x
მეტი
  • 02.06.2024
  • სტატია:135069
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509423
ჭარბი წონა გაწუხებს ?
ჭარბწონიანი ქალბატონებისთვის არაერთი დიეტა არის შემოთავაზებული დიეტოლოგების მხრიდან. თუმცა აუცილებად გაითვალისწინეთ რომ ის დიეტა რამაც სხვას მოაკლებინა, შეისაძლებელია თქვენთვის ეფექტური საერთოდაც არ აღმოჩნდეს. თითოეულ ორგანიზმს თავის ინდივიდულური კვების რეჟიმი უნდა დაენიშნოს, თუმცა დიეტოლოგებთან ვიზიტი და მათ მიერ დანიშნული დიეტებს დაცვა არც ისე იაფი სიამოვნებაა.
ამიტომაც არსებობს კონკრეტული რჩევები, რომელსაც თუ გაითვალისწინებთ, ზედმეტი თVნხების დახარჯვის გარეშე აუცილბელად დაგაკლებინებთ წონაში, და ამას ჩემი პირადი გამოცდილებინდანაც გეუბნებით
მაშ ასე
1) დიეტის დროს ქალბატონები კვების რაციონიდან ხშირად საერთოდ იღებენ პურს, რაც გაუმართლებელია. პური ორგანიზმისთვის აუცილებელია, ამიტომაც სანამ მასზე უარს იტყვით კარგად დაფიქრდით. თქვენი საუზმე უნდა იყოს ჩვეულებრივი, რასაც ჭამთ ხოლმე ძირითადად, პური, ყველი, კალბასი თუ ასე შემდეგ. არ აქ მნიშვნელობა რას შეჭამთ მთელი დღის მანძილზე, მაგრამ საუზმე აუცილბელად ნოყიერი უნდა იყოს. თუკი პურის რაციონიდან ამოღებას გადაწყვეტ, და ამისთვის საკმარისი ნებისყოფა გააჩნიათ, უარი თქვით მასზე, მხოლოდ საუზმეზე აუცილბელად მიიღეთ ერთი ან 2 ნაჭერი პური, რაც მთელი დღის განამვლობაში მეტ ენერგიას შეგძენთ
2) იყიდეთ მწვანე ჩაი, იგი არა მარტო გიქრობთ ჭამისი სურვილს, არამედ ორგანიზმსაც წმენდს და სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის
3) მიეჩვიეთ უშაქრო ყავას, და მიიღეთ რაც შეიძლება ნაკლები შაქარი და მარილი
4) თუკი თქვენ ყოველ დილა ვარჯიშობთ და ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევთ რა თქმა უნდა ეს მისასალმებელია, თმცა თუ დილით ადრე ადგომა გეზარებათ, ან სავარჯიშოდ დრო არ გყოფნით, დაიმახსოვრეთ რომ 10-15 წუთი ცეკვა საყვარელ მუსიკაზე კალორიების დიდ ნაწილს დაგაკარგინებთ. ასე რომ იცეკვეთ, ეს არა მარტო წონის დაკლებაში, არამედ დღჲს ხალისიანად გატარებაშიც დაგეხმარებათ
5) რაციონიდან ტკბილეულობის ამოღება რა თქმა უნდა გამარტლებულია, თუმცა თუკი თქვენ საერთოდ უარს იტყვით საყვარელ ნუგბარზე, ეს სამომავლოდ მხოლოდ თქვენს ნერვებზე იმოქმედებს, ამიტომაც მიიღეთ მწარე შოკოლადი ზომიერად. ის დაგეხმარებათ ენერგიის აღდგენაში და ტვინის მუშაობაზეც სკამაოდ კარად მოქმედებს
6) დაბადების დღეზე ხართ და არ გამოდის სხვანირად რომ არ მიირთვათ ის რაც გეკრძალებათ?
არაუშავს, მიირთვით. მთავარი ის არ არის რომ თქვენ დიეტა დაარღვიოთ, ერთი ჭამა არაფერს არ გაკლებთ, მთავარია ზოგადი რეჟიმიდან არ ამვოარდეთ და არ იფიქროთ ის რომ რადგან დღეს დავარღვიე მორჩა, აზრიარ აქვს და მეორე დღიდან ისევ ძველი კვების რეჟიმს დაუბრუნდეთ.
7) მთავარი არ არის 6 -ის მერე არ ჭამა, მთავარია მშიერ კუჭზე დაიძინოთ. ეს არ მარტო წონის დაკლებაში დაგეხმარებათ, არამედ თქვენს ''კარგ'' ძილსაც უზრუნველყოფს
8) ნუ იფიქრებთ ვიქტორია სეკრეტის მოდელ გოგონებზე, თქვენ თქვენი მაქსიმუმის გაკეთება შეგიძლიათ
9) მიიღეთ დღეში მინიმუმ ლიტრანახევარი წყალი, და გაზარდეთ დაბალკალორიანი ხილ ბოსტნეულის რაოდენობა თქვენს მაცივარში

და
მთავარი
10) არ აქვს მნიშვნელობა რამდენ კილოს იწონით, ყოველ დილით, როცა ადგებით საწოლიდან ჩაიხედეთ სარკეში და თქვენ თავს გაუღიმეტ, უთხარით რომ ლამაზი ხართ, უთხარით თქვენ თავს რომ თქვენ აუცილებლადაიკლებთ წონაში. გააკეთე ეს მხოლოდ საკუთარი თავისთვის, იმისთვის რომ უკეთესად გამოიყურებოდეთ და არა იმისთვის რომ ლამაზი იყოთ.

image

1
2854
3-ს მოსწონს
ავტორი:carpediem
carpediem
2854
  
2013, 14 მარტი, 23:00
სასარგებლო რჩევებია :)
0 1 1