x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"ბევრი ახალი დეტალი გამომჟღავნდა, მათ შორის რუსულ კავშირებზეც"- რა ინფორმაციას ავრცელებს ელისო კილაძე

image


გაზეთ "ქრონიკა+"- ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ცოცხების სპეცოპერაციას დასრულებულად აცხადებს. კილაძის თქმით, აღნიშნულ ფილმზე მუშაობისას მან არაერთი ისეთი დეტალი აღმოაჩინა, რაც ცოცხების სკანდალს საბოლოოდ, ნათელს მოჰფენს, მათ შორის ბედუკაძის კავშირს ჩრდილოელ მეზობელთან.



"აქ თქვენ ნახავთ როგორ დაიდგა ცოცხების სპეცოპერაცია .ახალი დეტალები, ამ დრომდე უცნობი ფაქტები და ინტერვიუ მთავარ გმირთან გოჩა ყაზარაშვილთან !!! შარშან ავტოავარია მოუწყვეს და სიკვდილს გადარჩა ! გადარჩა იმიტომ რომ სიმართლე მოეთხრო ‼️



ცოცხის ანატომია დასრულებულია ! ბევრი ახალი დეტალი გამომჟღავნდა, მათ შორის ბედუკაძის რუსულ კავშირებზეც. ამ ისტორიაში ჩემთვის ამაზრზენი ერთი მნიშვნელოვანი პასაჟია-მთავარ გმირს გოჩა ყაზარაშვილს ექსპერტიზა ჩაუტარეს, ზუსტად დაადგინეს რომ გაუპატიურებული არაა და დამალეს ‼️ დამალეს ‼️ და ქვეყნის სიმბოლოდ აქციეს ცოცხი ‼️"- წერს ელისო კილაძე.



შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, "ქრონიკა+"- ის მთავარმა რედაქტორმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ამავე გაზეთისა და საგამოძიებო ბიუროს მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების ანონსი გააზიარა, სადაც ცოცხების სკანდალის მთავარმა გმირმა, გოჩა ყაზარაშვილმა 9 წლიანი დუმილი დაარღვია და პირველად იმ კადრების აფერაზე ისაუბრა, რომელმაც 2012 წელს სრულიად საქართველო შეძრა.


ცოცხების სკანდალის მთავარი გმირის თქმით, კადრებში რომელშიც ის მონაწილეობდა ლადო ბედუკაძის მიერ დაწერილი სცენარის მიხედვით იყო გადაღებული, რომელშიც მან ყაზარაშვილის თქმით, დიდი ფული აიღო.


როგორც 2 წუთიანი სკანდალური ვიდეომასალიდან ცნობილი გახდა სიმართლეს არ შეეფერებოდა ასევე 26 000 ქართველი ვაჟკაცის გაუპატიურების ამბავიც, რომლის საზოგადოებისთვის დაჯერებასაც "ქართული ოცნება" წლების განმავლობაში ასე მონდომებით ცდილობდა. ნახეთ, რა პოსტს ავრცელებდა ელისო კილაძე ცოტა ხნის წინ, ზემოხსენებული ანონსის პარალელურად.


"მაშ ასე-ყველაზე სკანდალური საქმის სკანდალური ფინალი !
ცხრა წლის მერე დარღვეული დუმილი და საჯარო აღიარება ! ქრონიკა+ -ის ჟურნალისტური გამოძიების ბიუროს პირველი ანონსი.


ეს მხოლოდ დასაწყისია !



მაშ ასე-მითი ცოცხების კადრების შესახებ დასრულებულია! ვიპოვე ცოცხების სცენის მთავარი როლის შემსრულებელი გოჩა ყაზარაშვილი და ინტერვიუზე დავითანხმე ! ცხრა წლის მერე დარღვეული დუმილი... მოყვა შოკისმომგვრელი დეტალები - როგორ და ვის მიერ დაიდგა ცოცხები ! ამიერიედან, ყველა ქოცს, ვინც ცოცხს ახსენებს ეს ვიდეო გაუზიარეთ (სრული ფილმი მზადების პროცესშია) #გააზიარეთყველამ!!"- ვკითხულობთ ელისო კილაძის სკანდალურ პოსტში.



0
662
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
662