x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი-8 ცნობილი ქალბატონი ყველაზე ცუდად გაკეთებული მკერდის ოპერაციით
imageმამოპლასტიკა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული პლასტიკური ქირურგიაა. ცნობილი ადამიანებისთვის კი, რომლებსაც არა გააჩნიათ ფინანსური შეზღუდვები, მკერდის ზომისა და ფორმის შეცვლა მათთვის იგივეა, რაც ჩვეულებრივ მოკვდავთათვის პურის მაღაზიაში წასვლა.

ჰოლივუდის დივები საკუთარ გარეგნობისთვის არაფერს დაიშურებენ და ამიტომაც საკმაოდ ხშირად მიმართავენ საუკეთესო პლასტიკურ ქირურგებს. მაგრამ ზოგჯერ ოპერაციის შედეგი არც თუ სასურველია.


ქვემოთ გთავაზობთ გამოცდილი პლასტიკური ქირურგიის ექსპერტის, ნოდარ იოსელიანის შეფასებას 7 ცნობილი ქალბატონის საკმაოდ წარუმატებლად გაკეთებულ მკერდის ოპერაციების შესახებ.

image



1-მელ ბი-როგორც ჩანს, მელ ბიმ მკერდის გადიდების ოპერაცია მრავალი წლის წინ გაიკეთა. მისი მკერდი მახინჯი და არაბუნებრივი ჩანს. დიდი ალბათობით, ყოფილ „წიწაკას“ სილიკონის იმპლანტები აქვს და საკმაოდ დაბალი ხარისხის. ასევე პლასტიკურმა ქირურგმა იმპლანტები საკმაოდ ახლოახლო ჩაუდგა.


image


2-ივანკა ტრამპი-მკერდის გადიდების ოპერაცია დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია, მაგრამ ეს არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის მარტივი პროცედურა. ძალიან მნიშვნელოვანია იმპლანტისთვის „წოლის“ ფორმირების ეტაპი. ივანკა ტრამპის შემთხვევაში, სწორედ ამ მომენტში დაუშვეს შეცდომა, რომლის გამოსწორება მხოლოდ განმეორებითი მამოპლასტიკის საშუალებითაა შესაძლებელი.


image


3-კრისტინა აგილერა-კრისტინა აგილერას შემთხვევაში მამოპლასტიკა გაკეთდა იღლიის მეშვეობით. პირადად მე ვფიქრობ, რომ მკერდის გადიდების ეს მეთოდი არ არის საუკეთესო. ჯერ ერთი, ოპერაციიდან ნაკერების დამალვა რთული იქნება და მეორეც, იღლიის მეშვეობით იმპლანტების ჩადგმის შემდეგ გართულებების ალბათობა გაცილებით მაღალია.


image


4-ჰაიდენ პეტენტერი-ოპერაციის შემდეგ ჰეიდენს გაუჩნდა პატარა ფოსო ზედა მარჯვენა მკერდში. ამის ახსნა მარტივია: მსახიობმა აირჩია ძალიან დიდი იმპლანტანტები და უბრალოდ არ ჰქონდა საკმარისი რბილი ქსოვილები მათ სრულად დასაფარად.


image


5-ტორი სპელინგი-ტორი სპილინგის შემთხვევა არის ოქროს წესის შესანიშნავი დადასტურება ყველა პლასტიკური ქირურგისთვის: შეინარჩუნოს ბალანსი პაციენტის სურვილსა და თანამედროვე ქირურგიის შესაძლებლობებს შორის. თუ იმპლანტები ძალიან ახლოს არის განთავსებული, ისინი გამოიყურება მახინჯურად და არაბუნებრივად. მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილია! ოპერაციის დროს ახლოახლოს ჩადგმულმა იმპლანტანტებმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, სისხლდენა და ა.შ.

image

6-ტარა რიდი-ტარა რიდს რომ ვუყურებ, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ქირურგი ძალიან ცდილობდა და კარგად გამოუვიდა! შეხედეთ მის კანის ხარისხს მუცელზე. ახლა წარმოიდგინეთ რა მდგომაროებაში იქნებდა ტარას მკერდი? მამოპლასტიკის შედეგი ძალზე დამოკიდებულია ქსოვილის საწყის მდგომარეობაზე, ამიტომ გასაკვირი არაფერია.

image


7-ვიქტორია სილვსტედტი-ვიქტორიას სურდა გამხდარიყო დიდი მრგვალი მკერდის მფლობელი და პლასტიკურმა ქირურგმა გოგონას ეს გადაწყვეტილება არა გადააფიქრებინა. ძალიან ფართო სივრცეა ძუძუებს შორის, მრგვალმა იმპლანტებმა და დაშორებამ მოიტანა ის შედეგი, რასაც ვხედავთ.მკერდი არაბუნებრივია, თითოეული თავისთვის.

image


8-ხლოი ხანი-მაცდუნებელი მკერდის დევნაში ხლოი ხანი ისე გაიტაცა, რომ ბიუსტი გაზარდა 32 HH ზომამდე, რაც შეესაბამება ჩვენებურად რვა ზომა! აბა, რა ვთქვა... მსახიობმა ძალზე გადააჭარბა!

image


image

ასევე იხილეთ



რა არის სიკვდილი? თქვენ შეგიძლიათ საათობით ისაუბროთ ამაზე, მაგრამ ლონდონელმა ბიჭებმა თავად განაზღვრეს: ეს(სიკვდილი) მაშინ დგება, როდესაც შენ გყავს ძმაკაცი, მაგრამ ვეღარ ნახულობ რადგან მან გაიცნო გოგონა და ძმაკაცები საერთოდ დაივიწყა. მათ მისი დაკრძალვაც კი მოაწყვეს. ბრიტანელი მეგობრები ცოტა ხნის წინ საშინე...


ჯესიკას თქმით, რომელიც ადრე როდრიგო ალვესი იყო და "ცოცხალი კენის" სახელით იცნობდნენ, ამჟამად ქალად გადაიქცა და ბევრს სურს ნახოს მისი ყველა ოპერაციის შედეგი. ინსტა-დივამ ხელიდან არ გაუშვა ასეთი შესაძლებლობა. 37 წლის პოპულარულ ბლოგერს, ჯესიკა ალვესს, უთვალავი ოპერაციის შემდეგ, საბოლოოდ შეუძლია იამაყოს თავისი სხეულით. უკ...


გავრცელდა, ვიდეო, სადაც პეტერბურგელი პორნომსახიობის კრისტინა ლისინას სიცოცხლის უკანასკნელი წუთები არის აღბეჭდილი. პორნომსახიობმა კრისტინა ლისინამ, რომლის ფსევდონიმი იყო Kris the foxx თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა მამაკაცმა, რომელიც საკუთარ თავს გოგონას შეყვარებულს უწოდებს. მანვე ითხოვა...

გრძელი ფრჩხილების ამაყმა პატრონმა 28 წლის განმავლობაში პირველად დაიჭრა ფრჩხილები და ამაზე საერთოდ არც ნანობს. გინესის წიგნის მსოფლიო რეკორდსმენს აიანა უილიამსს(Ayanna williams) აღარ შეეძლო საწოლის ალაგება ან ჭურჭლის რეცხვაც კი, ამიტომ აიღო მაკრატელი და მოიჭრა ფრჩხილები. ქალმა აღიარა, რომ დროა დაიწყოს ახალი ცხოვრება, რათა შეძლოს ყოვედღიურად ჩვ...


ესკორტ-მომსახურება არის ბიზნესის ერთ ერთი სახეობა, რომელიც ოფიციალურად მდიდარ კლიენტებისთვის უზრუნველყოფს ლამაზ თანმხლებ ქალბატონებს(ან მამაკაცებს), რათა მათ გვერდით იყვნენ სხვადასხვა ღონისძიებებში (საქმიანი შეხვედრები, საქველმოქმედო საღამოები, მოგზაურობის დროს და ა.შ), მათ სხვაგვარად პროსტიტუციის "ზედა ფენად" მოიხსენიებენ, რადგან მათი...

0
167
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0