x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თანამედროვე ევროპელი მონარქების "შეუფერებელი" ცხოვრება

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწინებამ საზოგადოება აალაპარაკა. მათი ნიშნობის გამოცხადების შემდეგ ბევრი ამბობდა, რომ მეგან მარკლი სამეფო ოჯახისათვის შეუფერებელი იყო განქორწინების, არადიდგვაროვანი წარმომავლობის და სამსახიობო კარიერის გამო. ამას ემატებოდა ისიც, რომ კარგ ტონად არ ითვლება აფრო-ამერიკული წარმოშობისა და ასაკით უფროს ქალზე დაქორწინებაც. მიუხედავად ამისა, ჰარიმ მაინც იქორწინა რჩეულზე. თუმცა ის არ არის პირველი და ერთადერთი პრინცი, რომელმაც "შეუფერებელ" ქალზე იქორწინა.

დედოფალ ელისაბედის ბიძამ - ედვარდ VIII-მ ტახტზე უარი თქვა, რადგან მას არ მისცეს უფლება ორჯერ განქორწინებულ, ამერიკელ ქალზე დაქორწინებულიყო. ჰოდა, მეფეც ჰერცოგის ტიტულს დასჯერდა, საყვარელ ქალზე იქორწინა და საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად.

2005 წელს, ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა ჩარლზმაც განქორწინებულ ქალზე, კამილა პარკერზე იქორწინა. სწორად განქორწინების გამო კამილამ ვერ მიიღო "უელსის პრინცესის" ტიტული და მომავალში ვერც "დედოფლის" ტიტულს მიიღებს.

image

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს:

2004 წელს ესპანეთის ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა ფილიპემ (ამჟამად მეფემ) იქორწინა განქორწინებულ ჟურნალისტზე. მეფე და დედოფალი ამ ქორწინების წინააღმდეგები იყვნენ, რადგან ლეტიცია არც არისტოკრატული წარმოშობის იყო და მით უმეტეს განქორწინებული. მაგრამ პრინცმა განაცხადა, რომ ტახტზე უარს იტყოდა თუ ქორწინების უფლებას არ მისცემდნენ. შედეგად, ლეტიცია ახლა ესპანეთი დედოფალია. ის პირველი არადიდგვაროვანი წარმოშობის დედოფალია ესპანეთში.

image

2001 წელს ნორვეგიის ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა ჰააკონმა იქორწინა არადიდგვაროვანი წარმოშობის, მარტოხელა დედაზე - მეტე-მარიტზე. წყვილის ნიშნობის გამოცხადების შემდეგ ამ ქორწინებას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ მეტე-მარისის ვაჟის მამა ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. მიუხედავად ამისა, წყვილი დაქორწინდა და 2 საერთო შვილთან ერთად, მეტე-მარისის უფროს ვაჟსაც ზრდის. თუმცა, მომავალი დედოფლის წარსული დღესაც აქტიური განხილვის საგანია ნორვეგიაში.

image

არანაკლებ საინტერესო წარსული აქვს მონაკოს პრინცს - ალბერტს. მან 53 წლის ასაკში, 2011 წელს 20 წლით უმცროს ოლიმპიურ ჩემპიონზე იქორწინა, თუმცა ეს ქორწინება სულაც არ ყოფილა პრობლემა. განხილვის საგანი პრინცის ქორწილამდელი ცხოვრება იყო. პრინცы ორი არალეგიტიმური შვილი ჰყავს. პირველი 26 წლის ქალშვილი- ჟასმინ გრეისი, რომელიც ახლა აშშ-ში ცხოვრობს. მეორე ვაჟი - ალექსანდრე - კი 2003 წელს შეეძინა. არც ერთი მათგანი არ ატარებს სამეფო ტიტულს და არ აქვთ უფლება ტახტზე ან მემკვიდრეობაზე. ალბერტის მემკვიდრე კანონიერი ქორწინებიდან დაბადებული ვაჟია.

image

0
292
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
292
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0