x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
23 ივნისამდე ბედის შეცვლა და უიღბლობისგან თავის დაღწევა შეგიძლიათ
image

21 ივნისს ზაფხულის ბუნიობაა. ძველი კელტები და სლავები ამ დღეს სხვადასხვა რიტუალებით აღნიშნავდნენ.

ასტროლოგები კი ამტკიცებენ, რომ 21ივნისიდან 23 ივნისამდე სწორედ ის დროა, როცა სურვილი უნდა ჩაიფიქროთ და მომავალი დაგეგმოთ. მზის ენერგია თავის პიკს აღწევს და ამ დროს ყველა წესი თუ რიტუალი უფრო ეფექტურია.

აზრები, რომლითაც ამ დღეებში დაიტვირთები, მომავალში მატერიალიზდება.


ეს მზის დღეები საუკეთესო პერიოდია რაიმეს დასაგეგმავად და ცხოვრების შესაცვლელად. პოზიტიური აზრები და სწორი ხედვა კი თქვენს მომავალზე მოახდენს გავლენას.

ყველაზე ადვილი რიტუალი ამ დღისთვის ყვავილების გვირგვინის დაწვნაა. ამისთვის კი მხოლოდ ქალაქგარეთ გასვლა და ყვავილები დაგჭირდებათ. გვირგვინის დაწვნისას იფიქრეთ იმ ცვლილებებზე, რაც თქვენს ცხოვრებაში გსურთ რომ მოხდეს. ხატოვნად რომ ვთქვათ, თქვენი აზრებიც უნდაა ჩააწნათ ყვავილებს. როცა გვირგვინს დაწნავთ, ის მდინარეს უნდა გაატანოთ.image

თუ თქვენს გეგემებში შემოსავლის მატებაა, მაშინ 23 ივნისამდე შეძლებისდაგვარად, ყველას ტკბილეულით უნდა გაუმასპინძლდეთ და მოწყალება გასცეთ. მამაკაცებმა, წარმატებას რომ მიაღწიონ, ამ დღეებში ოჯახი საჩუქრებით უნდა გაანებივრონ.


0
322
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
322
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0