განათლება ფინური განათლების სისტემის 14 მახასიათებელი, რომელსაც მთელმა მსოფლიომ უნდა მიბაძოს 2019, 24 მარტი, 21:17 კვლევის თანახმად დადგინდა, რომ ფინელი ბავშვები ყველაზე ბედნიერები არიან მთელ მსოფლიოში. მათი განათლების სისტემაც უნიკალურია. წარმოგიდგენთ 14 პუნქტით ფინურ განათლების სისტემას, რომელსაც მთელმა მსოფლიომ უნდა მიბაძოს: ![]() 1. ყველაფერი უფასოა - ქვეყანა შემოსავლის 12.2 % განათლების სისტემაში ხარჯავს. უფასოა სკოლებში კვება და ასევე სკოლის სამარშრუტო სერვისები. ![]() 2. თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად ეპყრობიან - არ არსებობს ჩავარდნა გაკვეთილებზე. ყველა მოსწავლეს ეძლევა შანსი გაკვეთილის ბოლომდე შეისწავლოს ის, რასაც მასწავლებელი ახსნის, თუ რაიმეს ვერ გაიგებს მოსწავლე, მას თავიდან უხსნის მასწავლებელი. ![]() 3. შეფასება მოსწავლეების მხრიდან ხორციელდება - ფინეთში შეფასების 10 ბალიანი სისტემაა. მესამე კლასამდე შეფასებები არ არსებობს, ხოლო 3 და 7 კლასამდე ამას მოსწავლეები წყვიტავენ. მერვე კლასში გადასვლამდე, ყველამ უნდა მოახერხოს კარგი ქულების დაგროვება. ![]() 4. შეუძლიათ გაკვეთილებზე პიჟამოებით დასწრება - უნიფორმები არ გააჩნიათ, აქედან გამომდინარე სკოლაში რასაც უნდათ იმას იცვამენ, სავსებით შესაძლებელია ფინურ სკოლაში შენიშნოთ ისეთი მოსწავლეები, რომლებსაც პიჟამოები აცვიათ... ![]() 5. გაკვეთილის პროცესში მოსწავლეს შეუძლია დაჯდეს ძირს ან უბრალოდ წამოწვეს. არ არის აუცილებელი მერხებზე გადაჯგუფება. უფრო მეტი თავისუფლება... -ასე თვლის ფინეთის განათლების მინისტრი. ![]() 6. პატარა საშიანო დავალებები - ფინელი მასწავლებლები მოსწავლეებს სახლში უფრო მეტ დროს აძლევენ, ისინი თვლიან, რომ ბავშვებმა მეტი დრო უნდა გაატარონ მშობლებთან. საშინაო დავალებები უფრო მოკლე და სახალისოა ყოველთვის. ![]() 7. იშვიათი გამოცდები - სერიოზული გამოცდები 16 წლამდე არ არსებობს. ამ ასაკმდე მოსწავლის სურვილისამებრ ხდება მისი გამოცდა. ![]() 8. თავისუფალი თემა - არსებობს დამატებითი გაკვეთილი, რომელსაც თავისუფალი თემა ეწოდება. ნაგუსლისხმევ გაკვეთილზე მოსწავლეები მიმდინარე აქტუალურ თემებზე საუბრობენ. განათლების სისტემამ ეს გადაწყვეტილება 2017 წლიდან მიიღო. ![]() 9. ყველაზე დიდი დასვენების შუალედი გაკვეთილებს შორის - 15 წუთი. ![]() 10. მასწავლებლის ხელფასი 3500 ევროა - ფინელ მასწავლებელებს ხელფასის სახით საშუალოდ 3500 ევროს უხდიან. თუმცა მასწავლებლობა ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიაა ქვეყანაში და ამ სფეროში წარმატების მისაღწევად რამოდენიმე რთული გამოცდის ჩაბარება უწევთ. ![]() 11. ასწავლიან ცხოვრებისეულ გაკვეთილებს - ლიტერატურა, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია და ა.შ... ამ გაკვეთილების გარდა ფინეთში მოსწავლეებს ასწავლიან თუ როგორ უნდა გადაარჩინონ ადამიანი, რომელიც იხრჩობა... როგორ უნდა გამოიყენონ სვარკის აპარატი, როგორ ისწავლონ ფულის სწორად მართვა და როგორ გაუფრთხილდნენ გარემოს!!! ![]() 12. ყველა სკოლა ერთმანეთზე უკეთესია - მშობლები არ არჩევენ სკოლას, რადგან განათლების სისტემა ყველგან თანაბარია და საუკეთესო მთელ მსოფლიოში. ![]() 13. შუადღის შესვენებაზე მოსწავლეები საკვებს თავად არჩევენ - მენიუ ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი და უფასოა. ისინი მიირთმევენ იმას, რასაც თავად ისურვებენ. ![]() 14. წვეულებები სკოლაში - ზოგჯერ მოსწავლეები მასწავლებლებთან ერთად სკოლაში რჩებიან, უყურებენ ფილმებს, ერთობიან თამაშებით ან კავდებიან სპორტით. ![]() ბონუსი: წიგნის კითხვა ძაღლთან ერთად - ფინურ ბიბლიოთეკებებში ჰყავთ გაწვრთნილი "საყვარელი" ძაღლები, რომლებსაც შეუძლიათ მოსწავლეებთან ერთად წიგნის წაკითხვა. ![]() სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი აუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!! #არ.მოიპარო.სტატია.#<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>კაცმა უცნაური ხმები გაიგონა მდინარიდან, როდესაც მიუახლოვდა, წარმოუდგენელი რამ ნახა... ![]() გული არ ბერდება! ამ ადამიანებმა დაგვიმტკიცეს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია ![]() გოგონა 1961 წელს ზღვაში იპოვეს, ხოლო სიმართლე ნახევარი საუკუნის შემდეგ გახდა ცნობილი ![]() ირანელი ქალების ცხოვრება ისლამურ რევოლუციამდე - სამახსოვროდ მხოლოდ ეს ფოტოები დარჩა... ![]() ყველაზე ბედნიერი ქვეყნები მსოფლიოში : საქართველო ისევ "უბედურ" პოზიციაზეა! ![]() 600 8-ს მოსწონს
|