შოუბიზნესი ერთი-ერთში: ვარსკვლავების შვილები, რომლებიც თავიანთი მშობლების ზუსტი ასლები არიან 2021, 19 მაისი, 16:22 როდესაც ბავშვი ამ სამყაროს ევლინება, ყველას მხოლოდ ერთი რამ აინტერესებს თუ ვის დაემსგავსება პატარა. ალბათ დამეთანხმებით, რომ ყოველთვის საინტერესოა ბავშვის ზრდის პროცესისთვის თვალის დევნება, კერძოდ კი იმისთვის, თუ როგორ იცვლება დროსთან ერთად პატარის გარეგნობაც, თუმცა ორმაგად საინტერესოა, როდესაც საქმე ცნობილი ადამიანების შვილებს ეხება, რომელთა ამქვეყნად მოვლენისთანავე მათივე ვარსკვლავური მშობლების თაყვანისმცემლები მათ დიდი გულისყურითა და ინტერესით აკვირდებიან. მოგეხსენებათ, ვარსკვლავური მშოლების შვილები ბავშვობიდანვე მოყოლებული ყოველთვის პაპარაცების სამიზნე არიან, და არ შეიძლება არ აღინიშნოს რომ ზოგიერთი მათგანი თავის სელებრით მშობელს მართლაც რომ გაჭრილი ვაშლივით ჰგავს. დღევანდელ პოსტში მსურს წარმოგიდგინოთ მსოფლიო შოუ - ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლების მემკვიდრეები, რომლებიც გარეგნობით თავიანთი ვარსკვლავური მშობლების ზუსტი ასლები არიან.ჯონ ტრავოლტა და მისი ქალიშვილი ელავიქტორია ბექჰემი და მისი ვაჟი რომეოკლინტი და სკოტ ისტვუდებიარნოლდ შვარცენეგერი და ჯოზეფ ბაენასინდი კროუფორდი და კაია გერბერიმაიკლ ჯეი ფოქსი და მისი ვაჟი სემირიზ უიზერსპუნი და ავა ელიზაბეტ ფილიპიჯესიკა ალბა და ონორ მარი უორენიშონ პენი და მისი ვაჟი ჰოპერი729 1-ს მოსწონს |