x
მეტი
  • 21.05.2024
  • სტატია:134788
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509135
რატომ არ სცემდა პატივს მუსოლინი ჰიტლერს?

imageბენიტო მუსოლინი და ადოლფ ჰიტლერი


მიუხედავად იმისა, რომ დღეს ადოლფ ჰიტლერს სუპერბოროტმოქმედად და პლანეტის მთავარი ტირანიად მივიჩნევთ, მისი თანამედროვენი ასე არ ფიქრობდნენ. მაგალითად, იმ დროს, როდესაც ფიურერს, კერძო საუბრებში, არაერთხელ გამოუხატავს აღფრთოვანება იტალიელი დიქტატორის და იტალიის ფაშისტური პარტიის ლიდერის მიმართ, თავად მუსოლინისთვის ჰიტლერის პიროვნება და იდეოლოგია შთამბეჭდავი სულაც არ იყო. ის ჰიტლერს სუსტად მიიჩნევდა და თვლიდა, რომ პირველობას კონტინენტზე, თავისი ერი უფრო იმსახურებდა, ვიდრე ე. წ. «არიელები».

«ჩვენ ძველი რომაელების შთამომავლები ვართ, ისეთების, როგორიც კეისარი, ვერგილიუსი, იმპერატორი ავგუსტუსი... იყვნენ. და ვინ იყვნენ გერმანელები მათ დროს? უბრალოდ, ხისთავა, გაუნათლებელი ბარბაროსები!» — ასე საუბრობდა მუსოლინი, ფაშიზმის გერმანულ ვერსიაზე.


P. S. 2 ათასი წლის წინ, რომი ნახევარი მსოფლიო იყო, ხოლო მანამდე, კიდევ ათასი წლის წინ, – ლათინოსების სოფლის ტიპის დასახლება, ლაციოში (რეგიონი იტალიის დას. ნაწილში), მდ. ტიბრის სანაპიროზე.

რომი, ძვ. წ. აღრ. VIII ს-ში, პალატინის ბორცვზე, ტყუპმა ძმამ – რომულუსმა და რემუსმა დაარსეს. მოგვიანებით, ძმებმა იჩხუბეს, რომულუსმა რემუსი მოკლა და რომის 7 მეფიდან, პირველი მეფე (ძვ. წ. აღრ. 753–715 წწ.) გახდა.

გადმოცემის თანახმად, იმ ადგილზე, ქალაქის გაჩენამდე, პატარ-პატარა დასახლების პუნქტები იყო, რომლებშიც საგვარეულო ტომები ცხოვრობდნენ. რომულუსმა 30-მდე ასეთი დასახლება გააერთიანა (დაახლოებით, 300 გვარი) და ფედერაციას რომი დაარქვა (რომულუსი ლათინურიდან თარგმანში – «რომაულს» ნიშნავს). რომის ტერიტორიების გაზრდა კი, მეზობელი ტომების ხარჯზე ხდებოდა, რომლებსაც მეფე იპყრობდა. სამეფო გვარდიაში მხოლოდ 300 მეომარი (celeres) მსახურობდა. თუმცა, ქალაქის საზღვრების გასაფართოებლად, ესეც სავსებით საკმარისი აღმოჩნდა. ქალაქი იზრდებოდა, მაგრამ რომულუსის ტირანული ზნე საგვარეულოების უხუცესებს არ მოსწონდათ და ის მოკლეს. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტები ჩვენი წარსულის შესახებ

* სად გაქრა 1 დოლარი? – მარტივი თავსატეხი, რომელსაც ბევრი ვერ უმკლავდება (პასუხი აქვს)

* მეცნიერებმა უძველესი ტაძრის გვირაბებში მოოქრული სფეროები აღმოაჩინეს

* რა სასარგებლო თვისებები აქვს შავ ქიშმიშს და რომელი დაავადებებისგან გვიცავს?

* 7 ფაქტი კოკაინის მეფის პაბლო ესკობარის შესახებ, რომლის ფულს მთელი მსოფლიოს გამოკვება შეეძლო

* 20 ფოტო და ფაქტი, რომლებიც მსოფლიოს სულ სხვა თვალით დაგანახებთ

* ჰუმანიზმის პროდუქტი. როგორ გამოიგონა გულმოწყალე სტომატოლოგმა "ელექტრო სკამი"



0
882
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
882
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0