x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ასე გამოიყურება ქალის ტვირთი სამხრეთის ტომებს შორის
ყველა ჩვენგანი ცვლილებებისა და კატაკლიზმების ეპოქაში ცხოვრობს. ზოგჯერ ძნელია აირჩიო სწორი მიმართულება და გაარკვიო ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. ზოგჯერ სამართალი ყველას და ყველაფერს აყენებს თავის ადგილას, თუმცა ჩვენს დროში ძნელია იპოვო სამართალი და სამართლიანი. შესაძლოა პარადოქსულად ჟღერდეს, თუმცა უმჯობესია ცუდ მოვლენებს უმზირო შორიდან და თავს თავად არ დაგვატყდეს, რადგან შორიდან უკეთ ჩანს ვინ არის ხაფანგში, ვინ სჩადის ფასდაუდებელ სიკეთეს და ინიციატივას იჩენს დატოვოს წვლილი ისტორიაში, რომელიც თაობებს გადაეცემა.



image




სიტყვა ისტორია ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს თხრობას, მოთხრობას და არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის საზოგადოების განვითარებას. მაშასადამე, კაცობრიობის ისტორია სავსეა და მოიცავს რიგ განვითარებებს, დღემდე ამოუხსნელ და მისტიკურ ამბებს, სახალისო შემთხვევებს, სხვადასხვა დარგებს და ა.შ.




რამდენ საიდუმლოს მალავს და ინახავს ისტორია, ვინ იცის. ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს.




ჩვენი პლანეტა მდიდარია სხვადასხვა ერებისა და ტომებისგან შემდგარი ადამიანებისგან. მათი ტრადიციები თვალწარმტაცი და ძალიან საინტერესოა. კიდევ უფრო საინტერესოა ქალების ტვირთი მათ ცხოვრებაში და დღევანდელი კრებულით აღფრთოვანებული დარჩებით, რადგან მათი ხილვით გაოცებულებს მხოლოდ ერთი კითხვა გაგიჩნდებათ, თუ როგორ ახერხებენ ეს ქალბატონები თავით ზიდონ ტვირთი, რომელთა მასა 50-დან 70 კგ-მდე მერყეობს.




ასე გამოიყურება ქალის ტვირთი სამხრეთის ტომებს შორის



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



2
229
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
229
  
2021, 28 ნოემბერი, 12:13
მესმის მსუბუქი რამე დაიდო თავზე და წაიღო, მაგრამ საკერავი მანქანა?!-სასწაულია პირდაპირ. :)
0 1 2