x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თავის ტვინის აგებულება
თავის ტვინი
თავის ტვინი

თავის ტვინი ადამიანის ნერვული სისტემის ცენტრია, რომელიც მდებარეობს თავის ქალაში. ადამიანის თავის ტვინი სხვა ძუძუმწოვრებზე დიდია სამჯერ, შეიცავს 25 მლრდ, ნეირონს, იწონის 1300-1500გ.და სხეულის მასის 2%-ს შეადგენს.

აგებულება: უკანა ტვინი-მოგრძო ტვინი, ხიდი, ნათხემი.

შუა ტვინი-შუა ტვინი.


წინა ტვინი-შუამდებარე ტვინი და დიდი ნახევარსფეროები.

თავის ტვინში, ისევე როგორც ზურგის ტვინში, მოთავსებულია თეთრი და რუხი ნივტიერებები.თეთრი ნივთიერება წარმოადგენს გამტარ გზებს. ისინი თავის ტვინს ზურგის ტვინთან, აგრეთვე თავის ტვინის ნაწილებს ერთმანეთთან აკავშირებენ. რუხი ნივთიერება ცალკეული გროვების-ბირთვების სახით თეთრი ნივთიერების შიგნითაა განლაგებული.გარდა ამისა რუ- ხი ნივთიერება ტვინის ნახევარსფეროებს და ნათხემს გარს ეკვრის და ქმნის

ქერქს.

მოგრძო ტვინი, ხიდი და შუა ტვინი ქმნის ტვინის ღეროს, საიდანაც გამოდის 12 წყვილი ნერვი.

მოგრძო ტვინი ზურგის ტვინის უშუალო გაგრძელებაა.აქ რუხი ნივთიერება განლაგებულია გროვებად-ბირთვებად. მოგრძო ტვინში არის 1) გულ-სისხლძსარღვთა,

2) სუნთქვის,

3) საჭმლის მომნელებელი

რეფლექსები:ცემინების, ღებინების, ხველის.

მოგრძო ტვინი შეიცავს ბადისებრ წარმონაქმნს-რეტიკულური ფორმაციის უჯრე-დებს, რომლის წყალობითაც ქერქი ინარჩუნებს სიფხიზლეს, რეგულირდება ცნს-ში მიმდინარე აღგზნება-შეკავების პროცესი.

მოგრძო ტვინის ფუნქციაა გამტარი და რეფლექტორული.

ხიდი-არის აღმავალი და დაღმავალი ნერვული გზები, აგრეთვე არის ბირთვები,

რომლებიც იმპულსებს ნათხემზე გადართავს.

შუა ტვინი(მეზენცეფალონი)-კუნთებს უგზავნის ტონუსს, მონაწილეობს სხეულის პოზის შენარჩუნებაში, მასში გადის მხედველობითი და სმენითი რკალები. ახორციელებს უპირობო"რა არის" რეფლექსს, დამცველობით რეფლექსს. ოტოლიტების გზით გაღიზიანებული რეცეპტორები ნერვულ იმპულსებს გადასცემენ ნერვული გზებით, რომლებიც გა-ივლის შუა ტვინში, ნათხემსა და დიდ ნახევარსფეროების ქერრქში. შუა ტვინის იმ ნეირონების განადგურება, რომლებიც დოფამინს გამოყოფენ, პარკინსონის დაავა-დებას იწვევს.[დოფამინი არის ნეირომედიატორი, რომელიც აკონტროლებს ჩონჩხის, კუნთების აქტივობას].

ნათხემი მდებარეობს უშუალოდ მოგრძო ტვინის ზემოთ, ხიდის დორსალურ(ზურგის)ნა-წილში. მისი ზედაპირიწარმოქმნილია რუხი ნივთიერებით.ქერქით, რომლის შიგნით თეთრი ნივთიერებაა. ნათხემი არეგულირებს ნატიფ მოძრაობით აქტებს. რუ-ხი ნივთიერება შეიცავს პურკინიეს მსხვილ მსხლისებრ უჯრედებს, რომელთაგანაც უამრავი დენდრიტი გამოდის და ეს უჯრედები იღებენ კუნთოვანი აკტივობის იმპულსებს სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის ვესტიბულარული აპარატის რეცეპტორებიდან, სახსრების, მყესებისკუნთების რეცეპტორებიდან, დიდი ნახევარსფეროების ქერქის მოტორული ცენტრებებიდან. ნათხემი უზრუნ-ველყოფს ყველა კუნთის კოორდინირებულ მუშაობას, განსაზღვრული პოზის შენარჩუნებას.მისი დაზიანების შემთხვევაში აღინიშნება ბარბაცი, არაზუსტი მოძრაობაძაფს ვერ უყრის ნემსის ყულფში, ვერ ინარჩუნებს წონასწორობას.ნათხემის ყველაფუნქცია ხორციელდება ცნობიერების გარეშე., მაგრამ სწავლების პროცესში ჩართულია ცნობიერება.მაგ., სიარულის სწავლის, ცურვის სწავლის და ა.შ.სხვა დანარჩენ შემთხვევაში ნათხემი თავის თავზე იღებს ფუნქციას და რეფლექსურად მართავს.

შუამდებარე ტვინი შედგება თალამუსისა და ჰიპოთალამუსისგან.აქვეა ეპიფიზი შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, რომელიც პასუხს აგებს ბიორიტმზე(მელატონინი გამოიყოფა სიბნელეში). შუამდებარე ტვინის ღრუ მესამე პარკუჭია.თალამუსი არის ქერქვეშა ცენტრი ყველა სახის მგრძნობელობის. მასში ბოლოვდება სენსორული ნეირონის აქსონები, აქ ხდებაიმპულსების ანალიზი და გადაეცემიან ქერქის შესაბამის სენსორულ უბნებს იმ ბოჭკოებით, რომლებიც სათავეს იღებს თალამუსში. ამგვარად თალამუსი არის გადამამუშავებელი და გადამრთველი ცენტრი.[რთული რეფლექსები:სირბილი, სიარული, ცურვა, ტკივილისა და კმაყოფილების შეგრძნება].

ჰიპოთალამუსი არის მთავარი ქერქვეშა მაკოორდინირებელი და მარეგულირებე-

ლი ცენტრი ვეგეტატიური ნერვული სისტემის.გულის რითმი, წნევა, სუნთქვა, პერისტალტიკა, შიმშილი, წყურვილი, ძილი, გამრავლება, აგრესიულობა. უზრუნველყოფს ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობას, აკონტროლებს ნივ-თიერებათა ცვლას.თერმორეგულაცია. ჰიპოთალამუსი ჰიპოფიზთან ერთად აკონტროლებს ჰუმორულ რეგულაციას.

ჰიპოფიზი- (ენდოკრინული ჯირკვალი) მდებარეობს ჰიპოთალამუსის ქვეშ თურქულ კეხზე. მისი წინა ნაწილი გამოიმუშავებს: ზრდის ჰორმონი-სომატოტროპინს, მისი ჭარბი

გამოყოფა 25 წლამდე იწვევს გიგანტიზმს, ხოლო არასაკმარისი

რაოდენობა ქონდრისკაცობის მიზეზია. 25 წლის ზევით სომატო

ტროპინის სიჭარბე ახდენს ცალკეული ნაწილების, მაგ.ცხვირის,

ტერფების, მტევნების ზრდას, ამ დაავადებას აკრომეგალია ეწოდება.


პროლაქტინი-წარმოქმნის რძეს სარძევე ჯირ- კვლებში.

თირეოტროპინს-ფარისებრი ჯირკვლის მას-

ტიმულირებელი.

აკტჰ-ადრენოკორტიკოტროფული ჰორმონი.

მოქმედებს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვან შრის ნივთიერებაზე.

ლიპოტროპინს-ასტიმულირებს ცხიმების წვას

და მონაწილეობს ენდორფინების წარ-

მოქმნაში.

გონადოტროპული- ფოლიკულომასტიმული-

რებელი და მალუტეინიზირებელი, რომლებიცმოქმედებენ სასქესო უჯრედების ზრდასა და მათ ჰორმონულ და რეპროდუქციულ აქტივობაზე.1. გონადოტროპული ჰორმონი ასტიმულირებს ფოლიკულებს და სპერმატოზოიდებს.

2.ლუტეინიზირებელი ჰორმონი ქალებში ასტიმუ-

ლირებს ქალის სასქესო ჰორმონებს და მწიფე კვერცხუჯრედის გამოსვლას საკვერცხეებიდან, ხოლო კაცებში გამოყოფს ტესტოტერონს სათესლეებში.


შუა ნაწილიჰიპოფოზოს- მელანოციტ-მასტიმულირებელი ჰორმონი.(ეპიფიზის ანტაგონისტი)

უკანა ნაწილი ჰიპოფიზის შეიცავს 2 ფერმენტს-ოქსიტოცინს და ვაზოპრესინს, რომლებსაც ჰიპოთალამუსი გამოიმუშავებს.( ოქსიტოცინი იწვევს კუნთოვანი კედლების სეკუმშვას საშვილოსნოს, ნაღვლის

ბუშტის, ნაწლავების, საშარდემილის),

ვაზოპრესინი მაღლა სწევს წნევას სისხლძარღვების შევიწროების ფონზე და შედე-გად იკლებს დიურეზი(შარდის გამოყოფა).

ანტიდიურეზული ჰორმონი. არეგულირებს თირკმლის მიერ გამოყოფილი წყლის რაოდენობას.

ამგვარად, ჰიპოფიზის წინა ნაწილის ჰორმონებს აკონტროლებს ჰიპოთალამუსი, ხოლო უკანა ნაწილის ჰორმონებს გამოიმუშავებს თვითონვე და უგზავნის მას. მა-კონტროლებელი ჰორმონები- რელიზინგ ჰორმონები.


0
2531
1-ს მოსწონს
ავტორი:მეგი ოქროპირიძე
მეგი ოქროპირიძე
2531
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0