x
მეტი
  • 10.05.2024
  • სტატია:134700
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508922
ცაი - ქართული მითოლოგია
ცაი - ქართული მითოლოგია


"ცაი", იგივე "ცა" ქართულ მითოლოგიაში არის ცის ღმერთის სახელი, ბერძნული ურანოსი, ეთეროვანი გუმბათის განპიროვნებული სახე ეგვიპტურ და ანტიკურ მითოლოგიაში, ქართული კოსმოგონიის თანახმად არის ბუმბერაზი მამაკაცი, რომელიც ძალუმი ფეხებით დგას დედა მიწაზე (გეა), ამ უზარმაზარ კაცს არტყია შვიდფერი სარტყელი (ცისარტყელა) და აქვს ლაჟვარდისა და ოქროსგან აშენებული სასახლე. ეს სასახლე მოფენილია და დამშვენებულია მოციმციმე ვარსკვლავებით (სვან. დეცე, ჭუქე, ცის ტატნობი). ამ ღვთაებას ორი თვალი აქვს, მისი ცალი თვალი მზეა, მეორე კი მთვარე. ცაი დედამიწას, როგორც მეუღლეს ხან ანოყიერებს და ეს გამნაყოფიერებელი სითხე ჟუჟუნა წვიმაა, ხანაც შუბლს იკრავს, განრისხდება (ღრუბლები) და ჭექა-ქუხილით არყევს ქვეყნიერებას. ცა-ღმერთი ცეცხლოვან ეტლს მიაქროლებს (ელვა) და ბოროტებას თრგუნავს. ცისა და მიწის ფიცის სიტყვა ყველაზე მტკიცედ ბერძნულსა და სვანურში შემორჩა. სკანდინავიურ მითოლოგიაში ცა არის ბუმბერაზ იმირის ნაწილი. შუმერთა ცის ღმერთს კი ანუ ჰქვია.


ცა - ქართული მითოლოგია


ცის თაღი არის ხილული ქვეყნიერების მოჩვენებითად ლურჯი ფერის თაღი, სინამდვილეში დედამიწის ატმოსფერო, რომლის სილურჯე აიხსნება სინათლის სპექტრის უპირატესად ლურჯ-იისფრა გაფანტვით. ძველი ხალხები კი ცასა და ციურ მოვლენებს სხვაგვარად ხსნიდნენ და თითქმის ყველა მხარეში ერთნაირად უკავშირებდნენ ცის ღმერთებს, მითებს, ლეგენდებს, ამასთანავე ეს ხდებოდა ნაწილობრივ რაციონალურადაც, მეცნიერული კვლევის ელემენტებით, რადგან მოაზროვნე ადამიანი მუდამ ცდილობდა აეხსნა სტიქიები, ბუნება. მითს კი იშველიებდა იქ, სადაც სწავლული აზრი იმ დროისათვის უძლური გახლდათ.



წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.


ცაი


კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
139
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
139
  
2020, 3 თებერვალი, 2:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1