართლე მამუკა წიკლაურმა კი დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულები დარბაზიდან გაათავისუფლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს, ჯაბა ჯანგირაშვილი კი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ზურაბ ზვიადაურმა დარბაზიდან გასვლის დროს მედიასაშუალებების წამომადგენლებთან კომენტარი არ გააკეთა და ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა. პირველი, რაც ზვიადაურმა შენობის დატოვების შემდეგ გააკეთა, ახმეტაში დაბრუნდა და მისი ძმის სასაფლაო მოინახულა. საფლავზე მისვლის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ და მას პატიმრობიდან გათავისუფლებას ულოცავენ.

.

image

.

შემთხვევა, სოფელ წინანდლის ტყეში მიმდინარე წლის 16 აგვისტოს მოხდა. ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა 5 პირი, მათ შორის 3 გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთი ყოფილი დეპუტატის და ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური იყო.

.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ყოფილ პარლამენტარს საგამოძიებო უწყება განზრახ მკვლელობას ედავება, ხოლის ჯაბა ჯანგირაშვილი იარაღის დაუდევრად შენახვას. გამოძიების ინფორმაციით, წინანდლის ტყეში მომხდარი სისხლიანი გარჩევისას, სადაც სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური, ყოფილმა სპორტსმენმა სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი.

.

დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს ამ ხნის განმავლობაში ჯანმრთელობიოს მდგომარეობის გაუარესების შემთხვევებიც ჰქონდა, რის გამოც მკურნალობის კურსის გავლა დასჭირდა.

.

ზვიადაურს გამოკვლევები თოდუას კლინიკაში ჩაუტარდა.


"თოდუას კლინიკაში ჩაუტარდა მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, გამოყვანილი იყო პენიტენციური დაწესებულებიდან. დასჭირდება თუ არა ჰოსპიტალიზაცია დამოკიდებულია კვლევის დასკვნაზე. მანამდე მას რამდენჯერმე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია ხერხემალზე და ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობაც გართულებულია. მისი შემდგომი ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობა დამოკიდებულია კვლევის შედეგებზე. კვლევის ჩატარების შემდეგ ისევ დააბრუნეს პენიტენციურ დაწესებულებაში“, - განაცხადა ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ.


* * *

სიღნაღში ავტოავარიის შედეგად, რომელიც 2021 წლის 26 ოქტომბერს მოხდა ოთხი ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა.
სამი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გიორგი ჯავახიშვილი კი რეანიმაციულ განყოფილებაში უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება.
მას ესაჭიროება ძვირადღირებული მედიკამენტების უწყვეტი მიწოდება.
სპეციალური საკვები და მასაჟები
ასევე იგეგმება კიდევ ერთი ოპერაცია.
????????გიორგის გადასარჩენად ერთად უნდა ვიბრძოლოთ
ძალიან გთხოვთ გააზიარეთ პოსტი და მოიწვიეთ ჯგუფში მეგობრები, რომ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს დახმარება
მიმღები: დავით ჯავახიშვილი
0
26
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0