x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
" ჩემი ეგოისტობის გამო მე ვერასოდეს ვერ შევძელი ერთი ბავშვი ამეყვანა.." - ია ფარულავა
image მსახიობი და ტელესახე ია ფარულავა დიდ ხანი არ არის, რაც სატელევიზიო ეკრანს დაუბრუნდა, ის გადაცემა "ფარული კონვერტის" წამყვანია. შოუში ყველასათვის ცნობილ ადამიანებს ფულის სანაცვლოდ მათი დაფარული საიდუმლოებების გათქმას სთავაზობენ. სტუმრებთან საუბრისას თავად იაც არ ერიდება საკუთარ თავზე უცნობი ამბების მოყოლას და მაყურებლებისთვის გაზიარებას. ერთ-ერთ გადაცემაში მან ილო ბეროშვილის რეპლიკის პასუხად ტელეკამერებთან მისი უცნაური ტატუც კი გამოაჩინა..

გადაცემაში დგება გულახდილობის მომენტი, როცა თავად წამყვანიც ეხება მისთვის მტკივნეულ თემებს და გულახდილად საუბრობს, ეს ბუნებრივიცაა, რადგან როდესაც სტუმრის მიმართ გაქვს გულახდილობის მოთხოვნა, თავადაც გულწრფელი უნდა იყო..

მორიგი "ფარული კონვერტის" სტუმარი ყოფილი პარლამენტარი, პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი გახლდათ, რომელიც 6 შვილის დედაა, ია ფარულავამ ირინა სარიშვილს ეს საქციელი მოუწონა და საკუთარ დამოკიდებულებაზე ისაუბრა ამ საკითხთან დაკავშირებით.

image



" პირადად მე, უშვილო ქალი, ქედს ვიხრი შენ წინაშე და მე ეს უნდა გითხრა, იმიტომ რომ მე ვერასოდეს ვერ გავბედე ჩემი ეგოისტობის გამო, რომ ერთი ბავშვი ამეყვანა.. მე ვარ უშვილო ბუნებით, არასოდეს აბორტი არ გამიკეთებია, ეს ყველამ იცის. მე მქონდა მცდელობები, ერთი, ორი, სამი არ გამოვიდა და დავანებე თავი. დავანებე თავი იმიტომ, რომ არ მქონდა შინაგანად სურვილი, მე ამ თემაზე მაინცდამაინც არ ვლაპარაკობ, მაგრამ შენ რომ გიყურებ, საოცრებაა, იმიტომ რომ შენ მთლიანად ასი პროცენტით ეკუთვნის შენს შვილებს.."

image

0
494
1-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
494
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0