x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
კონფორმულობა და მისი მიზეზები
image

კონფორმულობა არის ინდივიდის მიერ საკუთარი რწმენებისა და ქცევის შეცვლის ტენდენცია სხვა ადამიანების ქცევის შესაბამისად. ხშირად ჯგუფის ნორმებისადმი კომფორმულობა არის ის, რასაც სოციალური მიმღებლობისთვის და ჰარმონიისთვის ვიხდით. თუმცა, ჩვენ ვაფასებთ ინდივიდუალობას და გვაწუხებს ის, რომ შეგვიძლია საკუთარი ნორმებისა და წრმენების წინააღმდეგ მოქმედება, იმიტომ, რომ ყველა ასე იქცევა.

კონფორმულობას დიდი ხანია შეისწავლიან, აღსანიშნავია ორი კლასიკური კვლევა, რომელმაც დიდ წვლილი შეიტანა კონფორმულობის გამოკვლევაში. შერიფის კვლევაში ცდის პირები ბნელ ოთახში ისხდნენ და უყურებდნენ სინათლის ერთ წერტილს, რომელიც უძრავი იყო, თუმცა აღქმის ილუზიის გამო ის მოძრავად აღიქმებოდა. მონაწილეებს ამოცანა იყო მოძრაობის მანძილის განსაზღვრა, რაც საკმაოდ რთული იყო, რადგან კვლევის მონაწილეთა უმრავლესობას ეჩვენებოდა, რომ წერტილი სხვადასხვა სიჩქარით და მიმართულებისთ მოძრაობდა. სიტუაციის ორაზროვნების გამო მონაწილეენი ვერ იქნებოდნენ საკუთარ მოსაზრებაში დარწმუნებულები. კვლევების სერიებს შერიფი ატარებდა 2-3 კაციან ჯგუფებში, რომლებიც ხმამაღლა ასახელებდნენ თავიანთ მოსაზრებას. კვლევის პირველ სერიაში მონაწილეთა მოსაზრებები მკვეთრად განსხვავდებოდა, თუმცა სხვების აზრის მოსმენის შემდეგ პასუხები უფრო და უფრო ემსგავსებოდა ერთმანათს. შერიფის კვლევამ აჩვენა თუ როგორ ყალიბდება ჯგუფური ნორმები და სტანდარტები. აშერს კი აინტერესებდა კონფორმულობას ადგილი აქვს მხოლოდ ორაზროვან სიტუაციაში თუ სხვა სემთხვევაშიც იჩენს თავს.

image იგი 5 კაცისაგან შემდგარ ჯგუფს აჩვენებდ სტანდარტულ ხაზს და ცდის პირებს სამი შესაძლო პასუხიდან უნდა აერჩია ის ხაზი რომელიც ნაჩვენები ხაზის ტოლი იქნებოდა. დავალება ძალიან ნათელი და არაორაზროვანი იყო. ცდის პირები რიგრიგობით ხმამაღლა ასახელებდნენ პასუხებს. თავდაპირველად ყველა მარტივად პასუხობდა, მაგრამ მესამე სერიაში პირველი ოთხი მონაწილე, რომლებიც ცრუ ცდისპირები იყვნენ შეცდობით პასუხობდნენ. მეხუთე მონაწილე ხვდებოდა, რომ სხვები არასწორად პასუხობდნენ, თუმცა ხშირ შემთხვევაში მაინც იმეორებდა ჯგუფის მიერ ნათქვამ არასწორ პასუხს. საშუალოდ ყოველ სამ პასუხში ერთი არასწორი იყო. კონფორმულობის ეფექტს სხვა ბევრი კვლევაც ადასტურებს. საინტერესოა რატომ ექცევიან ადამიანები ჯგუფის გავლენის ქვეშ და რა არის კონფორმული ქცევის მიზეზი. მკვლევარები ორ ძირითად მიზეზს გამოყოფენ: იყო მართალი და მოწონებული.


ინფორმაციული გავლენა: სურვილი იყო მართალი-კონფორმულობის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ სხვების ქცევა ხშირად სასარგებლო ინფომაციას გვაწვდის. ინფორმაციული საჭიროებით გამოწვეული კონფორმულობა ორ სიტუაციურ ფაქტორზეა დამოკიდებული: რამდენად ვთვლით, რომ ჯგუფი კარგად ინფორმირებულია და რამდენად ვართ დარწმუნებულები საკუთარ მსჯელობაში.

ნორმატიული გავლენა: სურვილი იყო მოწონებული- კონფორმულობის მეორე მიზეზია, რომ ვიყოთ მოწონებულები და სხვების მიერ აღიარებულები. ნორმატიულ გავლენას ადგილი აქვს მაშინ, როცა ჯგუფის ნორმების შესაბამისად ვცვლით ქცევას, რადგან ჯგუფისთვის სოციალურად მისაღებები ვიყოთ, გავხდეთ ჯგუფის წევრი ან შევინარჩუნოთ მისი წევრობა.

ზოგიერთ სიტუაციაში ინდივიდი უფრო მეტად იქცევა კონფორმულად, ვიდრე სხვა სიტუაციებში. რა ფაქტორები ახდენენ გავლენას ჩვენს კონფორმულობაზე? პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ჯგუფის ზომა. კონფორმულობა უმრავლესობის რაოდენობის ზრდასთან ერთად მატულობს და იზრდება მანამ სანამ უმრავლესობა განსაზღვროლ რაოდენობას არ მიაღწევს. ეს რაოდენობაა კი არის ოთხი- ოთხი წევრის შემდეგ უმრავლესობის რაოდენობის ზრდა კონფორმულობის ზრდას აღარ იწვევს. მეორე მნიშვლელოვანი ფაქტორია ჯგუფის ერთსულოვნება. ინდივიდი, რომელიც ერთსულოვან ჯგუფს უპირისპირდება, კონფორმულობის თვალსაზრისით მნიშვლელოვან ზეწოლას განიცდის. წინააღმდეგ შემთხვევაში კი კონფორმულობის ხარისი მცირდება. ასევე კონფორმულობაზე გავლენას ახდენს ის კავშირი, რომელსაც ინდივიდი ჯგუფის მიმართ გრძნობს. ზოგადად, რაც უფრო მაღალია ჯგუფისადმი მიჯაჭვულობა, მიკუთვნებულობის გრძნობა, მით მეტია შანსი, რომ კონფორმულ ქცევას განვახორციელებთ.

ამგვარად, ადამიანი თავისი სოციალური ბუნებიდან გამომდინარე სოციუმის გავლენას უნდა დემორჩილოს და ემორჩილება კიდეც. ის იქცევა კონფორმულად-სოციალური მოლოდინების შესატყვისად ცვლის თავის ქცევას და შეხედულებებს, ერგება ჯგუფის წევრების ქცევას და ღირებულებებს.

0
538
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ჟამურაშვილი
ნინო ჟამურაშვილი
538
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0