x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
image

"კარფურის" ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელს საქართველოში Majid Al Futtaim-ი წარმოადგენს, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა ადგილობრივი ფერმერებისა და მომწოდებლების გაზრდისა და განვითარების მუდმივი მხარდაჭერით. ამრეჯად, "კარფურის" მიერ ორგანიზებული "კარტოფილის ფესტივალის" ფარგლებში ფერმერებს საკუთარი პროდუქციის წარმოჩენის საშუალება მიეცათ.

FinExCoop საქართველოს მხარდაჭერით, ფესტივალი 26-დან 28 ნოემბრის ჩათვლით "კარფურის" სამ სხვადასხვა მაღაზიაში იმართება, სადაც წარმოდგენილია 12 სახეობის ქართული წარმოების კარტოფილი ხელმისაწვდომ ფასად. ღონისძიებაზე თორმეტივე ფერმერს შესაძლებლობა ჰქონდა ცოცხალი პროცესის სახით გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება მომხმარებლებისთვის.

image

ბოსტნეულის ფართობის მიხედვით კარტოფილი რიგით მეოთხე კულტურაა, რაც დასტურდება ფაქტით, რომ ის 2019 წელს 16, 4 ათას ჰექტარზე მეტს მოიცავდა. კარტოფილი ძირითადად საოჯახო მეურნეობებშია გაშენებული და 2019 წელს წარმოების 98, 4 პროცენტს მიაღწია - სამცხე ჯავახეთი (59%), ქვემო ქართლი (20%). საქართველოს აქვს შესანიშნავი პირობები თბილ დაბლობებზე საადრეო მომწიფებული ჯიშების მოსაყვანად და ცივ ადგილებში საგვიანო ჯიშების მოსაყვანად.

იმის გათვალისწინებით, რომ კარტოფილი ქართული სამზარეულოს ძირითადი საკვები და ინგრედიენტია, მომხმარებლებს აღნიშნული ფესტივალის ფარგლებში 12 განსხვავებული სახეობის შეძენის შესაძლებლობა მიეცათ.


image

„კარტოფილის ფესტივალი“ FinExCoop პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც 4-წლიანი პროექტია და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ (EU)NIF პროგრამის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტიც 4 მილიონ ევროს შეადგენს. პროექტის მენეჯმენტი და კოორდინაცია ხდება საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ (AFD). პროექტს ახორციელებს ფრანკფურტის ფინანსთა და მენეჯმენტის სკოლა, Mercy Corps-ის, Rural Development for Future Georgia (RDFG)-ის და Chambre Agriculture de Loiret-ის პარტნიორობით.

FinExCoop არის ტექნიკური დამხმარე პროექტი, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში მხარს უჭერს ფერმერებს, საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრებს (ICC) და კოოპერატივებს. კარტოფილის სექტორში პროექტი მუშაობს შვიდ ინდივიდუალურ პარტნიორ პილოტთან და ერთ კოოპერატიულ პილოტთან ოთხ მუნიციპალიტეტში: წალკა, ახალქალაქი, ახალციხე და ადიგენი, რათა ხელი შეუწყოს ფინანსებს, საჭირო აღჭურვილობასა და ბაზარზე ხელმისაწვდომობას. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ადგილობრივი წარმოების მაღალი ხარისხის კარტოფილზე მოთხოვნისა და რეალიზაციის გაზრდა.

ასევე, ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ფერმერების ახალ ბაზრებთან დაკავშირება, რომელიც მიიღწევა მომხმარებლისთვის კარტოფილის ახალი ჯიშების გაცნობით. საერთაშორისო მარკეტინგის ექსპერტებმა და ადგილობრივმა გუნდმა, უკეთესი ხარისხისა და გემოს პოპულარიზაციის მიზნით, პარტნიორობა დაიწყეს ბაზრის წამყვან მოთამაშეებთან, როგორიცაა „კარფური“ და „ანტრე“.

ჯერომ აკელმა, "კარფურის" გენერალურმა დირექტორმა საქართველოში, განაცხადა: „მოხარულები ვართ, ვუმასპინძლოთ კარტოფილის ფესტივალს, რომლის ფარგლებშიც მოვიწვიეთ ჩვენი პარტნიორი ადგილობრივი მომწოდებლები მონაწილეობის მისაღებად. ეს ღონისძიება არა მხოლოდ მხარს უჭერს ფერმერებს, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ, არამედ ჩვენს მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას დაუკავშირდენენ მათ და გაიგონ უფრო მეტი ახალი და ჯანსაღი პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი მწარმოებლების გაზდრის ხელშეყობა, ხოლო მომხმარებლებში ცნობიერების ამაღლება ფერემერების მიერ წარმოებული ეკოლიგიური და ახალი პროდუქციის მიღმა ჩადებული შრომის შესახებ“.

"კარფური" ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და წინსვლაში დიდ როლს თამაშობს, რადგან ის მუდმივად უჭერს მხარს ქართველ მწარმოებლებს, ფერმერებს და სოფლის მეურნეობას. იგი საქართველოს ათ უმსხვილეს ინვესტორთა შორის მოწინავე ადგილს იკავებს სწრაფი ფიზიკური თუ ციფრული განვითარებიდან, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მაღალი მაჩვენებლიდან, ბრენდის მრავალფეროვანი საქველმოქმედო და გარემოსდაცვითი პროექტებიდან გამომდინარე.

"კარფური" აქტიურად აგრძელებს ქართველი ფერმერების მხარდაჭერას და მომხმარებელებისთვის ახალი, ჯანსაღი ადგილობრივი პროდუქციის პირდაპირ ფერმებიდან მიწოდებას ყოველდღიურად.



R

0
24
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0