x
გიგაშვილი: " ჩემი ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაშია "
image

რუსეთის პრემიერლიგის კლუბ "ტამბოვში" ახალგაზრდა ქართველი მცველი ზურაბ გიგაშვილი თამაშობს. ამ ფაქტის შესახებ ძალიან ცოტამ თუ იცის, თუმცა 19 წლის ფეხბურთელი "ტამბოვის" ძირითად გუნდში ვარჯიშობს და გასულ ტურში მოსკოვის ს"პარტაკთან" მატჩში მინდორზე 90 წუთი დაჰყო. ჩვენ ზურას რუსეთში დავუკავშირდით და საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ:


მოგვიყევი სად და როგორ დაიწყე ფეხბურთის თამაში?

ფეხბურთის თამაში თურქეთში დავიწყე და ამ მხრივ ძალიან გამიმართლა, რადგან იქ ბავშვთა ფეხბურთი მაღალ დონეზეა განვითარებული და ჩემი ამჯამინდელი წარმატებაც ამან განაპირობა.


"სპარტაკთან" ცენტრალური მცველის პოზიციაზე ითამაშე. მაინც რომელ პოზიციაზე გრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად?

ყველაზე კომფორტულად სწორედ ამ პოზიციაზე ვგრძნობ თავს და მიხარია დებიუტი სწორედ ამ პოზიციაზეა რომ მქონდა, მაგრამ მზად ვარ ნებისმიერ პოზიციაზე ვითამაშო თუ გუნდს დასჭირდება.

რუსეთში არაერთი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, მათ შორის "ტამბოვშიც". გაქვს თუ არა მათთან კონტაქტი?

დიახ რუსეთში მართლაც ბევრი ქართველი თამაშობს. ჩვენს გუნდშიც არიან ქართველები და ისინი ძალიან დამეხმარნენ ადაპტაციაში. ასევე აქტიური კონტატქი მაქვს ზურიკო დავითაშვილთანაც რომლსაც ხშირად ვესაუბრები და მინდა თქვენი საშუალებით წარმატება ვუსურვო მას.

როდემდე გაკავშირებს გუნდთან კონტრაქტი და როგორია შენი სამომავლო გეგმები?

გუნდთან კიდევ 1 წელი მაკავშირებს და ჯერ აქედან წასვლას არ ვგეგმავ. ჩემი მიზანია ამ გუნდის ლიდერად ჩამოვყალიბდე და ჩემზე გაცემული ავანსები გავამართლო.

იყო თუ არა დაინტერესება საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებიდან ან კლუბებიდან?

როდესაც თურქეთში ვთამაშობდი ახალგაზრდულ ნაკრებში ამხანაგურ მატჩებში ვითამაშე. ვნახოთ ახლა რა და როგორ იქნება, მე ყველაფერს გავაკეთებ რათა მწვრთნელთა ყურადღების ცენტრში მოვექცე, რადგან ყველა ქართველის ოცნებაა ქვეყნის ღირსება დაიცვას და ჩმეი ოცნებაც ეს არის.




2
108
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
108
  
2020, 13 დეკემბერი, 2:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 11 დეკემბერი, 2:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2