x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ვახტანგ კიკაბიძის განცხადებამ საბჭოთა კავშირზე რუსეთში გაღეზიანება გამოიწვია
image ვახტანგ კიკაბიძის ინტერვიუმ გერმანულ Deutsche welle-თან რუსეთში გაღიზიანება გამოიწვია. მსახიობმა და მომღერალმა ვრცელ ინტერვიუში აღნიშნა, რომ როდესაც 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა, ძალიან გაუხარდა, მეგობრებთან ერთად დიდი სუფრაც გაშალა და კარგადაც დათვრა. კიკაბიძემ ისიც აღნიშნა, რომ რუსეთიც დაშლისკენ მიდის.


კიკაბიძემ გააკრიტიკა საბჭოთა კავშირის გერბიც:"სსრკ-ს მიმართ სიძულვილი არ მქონდა. სიძულვილი საერთოდ ძალიან ცუდი სიტყვაა. მე არ მომწონდა საბჭოთა კავშირის გერბი. ნამგალი და ურო, რა დონის ტვინი უნდა გქონდეს, რომ ეს ყველაზე უნიჭო რამ შექმნა?"

კიკაბიძემ ისიც აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის და მისი მოქალაქეების მიმართ სიძულვილი არ ჰქონდა. "რა შუაშია აქ საბჭოელი ხალხი?" და ისიც დასძინა, რომ საბჭოთა კავშირის დროს მეტი სულიერება იყო, ადამიანები ერთმანეთს პატივს სცემდნენ, ვიდრე ახლა.


კიკაბიძის ამ განცხადებას მწვავე რეაქცია მოჰყვა რუსეთში, მაგალითად, სენატორმა ალექსეი პუშკოვმა Twitter-ში დაწერა, რომ მსახიობი "ის, ვინც არის" მხოლოდ საბჭოთა კავშირის დამსახურებითაა.



რეჟისორმა ვლადიმირ ბორტკომ კიკაბიძის განცხადებას "უცნაური, დაუფიქრებელი და გასაკვირი" უწოდა და დასძინა, რომ კიკაბიძემ სახელი სწორედ საბჭოთა კავშირში მოიხვეჭა და არა საქართველოში.

"ვახტანგ კიკაბიძე სსრკ-ს სძულდა. ისე სძულდა, უმადურს რომ ჭამა არ შეეძლო (პერიფრაზირება მიმინოდან), მაგრამ ფილმებში იღებდნენ, ფულს შოულობდა, დიდებაში ბანაობდა. მაგრამ რომ არ ყოფილიყო საძულველი საბჭოთა კავშირი, ვის ეცოდინებოდა ეს კიკაბიძე საქართველოს გარეთ?"

image


imageimage


"აშკარაა, რომ მისი გული სიძულვილისგან იკუმშებოდა, როდესაც რეჟისორმა გიორგი დანელიამ "საბჭოთა" ფილმში "მიმინო" მიიწვია.

სავარაუდოდ, ის სიძულვილისგან კინაღამ მოკვდა, როდესაც ამ ფილმისთვის მიენიჭა სსრკ-ს სახელმწიფო პრემია (1978). მას უნდოდა, რომ უარი ეთქვა ფულზე, ნაგავში მოესროლა, ჩინოვნიკებისთვის სახეში შეეყარა, მაგრამ სუკის ეშინოდა"-წერს ალექსეი კურაკინი.

image

1
412
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
412
  
2018, 24 ივნისი, 12:26
ცივი წყალი დალიონ.
0 1 1