x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კოვიდმა ძმებთან ერთად დედაც შეიწირა

imageრამდენიმე დრის წინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსმა შეიწირა ძმები ზურა და დათო გამ­ყრე­ლი­ძე­ე­ბი იმ­სხვერ­პლა, დედა კი მძიმე მდგომარეობაში განაგრძობდა კლინიკაში მკურნალობას, თუმცაცნობილი გახდა, რომ ვირსუმა დედაც იმსხვერპლა.ამის შესახებ ინფორმაციას მარი ჩიტაია ავრცელებს:


დედაც წავიდა!.. სულ ცოტა ხნის წინ ვწერდი: “როცა დედა თვალს გაახელს, შვილებს მოიკითხავს"!.. არ მოხდა ასე! დათოს და ზურას შეუერთდა მარადისობაში.
სიტყვები უძლურია, ემოციებისგან დავიცალეთ ყველა, ვინც ბოლო 3 კვირის განმავლობაში ამ სტრესს გავდივართ - კოვიდთან ბრძოლის, სიკვდილ-სიცოცხლის სტრესს! დაიმსხვრა ლამაზი ოჯახი თავისი ბიოგრაფიით, რომელიც შეიძლება გარედან ჩვეულებრივი ჩანს, მაგრამ შიგნით, ახლობელთა და ოჯახის წევრებისთვის ბედნიერებას ასხივებდა: ზურა და დათო, უმამოდ გაზრდილები, საოცრად კარგი დედის ასევე გამორჩეული შვილები! ზურა სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული იყო, ნიჭიერი, ღრმა და სუფთა, კარგი ძმა და მეგობარი, ყველას გვერდში მდგომი, როგორსაც ისურვებდით მეგობრად, ნათესავად ან უბრალოდ, ნაცნობად! ასეთივე იყო დათოც, პროფესიით ეკონომისტი, ბუნებით კი ზუსტად ასეთი - ერთგული და უღალატო ბიჭი...
მადლობა თქვენ, ბიჭებო, ამ სიკარგისთვის, დაგვიანებული მადლობა!
ასეთი რამ იშვიათად ხდება: ერთმანეთი გაიტანეს ცხოვრებაში და სიკვდილშიც კი!..


კარგი ქართველები დავკარგეთ!
დედა-შვილების ერთად დასაფლავებაც ვერ მოხერხდა, სასაფლაო გადავსებულია ახალი მიცვალებულებით, ამიტომ ახლობლები იძულებული გახდნენ, დედის საფლავი შვილებისგან მოშორებით გაეჭრათ! კიდევ ერთი სტრესი!
ამ ტრაგედიის მიღმა არის უფროსი ძმა სოსო, საყრდენგამოცლილი და მხრებჩამოყრილი - მოულოდნელად დედის და ძმების გარეშე დარჩენილი. არყოფნამ გამყრელიძეების ოჯახში დიდი შავი წერტილი დასვა, სახელად “კოვიდი"!


ასეთ ფონზე აზრს კარგავს მოწოდება, რომ ავიცრათ, ეს უკვე ვალდებულებაა, რომლის შეუსრულებლობით შეიძლება გავწიროთ თავი, ოჯახის წევრი, მეგობარი, ნაცნობი და შესაძლოა, სრულიად უცნობი ადამიანიც კი, რადგან არ ვიცით, ვის რა ბრძოლა გველის გადარჩენისთვის, ვის გაუმართლებს, ვის - ვეღარ!

image

0
160
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0