x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133850
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
რა უნდა გავაკეთოთ, რომ სესხის გადაუხდელობის გამო ქონება არ დავკარგოთ?


image

  • რა უნდა გავაკეთოთ, რომ სესხის გადაუხდელობის გამო ქონება არ დავკარგოთ?

  • „იმისათვის, რომ ადამიანმა ქონება არ დაკარგოს, აუცილებელია, კლიენტსა და საფინანსო ინსტიტუტს შორის მოხდეს შეთანხმება და სესხის რესტრუქტურიზაცია’

„კრედიტ-ინფო საქართველოში“ - მსესხებლის შესახებ ისტორიის გადამოწმება ყველა საფინანსო ინსტიტუტისთვის შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. შესაბამისად, თუ ბაზაში კლიენტზე " არის ნეგატიური“ ჩანაწერი არსებობს, ის სესხით სარგებლობას ფაქტობრივად, ვეღარ შეძლებს. CCCredit-ის გენერალური დირექტორი გიორგი გოგუაძე აცხადებს, რომ ამ წესის სრულად ამოქმედებამდე, თუ პირს სურს, რომ სესხით მომავალშიც ისარგებლოს, სტატუსი „არის ნეგატიური“ „იყო ნეგატიურით“ უნდა შეცვალოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოვალემ ვალდებულება ან სრულად უნდა დაფაროს, ან ნაწილობრივ.

„კრედიტ-ინფო საქართველოში“ ნეგატიური ჩანაწერის შემთხვევაში პირს ახალი სესხის აღებისას დაბრკოლებები ახლაც ექმნება. თუმცა, როგორც გიორგი გოგუაძე აცხადებს, სამომავლოდ ეს პროცესი უფრო გართულდება.

„საერთოდ, ახლა თუკი „კრედიტ-ინფოში“ ნეგატიური სტატუსი აქვს მომხმარებელს, შეიძლება ეს სტატუსი მას 2 წლის შემდეგ მოეხსნას, შეიძლება მუდმივად ჰქონდეს. ეს თვითონ ინდივიდუალურად დამოკიდებულია საფინანსო ინსტიტუტის პოლიტიკაზე.


სამომავლოდ კი „კრედიტ-ინფოსთან“ დაკავშირებით მიდგომები იცვლება, ის მოექცევა გარკვეული რეგულაციების ქვეშ. „კრედიტ-ინფოდან“ ინფორმაციის წამოღება იქნება სავალდებულო, ჩვენ ვეღარ დავაფინანსებთ ნეგატიური სტატუსის მქონე პირებს, ეს კანონმდებლობით აიკრძალება. „იყო ნეგატიურის“ დაფინანსება შესაძლებელი იქნება, მაგრამ აქაც საკრედიტო ინსტიტუტის გადასაწყვეტი იქნება, „იყო ნეგატიურს“ რა პერიოდის შემდეგ დააფინანსებს. სავარაუდოდ, ეს ახალი რეგულაცია 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდება“, - განაცხადა გიორგი გოგუაძემ.

რაც შეეხება ზოგადად ჭარბვალიანობას, გოგუაძის თქმით, ეს რამდენიმე ფაქტორით არის გამოწვეული. „ჭარბვალიანობას ერთი ან ორი კონკრეტული მიზეზი არ აქვს, ეს გამომდინარეობს ქვეყანაში არსებული ზოგადი სოციალური მდგომარეობით. შემდგომ, ამას ხელი შეუწყო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან თავისუფალმა დაფინანსებამ. ფულზე მოთხოვნა კი არის ყოველთვის მაღალი, როდესაც სოციალური დონე დაბალია, ხალხს უნდა, რომ ცხოვრებისეული მოთხოვნები დაიკმაყოფილოს და ამიტომაც იზრდება სესხების მოცულობა, რაც ჭარბვალიანობას იწვევს“, - განაცხადა გოგუაძემ.

ჭარბვალიანობის შემთხვევაში კი, კლიენტს სესხის მომსახურება უჭირს, რაც მის საკრედიტო ისტორიაზე ნეგატიურად აისახება. ამასთან, გიორგი გოგუაძის თქმით, სესხის არგადახდის შემთხვევაში საკრედიტო ინსტიტუტი მიმართავს აღმასრულებელს და შესაბამისად, ხდება მისი აღსრულება, ანგარიშებზე ყადაღის დადება და ა.შ.

„იმისათვის, რომ ადამიანმა ქონება არ დაკარგოს, აუცილებელია, კლიენტსა და საფინანსო ინსტიტუტს შორის მოხდეს შეთანხმება, სესხის რესტრუქტურიზაცია იმ შემოსავლის წყაროსთან მორგებაზე, რაც რეალურად კლიენტს გააჩნია და შესაბამისად, არიდებული იქნება ქონების რეალიზება“, - აღნიშნა გოგუაძემ.

მისივე თქმით, ნებისმიერი პიროვნებას ძალიან მიზერული ფინანსური განათლება უნდა ჰქონდეს, რომ შეძლოს საკუთარი ხარჯების და შემოსავლების კონტროლი.

„სესხს რომ იღებს ადამიანი, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ფულს სხვა აძლევს გარკვეული პერიოდის განმავლობაში გარკვეულ საფასურად. ამ სესხს აქვს გადახდის პირობები. ის ხარჯი, რომელიც ადამიანს მოუწევს ამ ვალდებულების დაფასარად, ისეთი მოცულობის უნდა იყოს, რომ შეძლოს გადახდა. ეს არის მარტივი ლოგიკა. შესაბამისად, სანამ ესა თუ ის პირი სესხს აიღებს, უნდა დაითვალოს, შეძლებს თუ არა ამ სესხის მომსახურებას და შემდეგ უკვე დაბრუნებას.

თუმცა ცვლილება, რომელიც კანონმდებლობაში შემოდის პასუხისმგებლიანი დაკრედიტების შესახებ, შესაძლებელი იქნება, რომ სესხის ამღებმა კი არა, სხვამ დაითვალოს ეს ყველაფერი. აღარ მისცემენ სესხს შესაბამისი შემოსავლის გარეშე, ეს წესი ბანკების შემთხვევაში უკვე ამოქმედდა, მიკროსაფინანსოების შემთხვევაში კი შესაბამის რეგულაციები 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება“, - აღნიშნა გოგუაძემ.

ელზა წიკლაური

3
2252
6-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
2252
  
2018, 14 ივლისი, 17:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 14 ივლისი, 17:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 14 ივლისი, 17:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3