x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ცოლით უკმაყოფილო მამაკაცი უფრო ნაადრევად კვდება,ვიდრე მარტოხელა
image

არა, ეს თავში ჩარტყმული ტაფის ბრალი არ არის, როგორც უცებ წარმოიდგინეთ. თუმცა, სასიამოვნო რამ ნამდვილად არ არის, რადგან გამოდის, რომ ქორწინებაში მყოფი ცოლით უკმაყოფილო მამაკაცები დიდი რისკის ქვეშ არიან!


ისრაელის ხელისუფლების შეკვეთით, რომელიც ჯერ კიდევ 30 წლის წინ დაიწყო ებრაელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი და ფართომასშატაბიანი კვლევა.



მეცნიერებისთვის გამოწვევა იყო იმის გაგება, თუ რა გავლენას ახდენდა იმ ადამიანების ჯანმრთელობაზე და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, რომლებსაც სრული სახელმწიფო დაზღვევა ჰქონდათ, უნდა ავღნიშნოთ, რომ ისრაელის ხელისუფლების ძალზე გონივრული და საჭირო გადაწყვეტილებაა.



კვლევების უმეტესობა საკმაოდ მოსაწყენი იყო. უკვე ყველამ ვიცით, რომ ადამიანები, ვინც ეწევიან ან ცხოვრების უმოძრაო ცხოვრების წესს მისდევენ, მიდრეკილნი არიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისკენ. მაგრამ კვლევის დროს გამოიკვეთა სრულიად მოულოდნელი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ზრდის 50 წლამდე მამაკაცის სიკვდილის რისკს 39% -ით!


ეს არის უიღბლო ქორწინება! გაირკვა, რომ ცოლებით უკმაყოფილო კაცები უფრო ხშირად ავადდებოდნენ და უფრო სწრაფად იღუპებოდნენ, ვიდრე მარტოხელა მამაკაციც კი!


რა სახის დაავადები შეეხოთ ამ უბედურებს? აღმოჩნდა, რომ პირველ რიგში ეს იყო ინსულტი .

50 წლამდე ინსულტის განვითარების რისკი ცოლებით უკმაყოფლიო ქმრებში გაზრდილი იყო 69% -ით! უბრალოდ ყველა არ კვდებოდა, ნაწილი ზოგი პარალიზებული იყო მთელი ცხოვრების მანძილზე (ეს, რა თქმა უნდა, დახვეწილი შურისძიებაა მაწაკი ცოლის მიმართ!).


საკვირველია, მაგრამ ფაქტია, რაც ებრაელმა მეცნიერება აღმოაჩინეს:ცოლით უკმაყოფილო კაცი თუ 50 წლამდე ინსულტს გადაურჩა, ამის შემდეგ რისკის ზონაში ფაქტობრივად აღარ არის.

ამ კვლევის შედეგად, ისრაელი მეცნიერები ძალიან შეშფოთდნენ და მთავრობას შესთავაზეს სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულებისათის უფასო ფსიქოლოგიური დახმარების დაფინანსება ოჯახის და ქორწინების საკითხებში.

თქვენ კი თუ ისრაელის სახელმწიფო მოსამსახურე არ ხართ, მაგრამ მაინც ძალიან უკმაყოფილო ხართ თქვენი ცოლით, ამ საკითხის განხილვა და გადაწყვეტა თავად მოგიწევთ. გვიან არასდროს არის შეცვალოთ რამე (ცოლი, საყვარელი ან თუნდაც ფსიქოლოგი).


ასევე დაგაინტერესებთ

image

1-ქალებს უფრო თხელი და მშრალი კანი აქვთ-პროგესტორენის ჰორმონი ქალის კანს უფრო ელასტიურს ხდის. 2-ქალებს უფრო პატარა გული აქვთ და უფრო სწრაფად სცემს-შესაბამისად მამაკაცის გული საშუალოდ წუთში 72-ჯერ სცემს, ხოლო ქალის 90-ჯერ. 3-თმის ძირები ქალებს ორი მილიმეტრით უფრო ღრმად აქვთ ჩამჯდარი, ...


ავსტრალიელმა მკვლევარებმა გამმოიკვლიეს, რას ნიშნავს იყო სექსუალურად მიმზიდველი და როგორ იცვლება ქალთა და მამაკაცთა პრიორიტეტი ასაკის მატებასთან ერთად, წერს ჟურნალ PLOS One. ამისათვის 18-დან 65 წლამდე შვიდი ათასზე მეტ ადამიანს მოუწყვეს ონლაინ გამოკითხვა. რესპონდენტებმა 0-დან 100 ქულამდე შეაფასეს პოტენციური პარტნიორების მნიშვნელობი...

გეტინგენის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს კავშირი ხმასა და სექსუალობას შორის. მათ გაარკვიეს, რომ თურმე შესაძლებელია ბგერის მახასიათებლებმა ბევრი რამ თქვას პიროვნების მახასიათებლებზე, წერს სამეცნიერო ჟურნალი Journal of Research in Personality. ექსპერტებმა გაანალიზეს ორი ათასზე მეტი ადამიანის მონაცემები. მა...

ილინოისის უნივერსიტეტის (ჩიკაგო, აშშ) მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა პირდაპირ კავშირშია სქესობრივ ურთიერთობასთან. მათი კვლევის თანახმად, დილის სექსი განსაკუთრებით სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ექსპერტებმა 65-დან 87 წლამდე 2, 600 მამაკაცს შორის ჩაატარეს გამოკითხვა და დაასკვნეს, რომ ...

0
82
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0