x
ახალგაზრდული ორგანიზაცია - გზა მომავლისკენ
მოგესალმებით, მე გახლავართ სოფო ხარებავა, ახალგაზრდული ორგანიზაციის “ გზა მომავლისკენ'' დამფუძვნებელი.

ძალიან ამაყი ვარ, როცა ამ სიტყვებს ვამბობ, რადგან ჩვენ შევძელით ახალგაზრდებისთვის დაგვენახებინა უკეთესი გზა მომავლისკენ.

პატარაობიდანვე მინდოდა შემექმნა ისეთი რამ, რაც ახალგაზრდებს დაეხმარებოდა წინსვლაში და განვითარებაში. 2019 წელს კი გადავდგი ჩემს ცხოვრებაში ერთ - ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, შემექმნა ორგანიზაცია და მეზრუნა ახალგაზრდების განვითარებაზე.

ორგანიზაცია უკვე ორი წელია ფუნქციონირებს და მთავარი მიზანია: ახალგაზრდების განვითარება, ცნობიერების ამაღლება, დასაქმების ხელშეწყობა, გვაქვს უამრავი პროექტი, პროფესიული კურსი სრულიად უფასოდ და ასობით ახალგაზრდას ვეხმარებით განვითარებაში. თვალნათლივ ვხედავთ მათ შედეგებს, რაც უდიდესი ბედნიერებაა ჩვენთვის.


ორიოდე სიტყვას მოგახსენებთ ჩვენს პროექტებზეც. მინდა გამოვკვეთო რამდენიმე მასშტაბური კურსი, პროექტი რომელიც ორგანიზაციამ სრულიად უფასოდ განახორციელა:

ესენი იყო:

1. სამართლის სკოლა

2. “ ახალგაზრდული გზა ევროპისკენ".

3. “ ტრანსფორმაცია2021"

4. მენეჯმენტის სკოლა

5. პროგრამირების სკოლა

6. ფსიქოლოგიის სკოლა

7. ინგლისური ენის კურსი

8. ჩინური ენის კურსი

9. ისტორიის კურსი.

და ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია.


და ბოლოს შევეხები ჩემს გუნდს, ადამიანებს, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ და უდიდესი პასუხისმგებლობით, პროფესიონალიზმით ეკიდებიან საქმეს, მათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ორგანიზაციის წინსვლაში და განვითარებაში.

ესენი არიან:

1. თინათინ ყველაშვილი.

2. სალომე შიოშვილი.

3. მიხეილ ბოლქვაძე.

4. ანი აზარიაშვილი.

და მართლაც, როგორც ჯონ კარმაკი ამბობს:

“ძლიერ გუნდს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი შეშლილი ხედვა და გადააქციოს იგი რეალობად''.

ჩვენ გპირდებით, რომ შევცვლით უკეთესობისკენ!

გპირდებით, რომ დაგანახებთ გზას უკეთესი მომავლისკენ!image

0
15
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფიო ხარებავა
სოფიო ხარებავა
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0