x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134371
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
გააღვიძე რეალობა შენს მკვდარ სხეულში

image

სიბნელემ მომიმწყვდია და მაიძულა დამეწერა ის, რასაც ფიქრობს ჩემი გონება, ფიქრმა ცალკე გალიაში ჩამსვვა და იძულებითი აზრები გამიჩინა ადამიანზე – ერთი ფიზიკური სხეულის ორ სუბსტანციაზე, დიახ ეშმაკზე და ღმერთზე, ამ ორ, რადიკალურად განსხვავებულ გრძნობებზე. ყოველ ადამიანშია ეშმაკი და ყოველ ადამიანშია ღმერთი, დიახ ერთი და იგივე ადამიანს ჰყავს ეშმაკი და ჰყავს ღმერთი. გახსოვთ, და ვინჩიმ საიდუმლო სერობის ფრესკაზე იესოსა და იუდას მოდელად ერთი ადამიანი შეარჩია, უნებურად, მაგრამ სიმბოლური გამოდგა დროის სხვადასხვა მომენტში. ცხოვრება არაა მხოლოდ სიკეთე და სიყვარული, ბევრი ცოდვებით აღვსილი მოქმედებებით, სწორედაც რომ ბევრი სასიკეთო შედეგი იდება, რასაც მხოლოდ საზოგადოებაში შექმნილი ჯანსაღი სიგარეტისგან გაკვამლული აზრი ვერ ხვდება. და კიდევ, როდის ვხედავთ ჩვენს თავს ნამდვილს. ერთი უბრალო მაგალითი: გაიხედეთ მეტროს ფანჯარაში, როდესაც ვაგონი სინათლეს ეყოლება დატყვევებული და დაინახავთ თქვენს თავს? რა თქმა უნდა, ვერა...ადამიანს მხოლოდ სიბნელე აჩენს ისეთს, როგორიც არის... წარმოიდგინეთ, მატარებელი შევიდა სიბნელის წალკოტში და მაშინვე ჩვენი თავები წარმოჩინდნენ ფანჯარაში.... დიახ, დიახ, სწორად მიხვდი. სწორედ სიბნელეში მყოფი ჩანს, ადამიანის სული როგორია... ამაოდ ცხოვრებამ ცეცხლი გააჩაღა ადამიანსა და ბუნებას შორის. ცხოვრება, რომელიც ჩვენი შექმნილია, ღუპავს ადამიანს, სწორედაც ჩვენ ვიღუპავთ იმ ოხერ თავს, რომელსაც რაღაც არა მნიშნვნელოვანი მოვალეობა აქვს ამ ქვეყანაზე, მივდივართ წინ და გვაკლდება სიცოცხლის ერთი დღე და ჩნდება კითხვა, დღითიდღე ვძლიერდებით თუ ვსუსტდებით?! თანდათან უკან მოხედვის გვეშინია, გვეშინია იმ წამების, როდესაც მარტო ვრჩებით. ხო, კიდე, შენ ძლიერო ადამიანო, ყურებს ნუ ჩამოყრი, იცოდე, რომ განსაცდელებს შორის სწორად უნდა ააგო ხიდი და თუ ხიდი ჩაიძირა, შენ არ ჩაძირულხარ, შენ ხიდს მხოლოდ მოჩვენებით აგებ. შენ ყველა განსაცდელის მდინარეში უნდა შეხვიდე და გამარჯვებული გამოხვიდე განსაცდელების მორევიდან. დაიმახსოვრე, ჭუჭყიან ღორის ხორცს ისე ტკბილად ვჭამთ, სულაც არ ვფიქრობთ, რომ ის ჭუჭყიანი იყო... ხანდახან თვალის დახუჭვა არდანახვას არ ნიშნავს.

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:ჯორჯ-ბეიქ
ჯორჯ-ბეიქ
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0